понедельник, 24 февраля 2014 г.

სტერეოტიპები და ფაქტები იეჰოვას მოწმეების შესახებ




ბიზნესმენი და ჟურნალისტი რიჩარდ ლეიბი (Richard Leib) გვიზიარებს როჩესტერში (აშშ) იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის შთაბეჭდილებებს, სადაც ერთხელ იგი ვერ პოულობდა თავისუფალ ნომერს სასტუმროში, ქალაქში მიმდინარე კონგრესის გამო. ის დააინტერესა ამ ღონისძიებამ, ის აკვირდებოდა მოწმეებს, გაესაუბრა რამოდენიმე მათგანს და დაწერა პატარა სტატია ინტერნეტ-გამოცემისთვის ETruth. გთავაზობთ მისი შემოკლებული ვარიანტის თარგმანს.



სტერეოტიპები. მათზეა აგებული ხუმრობები, რეკლამა, ხოლო ზოგჯერ კი მცდარი მსჯელობა. იეჰოვას მოწმეები — ტიპიური მაგალითი. სტერეოტიპებმა ამ მქადაგებელ ბიჭებზე ღრმად გაიდგეს ფესვები… ძირითადად ასე იმიტომ ხდება, რომ ხალხის უმრავლესობას იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა სულ რაღაც ერთხელ ან ორჯერ ჰქონია, თან ისიც ზედაპირულად. ჩვენს უმრავლესობას მაშინ გვიხდება მათთან ურთიერთობა, როდესაც ისინი ჩვენს კარებზე რეკავენ და თავისი პუბლიკაციებიდან რაიმეს გვთავაზობენ…

მინდა გითხრათ, რომ იმ მოწმეების ცხოვრების წესი, რომლებიც მე როჩესტერში ვნახე, განსაკუთრებულ საუბარს იმსახურებს. მე არასოდეს შევხვედრივარ უფრო გახსნილ, ბედნიერ და თავაზიან ხალხს. კონგრესის რამოდენიმე დღის განმავლობაში მე დავინახე ის, რაც მანამდე არასოდეს მინახავს. სასტუმროს მენეჯერმა, რომელშიც მე და ლოისი გავჩერდით, თქვა: «მუდამ ძალიან გვიხარია, როცა ისინი ჩამოდიან. ისინი ჩვემი საუკეთესო  სტუმრები არიან».

ამ ხალხში ფარსის ნასახიც არ იყო. ესენი იყვნენ უბრალოდ კარგად ჩაცმული, მეგობრული ბიჭები, რომელთაც სიცოცხლე უხარიათ. მე არასაკმარისად ვარ მომზადებული საიმისოდ, რომ მათ რელიგიურ შეხედულებებზე ვიმსჯელო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი, ვისაც ეს ხალხი უნახია რესტორანში, ქუჩაში ან მაღაზიაში, შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ. ეს ძალიან მაგარი იყო. ჩემი სტერეოტიპები დაინგრა.

რა ვთქვა, სტერეოტიპები – ჯიუტი რამაა. მაგრამ უფრო მეტად ჯიუტი – ფაქტებია, თუმცა მათთვის პირდაპირ თვალებში ჩახედვა ძნელია. იქნებ დავისახოთ მიზნად რომ მეტად ფაქტებით ვიხელმძღვანელოთ და ნაკლებად -  სტერეოტიპებითა და გაგონილით? ეს მარტო იეჰოვას მოწმეებთან დამოკიდებულებას არ ეხება.

გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს (იგავები 14:15).

-------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

ციტატები იეჰოვას მოწმეებზე

"იაჰვე" თუ "იეჰოვა" უმცირესობის ავტორიტეტული აზრი

ქრისტიანობა როგორც მოწაფეობა 

Комментариев нет:

Отправить комментарий