იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა… სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა; ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი (1 კორინთელები 9:20, 22)
ხშირად მწერენ, რომ იეჰოვას მოწმეები, ისე არ ქადაგებენ, როგორც მოციქულები ქადაგებდნენო. მოციქულები ქრისტეს ქადაგებდნენ, იეჰოვას მოწმეები კი რაღაც სხვას ქადაგებენო. ამ დასკვნების ავტორებს სრულიად რჩებათ მხედველობიდან, რომ ახალი აღთქმა ძირითადად იმ ხალხისათვის ქადაგებას აღწერს, რომლებიც უკვე თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, კარგად იცოდნენ წმინდა წერილი და მესიას ელოდებოდნენ. მაგრამ დღეს ასეთი ხალხი დედამიწის მოსახლეობის უმნიშვნელო პროცენტს წარმოადგენენ.