ბიბლიის ღრმა გამოკვლევა აუცილებელია!
გარეშე წყაროების მიმართ დამოკიდებულება
პირადი აზრის უფლება
არ გავავრცელოთ პირადი შეხედულებები სხვებს შორის!
ბიბლია, პირველი ქრისტიანები და განსხვავებული აზრისადმი დამოკიდებულება
გონივრულად რომ ვიმსჯელოთ…
პრეტენზიები მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით?
«უფალო, მომეცი მე მოთმინება! ეხლავე! ამ წუთას!»
დასკვნა
იეჰოვას მოწმეების მისამართით გამოთქმულ ერთერთ ბრალდებას, რომელსაც მათი მოწინააღმდეგეები ავრცელებენ, წარმოადგენს საყვედური იმის შესახებ, რომ თითქოს ამ ქრისტიანებისთვის არ შეიძლება, რელიგიურ საკითხებში პირადი აზრის ქონა. ასეთ პრეტენზიებს თუ დავუჯერებთ, მოწმეებს უფლება არ აქვთ, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ და რაიმე სახის პირადი დასკვნები გააკეთონ ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ მათი ორგანიზაციის პუბლიკაციებში მოცემული მოსაზრება განსხვავდება მათი მოსაზრებისაგან. მოწინააღმდეგეები მონდომებით ცდილობენ ხალხს ჩააგონონ, რომ მსგავს შემთხვევაში, როდესაც ქრისტიანი რაიმე სახის პირად დასკვნას აკეთებს, მას აუცილებლად გარიცხავენ კრებიდან «განდგომილების გამო», და რომ თავისთავად რაიმე სახის ეჭვის ფაქტი, უკვე წარმოადგენს ასეთი «განდგომილების» მაგალითს. ხოლო, თუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ, ასეთი მოწინააღმდეგეების აზრით, იეჰოვას მოწმეები ტოტალიტარულ ორგანიზაციად უნდა ჩაითვალოს, რომელიც მასში მყოფი ადამიანების თავისუფლებას და სინდისს ახშობს.
აქედან გამომდინარე ჩვენ, უდავოდ, უნდა დაგვაინტერესოს, შეესაბამება თუ არა ასეთი ბრალდებები რეალურ ვითარებას? მართლა ეკრძალებათ თუ არა ქრისტიანებს ბიბლიის ღრმა კვლევა, გონიერი მონის დასკვნების იმასთან შედარება, რაც წმინდა წერილში წერია, და გარკვეულ ცალკეულ საკითხებში საკუთარი დასკვნების გაკეთებაც კი? ამ სტატიის მიზანი, იმ მკითხველისთვის პასუხების შეთავაზებაა, რომელიც წამოჭრილ საკითხებზე ეძებს პასუხებს.