среда, 30 апреля 2014 г.

ახალი ქვეყნიერების თარგმანი: სპეციალისტების დადებითი გამოხმაურებები



   ნებისმიერი ადამიანს თვითონ შეუძლია თავისთვის გადაწყვიტოს, თუ ბიბლიის რომელ თარგმანს გამოიყენებს. დღეისათვის ასობით ასეთი თარგმანი არსებობს. ქართულ ენაზე, საპატრიარქოს თარგმანის გარდა, კიდევ რამოდენიმე თარგმანი არსებობს. 

  «
ახალი ქვეყნიერების თარგმანი» პრეტენზიას არ აცხადებს იდეალური თარგმანის წოდებაზე. სპეციალისტების მხრიდან მის მიმართ არსებობს, როგორც კრიტიკული, ასევე დადებითი გამოხმაურებები. რადგან, ალბათ, ბიბლიის დღეს არსებულ ნებისმიერ თარგმანს აქვს, როგორც თავისი ძლიერი მხარეები, ასევე სუსტი მხარეებიც. წიგნში «ასე ბევრი თარგმანი?» («So Many Versions?») საკაი კუბო და უოლტერ სპექტი აღნიშნავენ: «ბიბლიის არცერთი თარგმანი არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ. თარგმანები ბიბლეისტიკის განვითარებას უნდა მიჰყვებოდნენ კვალდაკვალ და უნდა ირეკლავდნენ ენაში წარმოქმნილ ცვლილებებს». 

пятница, 25 апреля 2014 г.

ყველაფერი ღვთის ნებაა?



რაც ქვეყნიერებაში ხდება ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება? თუ არის შემთხვევითი მოვლენების ადგილიც, ისეთების რომლის მოხდენაც ღმერთს არ უნებია? ამ საკითხს შუქს ჰფენს შემდეგი სიტყვები წმინდა წერილიდან:
«გავიხედე და დავინახე, რომ მზის ქვეშ ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები - ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ - სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს». (ეკლესიასტე 9:11)

გადარჩენა = გწამდეს იესო-ღმერთი?



 ტრინიტარებთან ურთიერთობის გამოცდილება მოწმობს ერთ სავსებით არაორდინალურ კანონზომიერებაზე: მრავალრიცხოვანი ბიბლიური მუხლების გამოყენებით, "მხარდამჭერი" და "საწინააღმდეგო", ხანგრძლივ დისკუსიას, როგორც წესი შემდეგი შედეგი მოაქვს: ნაწყენი და შეცოდების გამომხატველი ხმით ისმის ფრაზა (დაახლოებით ასეთი) «შენ თუ არ გწამს, რომ იესო — ღმერთია, მაშინ შენ არ გაქვს გადარჩენის შანსი». ზოგიერთი ტრინიტარი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ასეთი «უცილობელი» პირობა, თითქოსდა მათ წმინდა წერილიდან მოყავთ. მაგრამ ამ დროს მიჩნდება სურვილი რომ შევეკითხო, მართლა ღვთის სიტყვის ნაწილია მოცემული «გადარჩენის ფორმულა», თუ აქაც მორიგი შემთხვევაა როდესაც ადამიანური წარმოების პროდუქტთან გვაქვს საქმე?

  რამდენიც არ უნდა ვიკვლიოთ წმინდა წერილი, ჩვენ ვერ ვიპოვით ასეთ ფორმულას. ჩვენ ვერ შევხვდებით ფრაზებს «მაშინ გადარჩები, როდესაც იესოს მიიღებ როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს» ან «ვისაც სამება სწამს გადარჩება», ან ამათ მსგავს სხვა წინადადებებს. და თანაც ეს მაშინ, როდესაც ბიბლია სავსებით ბევრს და დაზუსტებით ლაპარაკობს იმ პირობებზე, რომლებიც აუცილებელია ადამიანის გადასარჩენად. ესენია შემოქმედის რწმენა, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მიღება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, კეთილი საქმეები, ადამიანის შინაგანი სულის განახლება... კი, ყოველივე ამის შესახებ, რა თქმა უნდა ვკითხულობთ წერილებში, მაგრამ ფორმულის მსგავსს «გწამდეს იესოსი როგორც ყოვლისშემძლე ღმერთისა და გადარჩები» ჩვენ ვერსად შევხვდებით. უცნაურია, ხომ? 


среда, 2 апреля 2014 г.

დაე ბიბლიამ თვითონ განმარტოს თავისი თავი


სასიხარულო ცნობის ნებისმიერი მქადაგებლისთვის ნაცნობია გულგრილი ფრაზა: "ბიბლიას ყველა თავისებურად განმარტავს". ძნელია ამას არ დაეთანხმო. გაიხსენეთ, რა ხშირად შეხვედრიხართ ასეთ რამეს, როდესაც ადამიანს მოჰყავს ორი - სამი ცალკეული მუხლი და ბოლომდე თავის აზრზე რჩება, რადგან გულწრფელად სწამს, რომ მათ სწორად განმარტავს. ასეთი ადამიანები იმ მეოცნებეებს გვაგონებენ, რომლებიც ღრუბლემში რაიმე სილუეტის დანახვას ცდილობენ, მაგრამ ამ დროს ყველას სხვადასხვა ფიგურა ეჩვენება. ჩვენ თვითონ ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ ჯერ მისი დაწერაც კი არ იყო დასრულებული, რომ მას  უკვე სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. რატომ ხდება ასე? ამის როგორც მინიმუმ ორი წინაპირობა არსებობს.