пятница, 28 февраля 2014 г.

პასექი (აღდგომა)



პასექი (პესახ) – მნიშვნელოვანი ებრაული დღესასწაული, რომელიც თვითონ ღმერთმა დაუდგინა მათ (გამოსვლა 12:1–14). ებრაულიდან რომ ვთარგმნოთ ეს სიტყვა ნიშნავს «გვერდის ავლას: პასექის პირველი აღნიშვნის დღეს ანგელოზმა გვერდი აუარა იმ სახლებს, რომლის კარის წირთხლებზეც კრავის სისხლი იყო წაცხებული და მათი პირმშოები დაინდო. ებრაული დღესასწაულები მოსეს კანონის ნაწილი იყო, რომელიც ქრისტემ გააუქმა (რომაელთა 10:4). ეს უნდა გვიხაროდეს, მოსეს კანონი ხომ ადამიანს ასამართლებდა როგორც გამოუსწორებელ ცოდვილს, რომელსაც არ ძალუძს ღვთის წინაშე გამართლება (რომაელთა 3:19, 20). რისთვის უნდა დავუბრუნდეთ ამ კანონს?

ახალ აღთქმაში არცერთხელ არაა იმაზე ლაპარაკი, რომ ქრისტიანები რაიმე სახით მაინც აღნიშნავდნენ პასექს. თვითონ სიტყვა «პასექი», თუ ებრაული დღესასწაულის ხსენებას არ ჩავთვლით, მხოლოდ ერთხელ გვხვდება:


მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა (1 კორინთელთა 5:7).

როგორც ვხედავთ, პავლეს ახალი დღესასწაული კი არ შემოაქვს, არამედ უხსნის თავის მკითხველებს, რომ ებრაული პასექი და საერთოდ ცხოველური შესაწირავები, ქრისტეს - ჭეშმარიტი სამსხვერპლო კრავის - მსხვერპლის წინასახე იყო. შესაბამისად, ამ მსხვერპლის შემდეგ, ცხოველთა მსხვერპლშეწირვა და მასთან დაკავშირებული დღესასწაულები საჭირო აღარ არის. წინასახეების ეპოქა დამთავრდა, დაიწყო რეალობის ეპოქა. თანაც უნდა ავღნიშნოთ, რომ პავლე პასექს აბსოლუტურად საპირისპირო მნიშვნელობას უკავშირებს – არა იესოს აღდგომას, არამედ მის სიკვდილს. ეს კავშირი შემთხვევითი არ არის, იესო ხომ ზუსტად პასექის დღეს მოკვდა, ებრაული კალენდრით 14 ნისანს (მათე 26:2). მაშინ რატომ ნიშნავს დღეს პასექი მის აღდგომას?

აღდგომის პოპულარულ ატრიბუტებს – კვერცხებს და პასკას – წარმართული წარმოშობა აქვთ:

ქრისტიანული აღდგომის აღნიშვნაში მრავალი წარმართული წეს-ჩვეულებები შეიჭრა, რომლებიც გაზაფხულის მოსვლის აღნიშვნასთან იყო დაკავშირებული. კვერცხი — ადრეულ გაზაფხულზე სიცოცხლის დაბადების სიმბოლოა (The Catholic Encyclopedia).

გაზაფხულის წარმართულმა დღესასწაულმა თავისი წეს-ჩვეულებები ქრისტიანულ აღდგომას მისცა (სააღდგომო პასკის კურთხევა, ყველის პასკის მომზადება, კვერცხების შეღებვა და ა.შ.) (დიდი საბჭოთა ენციკლოპედია).

გაზაფხულის მოსავლისა და ნაყოფიერების კულტები არა მხოლოდ კვერცხებთან მეზობლობდნენ, არამედ ასევე ფალოსურ სიმბოლოებთანაც. ისტორიკოსი ა. ოპარინი წერს:

ტეგრიანების (ძველი მონღოლები და თურქები) მეორე ყველაზე დიდ დღესასწაულად, გაზაფხულის დადგომა ითვლებოდა. ტრადიციის მიხედვით, რომლის ფესვებსაც ინდოეთში მივყავართ, ის 25 მარტს აღინიშნებოდა. ცნობილია, რომ ამ დღისთვის ტეგრიანები პასკებს აცხობდნენ. პასკა მამაკაცურ საწყისს განასახიერებდა. ინდოეთში და მრავალ სხვა ქვეყანაში მისი სიმბოლო იყო ფალოსი. ტეგრიანულ პასკას შესაბამისი ფორმა ეძლეოდა, წესის თანახმად გვერდებზე ორი შეღებილი კვერცხი უნდა დაედოთ. უკვე ამაში ჩანს კავშირი ინდური მიწათმოქმედების ფალოსურ კულტებთან, მაგრამ ასევე თვალნათელია ამ წეს-ჩვეულების კავშირი ქრისტიანული აღდგომის ტრადიციებთან.

მღვდელი ოლეგ მალენკო:

სააღდგომო პასკა არ იყო ცნობილი ძველი აღთქმის პასექისათვის. საპასექო კრავს ხმიადებთან (უფუარი პური) და მწარე ბალახებთან ერთად ჭამდნენ. სააღდგომო პასკის წარმოშობა უფრო წარმართულია, ვიდრე ქრისტიანული. პასკა, როგორც მაღალი პური კვერცხებით, წარმოადგენს ნაყოფიერების ღმერთი ფალოსის, იგივე რაც, მამაკაცის სასქესო, ცნობილ წარმარტულ სიმბოლოს.

ბოდიშს ვიხდი პიკანტური დეტალებისთვის, მაგრამ რას ჰგავს პასკა – ვერტიკალურად მდგარი პური ზემოდან თეთრი პომადურათი და ქვეშ კვერცხებით? როგორც ამბობენ, სჯობია ერთხელ ნახო, ვიდრე ასჯერ გასინჯო. ზოგგან ასეთი რამის ნახვაც შეიძლება:




შესაძლოა, აღდგომა – ეს ყველაზე ცუდი ხუმრობაა, რომელიც სატანამ ქრისტიანობას გაუკეთა.

შეიძლება ვთქვათ: კარგი არაუშავს, მაგრამ ეკლესიამ არა მხოლოდ ისესხა წარმართული ელემენტები, არამედ განწმინდა ის და ეხლა ისინი ქრისტეს განადიდებენ. რა თქმა უნდა, ეკლესიას არავინ უშლის რომ განწმინდოს ყველაფერი, რაც მას მოუნდება, მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: განწმენდს კი ამას ღმერთი? ბიბლიაში ჩვენ ვერ ვნახავთ შემთხვევებს, რომ სადმე ღმერთს განეწმინდოს და მოეწონებინოს ცრუ რელიგიების ატრიბუტები. უფრო მეტიც, როდესაც ხალხი თვითონ ცდილობდა ამის გაკეთებას, ისინი სასტიკ სასჯელს ექვემდებარებოდნენ. ყველაზე ცნობილი შემთხვევა სინაის მთასთან მოხდა, როდესაც ებრაელებმა «უფალს (იეჰოვას) დღესასწაული» გაუმართეს ეგვიპტური რელიგიის ელემენტის - ოქროს ხბოს - გამოყენებით. დღესასწაული ვიღაცას კი არ ეძღვნებოდა, არამედ ჭეშმარიტ ღმერთს, და ოქროს ხბო - რა არის მასში ცუდი? ხომ ლამაზია. ის უბრალოდ ვიღაცამ კი არ «განწმინდა», არამედ მოსეს ძმამ, რომელიც მოსეს არყოფნისას «უფროსად» იყო დატოვებული. თუმცა ებრაელთა მიმართ ღვთის რისხვა აენთო და ათასობით მათგანი სიცოცხლეს გამოემშვიდობა (გამოსვლა 32). ეს ისტორია უნდა გავიხსენოთ ყოველთვის, როდესაც რამის აღნიშვნა გვინდა და ტვინში გვიძვრება აზრი: «რა არის ამაში ცუდი?»

ბიბლია მოითხოვს ყოველგვარი სიცრუე მოვაშოროთ ჩვენს ცხოვრებას, მათ შორის რელიგიური, და არა <<განვწმინდოთ>> ისინი:

ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო სინათლესა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: "დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიფარებთ თქვენ. (2 კორინთელთა 6:14–17).

დღესასწაული – ეს არაა გართობის მიზეზი (გართობას მიზეზი არ სჭირდება), არამედ ესაა საშუალება რაიმე მნიშვნელოვანის გასახსენებლად. დღესასწაული – ეს სერიოზული რამეა. ღვთის მსახურები დღესასწაულებს არასოდეს უყურებდნენ ფუქსავატურად, არასოდეს აღნიშნავდნენ მათ იმისთვის რომ ჩათვლოდათ ან იმიტომ რომ «ასე იყო მიღებული». ხოლო რელიგიური დღესასწაული ორჯერ უფრო სერიოზულია, ვინაიდან ის ღვთის თაყვანისცემას უკავშირდება. აღდგომის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დღესასწაული, რომელსაც:

1) ქრისტეს აღდგომასთან კალენდარული კავშირი არ გააჩნია;
2) ახალ აღთქმაში არ მოიხსენიება როგორც ქრისტიანული დღესასწაული;
3) წარმოადგენს მოსეს რჯულის ნაწილს, რომელიც ქრისტეს მსხვერპლით გაუქმდა (და ამიტომ აუფასურებს ამ მსხვერპლს);
4) სავსეა წარმართული ატრიბუტიკით, რომელიც შემოქმედს შეურაცყოფს.

აღდგომის არ აღნიშვნით, ცოდვას არ ჩავიდენთ (მე-2 პუნქტის საფუძველზე), ხოლო აღნიშვნით, ჩვენ შეიძლება ღვთის უკმაყოფილება გამოვიწვიოთ (მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად). იქნებ სჯობია, თავი დავიზღვიოთ?

--------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

რელიგია დღესასწაულების წინააღმდეგ

კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას

ციტატები ჯვრის შესახებ

Комментариев нет:

Отправить комментарий