среда, 19 ноября 2014 г.

იესო, ფარისევლები და ფსალმუნის 110:1



სანამ ფარისევლები ერთად იყვნენ, იესომ ჰკითხა: «რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა?» «დავითის»,— უპასუხეს მათ. მან უთხრა: «მაშ, როგორღა უწოდებს მას შთაგონებით დავითი უფალს, როცა ამბობს: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: „იჯექი ჩემს მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“? თუ დავითი მას "უფალს" უწოდებს, მისი ძე როგორღაა?» პასუხად სიტყვის თქმაც კი ვერავინ შეძლო. იმ დღიდან კითხვის დასმას ვეღარავინ უბედავდა. - მათე 22:41-45
ეს საუბარი 11 ნისანს შედგა - ჩვენი მხსნელის სიკვდილამდე სულ რამოდენიმე დღით ადრე. ფსალმუნის 110:1-ზე მსჯელობით, იესომ ფარისეველებს მისთვის უაზრო შეკითხვებით თავის მობეზრების სურვილი გაუქარვა, ისევე როგორც მანამდე სადუკეველები და ჰეროდეს მომხრეები გააჩუმა (მათე 22:15-34). ალბათ, მან ამით უძვირფასესი საათები გამოითავისუფლა მოსალოდნელ მისიაზე დასაფიქრებლად და თავისი მოწაფეების რწმენაში განსამტკიცებლად.

понедельник, 17 ноября 2014 г.

იესო ქრისტე, რომაელი იმპერატორები და ტიტული Kyrios

ტიტული kyrios-ის აბსოლუტური ფორმის* წარმოშობასთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით ხშირად იესო ქრისტეს მიმართ მოციქული პავლეს წერილებში გამოიყენება, ტრინიტართა შორის რამოდენიმე ერთმანეთს შორის კონკურირებადი მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი სკოლა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ქრისტიანები იესოს წოდება kyrios-ით, რომაელი იმპერატორის თაყვანისცემის კულტთან დაპირისპირების მიზნით მიმართავდნენ, რომელსაც ამავე ტიტულით განადიდებდნენ თითქოსდა რელიგიური აზრით, როგორც ღვთაებას. აქედან ასეთ დასკვნას აკეთებენ, რომ როდესაც იესოს "უფალს" უწოდებდნენ, ამით მას ღმერთს, მამას უტოლებდნენ.

გამორიცხული არაა, რომ ქრისტიანების აზროვნებაში ქრისტეს ძალაუფლება იმპერატორების ძალაუფლებას უპირისპირდებოდა. მაგრამ რომის იმპერიის ისტორია არ იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ თავად იმპერატორებისათვის და მათი დაახლოებული პირებისათვის პირველ საუკუნეში ტიტული რელიგიურ ხასიათს ატარებდა. ჩვენ დავინახავთ, თუ იესოს თანამედროვე იმპერატორები რატომ ამბობდნენ უარს იმაზე, რომ მათთვის ამ ტიტულით მიემართათ. ასევე დავინახავთ, რომ იუდეველთა უმეტესობა კერპთაყვანისმცემლობად არ მიიჩნევდა იმპერატორის ასეთი ტიტულით განდიდებას. მოგვიანებით, როდესაც კეისრებმა საბოლოოდ მიიღეს ეს ტიტული, ქრისტიანებს სავსებით საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდათ იმისათვის, რომ უარი ეთქვათ მათი ტიტული kyrios-ით მოხსენიებაზე პატრიოტული ცერემონიების დროს, რადგან მათ უკვე ჰყავდათ ერთი kyrios-ი, იესო ქრისტე.

вторник, 4 ноября 2014 г.

რელიგია პასუხების გარეშე - აზრს მოკლებული რელიგიაა



ამ დღეებში გაკვირვებულმა წავიკითხე, რომ მართლმადიდებლობაში პასუხი არ აქვთ კითხვაზე, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას. პროტიერეი ვ. ჩაპლინმა ამ თემაზე გრძელი და ვრცელი სტატია დაწერა, მაგრამ სულ ბოლოს ის წერს:

იმ კითხვაზე პასუხი, რომელსაც დღეს თქვენს წინაშე ვაყენებ, მე, რაღა თქმა უნდა, არ მაქვს – ისევე როგორც, ის არ აქვს ადამიანების უმრავლესობას, ეკლესიის შიგნით თუ გარეთ.