пятница, 28 февраля 2014 г.

თქვენ ქრისტიანი ხართ, თუ ........



თქვენ – ჭეშმარიტი ქრიატიანი ხართ, თუ:
  • არასოდეს წაგიკითხავთ ბიბლია;
  • ბიბლია კი წაიკითხეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგეთ;
  • გაიგეთ, მაგრამ შესრულება არ შეგიძლიათ;
  • შესრულება შეგიძლიათ, მაგრამ არ გინდათ;
  • კიდეც გინდათ და კიდეც შეგიძლიათ, მაგრამ საამისოდ დრო არ გაქვთ.

ხოლო თუ თქვენ წაიკითხეთ, გაიგეთ, გინდათ და შეგიძლიათ შესრულება და საამისოდ დროც გაქვთ, მაშინ თქვენ ქრისტიანი კი არა, ფანატიკოსი და სექტანტი ხართ. (სადაც თქვენ ცხოვრობთ თუ სხვაგვარად ფიქრობენ, ესე იგი მარსიდან ხართ.)

პასექი (აღდგომა)



პასექი (პესახ) – მნიშვნელოვანი ებრაული დღესასწაული, რომელიც თვითონ ღმერთმა დაუდგინა მათ (გამოსვლა 12:1–14). ებრაულიდან რომ ვთარგმნოთ ეს სიტყვა ნიშნავს «გვერდის ავლას: პასექის პირველი აღნიშვნის დღეს ანგელოზმა გვერდი აუარა იმ სახლებს, რომლის კარის წირთხლებზეც კრავის სისხლი იყო წაცხებული და მათი პირმშოები დაინდო. ებრაული დღესასწაულები მოსეს კანონის ნაწილი იყო, რომელიც ქრისტემ გააუქმა (რომაელთა 10:4). ეს უნდა გვიხაროდეს, მოსეს კანონი ხომ ადამიანს ასამართლებდა როგორც გამოუსწორებელ ცოდვილს, რომელსაც არ ძალუძს ღვთის წინაშე გამართლება (რომაელთა 3:19, 20). რისთვის უნდა დავუბრუნდეთ ამ კანონს?

ალილუია!



სინაის კოდექსი (მე-4 ს.).

მრავალს უდავო ფაქტად მიაჩნია ის, რომ ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი არ არის. მაგრამ ეს ფაქტიურად არასწორია. თითქმის ნებისმიერ თანამედროვე თარგმანში, მათ შორის საპატრიარქოს თარგმანში, ღმერთის სახელი როგორც მინიმუმ ოთხჯერ გვხვდება. ესაა გამოცხადების ოთხ მუხლში მე-19 თავის 1,3,4,6 მუხლებში. ჩვენ იქ ვპოულობთ ებრაულ სიტყვას «ალილუია», რომელიც ახალი აღთქმის ავტორმა, გადაწყვიტა არ გადაეთარგმნა ბერძნულად. სიტყვა-სიტყვით ის ნიშნავს «ადიდეთ იახ (ან იაჰ)» – ღვთის სახელის, იეჰოვა, შემოკლებული ფორმა. ეს ოთხი მუხლი უკვე არ იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი არ არის.

четверг, 27 февраля 2014 г.

ქრისტიანობა მოქმედებაში



სტატიის «ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში» შემდეგ, მრავალმა მომწერა ფოსტაზე დაახლოებით ასეთი ფრაზა: ჭეშმარიტება – ქრისტეშია და არა ორგანიზაციებში. მე, რა თქმა უნდა, მესმის, ვინ არიან ისინი ვინც ამას მწერენ. ისინი ამ ფრაზას ისე იმეორებენ როგორც მანტრას, როგორც შელოცვას.

მინდა ერთი ისტორია მოვყვე. ჩემი ცოლის ერთი ნათესავი ქალბატონი მთელი ცხოვრების განმავლობაში, დარწმუნებული იყო იმაში, რომ იეჰოვას მოწმეები - ცრუ-ს აგენტები არიან. როდესაც მისი ვაჟი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ეს ქალბატონი ძალიან განიცდიდა იმას, რომ ის ვერ პოულობდა იქ ვერავის, ვისთანაც იძმაკაცებდა, და არა მარტო ძმაკაცებს ვერ პოულობდა არამედ მეგობრებსაც კი. ის მარტოობით იტანჯებოდა, მიუხედავად იმისა რომ წარმატებულ კომპანიაში მუშაობდა. და ამ ქალბატონზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც გაიგო, რომ როდესაც ჩვენ გადავედით სხვა ქალაქში, სადაც მანამდე სულ ერთი დღით ვიყავი ჩასული, დაახლოებით 20 უცნობი ადამიანი მოვიდა, ღამის 12 საათზე მოსახმარებლად, რომ მანქანა დაგვეცალა. რამოდენიმე დღის შემდეგ 15 ადამიანი მოვიდა რემონტის კეთებაში მოსახმარებლად. ზუსტად ერთერთმა მათგანმა გვიქირავა ეს ბინა, თანაც მე მას ფული ყოველგვარი კითხვის გარეშე დავუტოვე – ისე რომ მას პრაქტიკულად არ ვიცნობდი. ამ ქალბატონმა გვითხრა, რომ ასეთი რამ არასოდეს გაეგო. ამან უფრო დიდი გავლენა იქონია ამ ქალბატონზე, ვიდრე ჩემი ცოლის მხრიდან მასთან რელიგიაზე საუბრებმა საერთოდ. ჩემი სიდედრიც სიამაყით უყვება თავის ნაცნობებს ამ ყველაფერს, თუმცა არც ის იზიარებს იეჰოვას მოწმეების შეხედულებებს. მრავალს დღემდე უკვირს, საიდან გვყავს ამდენი მეგობარი ქალაქში, რომელშიც მანამდე არასოდეს ვყოფილვართ. ზუსტად ასევე იქნება დედამიწის სხვა ნებისმიერ ქალაქში, სადაც იეჰოვას მოწმეები არიან.

ტრინიტარული ბიბლეისტიკა მაგალითებით

სამების მტკიცებულების ერთერთი პოპულარული მეთოდი არის ასეთი: იღებენ რომელიმე ეპითეტს ან სიტუაციას, რომელიც ღმერთთანაა დაკავშირებული, ხოლო შემდეგ ბიბლიის სხვა ადგილას პოულობენ იგივე ეპითეტს ან სიტუაციას, სადაც უკვე ქრისტეა ნახსენები. ამის შემდეგ მათ შორის თანასწორობას ავტომატურად ესმება ხაზი. ვნახოთ, რა გამოგვივა, ამ მეთოდს თუ სხვა ხალხის მიმართებაში გამოვიყენებთ.

გამოსვლის 7:1-ში მოსეს ეწოდება «ღმერთი». შესაბამისად, ისიც ღმერთია, ისევე როგორც იეჰოვა, მისი თანასწორი და ერთარსი.

მათეს 23:9-ში იესო პირდაპირ ამბობს: «არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი», ახალ აღთქმაში კი აბრაამს რამოდენიმეჯერ ეწოდება «მამაჩვენი» (იაკობი 2:21; რომაელები 4:16; გალატელთა 3:7). ვინაიდან ჩვენ ერთი მამა გვყავს და ესაა ღმერთი, ხოლო აბრაამი – მამაჩვენია, ესე იგი, აბრაამი – ღმერთია.

среда, 26 февраля 2014 г.

10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვიბან

მრავალ ადამიანს არ უნდა ბიბლიის შესწავლა (და შესწავლილის დაცვა). აი როგორ გაიჟღერებდა ამის გავრცელებული მიზეზები, საქმე რომ  დაბანას ეხებოდეს:

1) დრო არ მაქვს დასაბანად.

2) აუცილებელი არაა დაბანა, მთავარია კარგი ადამიანი იყო.

3) ჯერ არ გადამიწყვეტია, რომელი საპონი სჯობია.

4) მე მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ვბანაობ და ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია.

5) ჩემი ნაცნობებიდან არავინ ბანაობს და ამიტომ არ მინდა მათგან განვსხვავდებოდე.

6) მაშინ დავიწყებ დაბანას, ბებერი და ჭუჭყიანი რომ გავხდები.

7) მაშინ უნდა დამებანა სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ეხლა უკვე გვიანაა.

8) ისინი, ვინც ბანაობენ, – თვალთმაქცები არიან, იმათ თავი სხვებზე უკეთესი ჰგონიათ.

9) არ მინდა, რომ ჩემს ხარჯზე საპნის მწარმოებლები მდიდრდებოდნენ.

10) ზამთარში წყალი ძალიან ცივია, ზაფხულში კი – ძალიან თბილი.

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

დასახელებებზე

შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე  დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქრისტიანულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ «ქრისტიანობის» პარალელურად სხვა სახელი აიღოს, მაშინ ის უნდა იყოს ბიბლიური, ღვთის ხალხის კულტურიდან და ისტორიიდან შთაგონებული. ასეთი სახით ჯგუფი ხაზს გაუსმევს, რომ პატივს სცემს და უყვარს ღვთის სიტყვა. ვინაიდან დასახელება – ესაა აბრა, სახე, რომლის მიხედვითაც გვხვდებიან.  არაბიბლიურმა დასახელებამ შეიძლება შექმნას იმის შთაბეჭდილება,რომ მისი მატარებლები ბიბლიას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. გთავაზობთ რამოდენიმე ქრისტიანული კონფესიის სახელის განხილვას, მათი ბიბლიური წარმომავლობის თვალსაზრისით.

ცუდი და კარგი რელიგიების შესახებ




მოდი მცირე ექსპერიმენტი ჩავატაროთ. რას უწოდებდით რელიგიას, რომლის წევრებიც რელიგიური მოტივებით წელიწადში 5000 მკვლელობას ჩადიან, გაეროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად (თან ეს ომებისა და ტერორიზმის გამოკლებით)?

რას უწოდებდით რელიგიას, რომლის წევრებიც სჩადიან გაუპატიურებათა 100%-ს ცალკე აღებულ სახელმწიფოში (მაგალითად ნორვეგიაში), თანაც მათ გარდა ამას სხვა არავინ სჩადის?

რას უწოდებდით რელიგიას, რომელშიც უმაღლესი, ოფიციალური და პატივცემული ლიდერები სხვა ადამიანების მკვლელობას ოფიციალურად იწონებენ, თანაც არა უბრალოდ ვიღაცის, არამედ საქვეყნოდ ცნობილი მწერლის?

ალბათ, საშინელ სექტას ან იქნებ პატივცემულ ტრადიციულ რელიგიას?

ერთი ასეთი რელიგია, რომელიც ყველა იმ ზემოთმოყვანილს სჩადის(ბმული1ბმული2ბმული3) ჩვენს ქვეყანაში პატივცემულ ტრადიციულ რელიგიად ითვლება. ზოგიერთი სხვა რელიგია, რომლებზეც მსგავსი არაფერია ცნობილი, საშინელ სექტებად ითვლებიან, რომელთაც მართლმადიდებლური ეკლესია გამალებით ებრძვის.

მაშ ასე, ჩვენ იმის მათემატიკური მტკიცებულება მივიღეთ, რომ საქართველოში არსებული რელიგიების, კარგებად და ცუდებად დაყოფა, დაფუძნებულია არა რეალურ ფაქტებთან ან საფრთხეებთან, არამედ მხოლოდ ერთი კონფესიის იდეოლოგიურ ინტერესებთან.

სამწყსო მწყემსთა წინააღმდეგ



ამერიკელ კათოლიკეთა 86%-ს ეჭვი ეპარება თავისი ეკლესიის სწავლებების სისწორეში. 88% თვლის, რომ «უბრალოდ კარგ ადამიანად» ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რომ მიეკუთვნებოდე კათოლიკურ ეკლესიას. კათოლიკეთა უმრავლესობა არ ეთანხმება, მათი აზრით, ეკლესიის გადამეტებულად მკაცრ პოზიციას ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით, ისეთებთან როგორებიცაა ქორწინებამდელი სექსი და ერთსქესიანი ქორწინებები.

ცუდი ლუთერი-კარგი ლუთერი



კათოლიკე ეპისკოპოსმა გერხარდ ლუდვიგ მიულერმა განაცხადა, რომ ბოლო 80 წლის განმავლობაში კათოლიკურ ეკლესიაში მარტინ ლუთერზე დადებითი შეხედულება ჩამოყალიბდა. მაგალითად, ის აღნიშნავს, «პაპა ბენედიქტ XVI-მ, გერმანიაში თავისი ვიზიტის დროს,  პატივი მიაგო ლუთერის ღვთისმეტყველების ქრისტოცენტრულ განზომილებას, რაც უდავოდ ლუთერის რეაბილიტაციას წარმოადგენს». და ეხლა მიულერი მოუწოდებს პროტესტანტებს, რეაბილიტაცია გაუკეთონ ლუთერანობის ფუძემდებლის ოპონენტებს.

მოხერხებული კითხვა, უხერხული პასუხი

ცნობილ მომღერალს ფილ კოლინზს აქვს სიმღერა სახელწოდებით Tell Me Why (მითხარი, რატომ?), მასში ასეთი სიტყვებია:

თუ ღმერთი არსებობს, გვხედავს ის ჩვენ?
შეუძლია მას ჩვენთვის იმედის სხივის მოცემა?
ქვეყნიერებაში იმდენი ტკივილია, იმდენი ტანჯვა.
მითხარით, რომ გვხედავს,
როცა მე და შენ გვიყურებს?
რას იტყვის ის ყოველივე ამაზე?
არა, ჩვენი ალბათ არავის არ ესმის.

ტექსტის ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

საკვირველია, თუ რამდენად სწორ კითხვებს სვავენ ხანდახან ადამიანები, მაგრამ კატეგორიულ უარს ამბობენ, რომ მათზე პასუხი ბიბლიიდან მიიღონ. თქვენ გგონიათ მათ არ იციან ისინი, განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც ბიბლია ყველა სახლშია, პატივს სცემენ და ღვთის სიტყვად მიაჩნია მოსახლეობის უმეტესობას. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ უარს ვამბობთ მისგან პასუხების მიღებაზე, იმიტომ რომ ისინი ჩვენ არ გვაწყობს, მოუხერხებელია ან რაიმეს გვავალდებულებს. ჩვენ ყველა შორიახლოს დავდივართ, პასუხებს ვეძებთ ყველგან, მხოლოდ არა ბიბლიაში. ჩვენ არ გვაწყობს პასუხების ან ფორმულირება, ან მათი მოწოდების ფორმა, ან მოწოდების მეთოდი. შეიძლება, ჩვენ გვინდა, რომ ღმერთმა რაიმე სასწაული დაგვანახოს ან პასუხები ცაზე დაწეროს. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ ღმერთმა უკვე მოახდინა უდიდესი სასწაული – გააკეთა რა ისე, რომ მისი სიტყვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ნებისმიერი სხვა წიგნებისაგან განსხვავებით. ან იქნებ, ჩვენ მას ძლიერ შევეჩვიეთ და ვეღარ აღვიქვავთ სერიოზულად? ან იქნებ მისი პასუხები ძალიან უბრალოდ გვეჩვენება, ჩვენ კი მაღალფარდოვნად ჩახლართული აზრების მოსმენა გვინდა? როგორიც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ის ჩვენშია და არა ღმერთში. პასუხების არმიღების სურვილი – ეს მხოლოდ ჩვენში არსებული პრობლემაა.

вторник, 25 февраля 2014 г.

ურწმუნოების პლანეტა



რაც უფრო ბევრს ვფიქრობ მიზეზებზე, რომლებიც ადამიანებს ღმერთთან მისვლაში უშლიან ხელს, მით უფრო კარგად მესმის, რომ ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს – ურწმუნოება. ადამიანმა რომ სრულად, მთელი თავისი გულით იწამოს ის, რის შესახებაც ბიბლიის ფურცლებზე ვკითხულობთ, რომ იწამოს ყოვლისშემძლე და კეთილი ღმერთის, რომელსაც შეუძლია და უნდა მისი დახმარება, მაშინ მისი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვლებოდა. მთელი მისი ფასეულობებისა და პრიორიტეტების სისტემა, მთელი მისი ცხოვრების წყობილება, ქვეყნიერებასთან, ადამიანებთან, პრობლემებთან, საკუთარ თავთან დამოკიდებულება – ყველაფერი ძირეულად შეირყეოდა, გადალაგდებოდა და სულ სხვა წყობის მიხედვით დალაგდებოდა. ის უკვე ვეღარასოდეს იტყვის, რომ მას ღმერთისთვის «დრო არ აქვს», იმიტომ რომ მიხვდება: ყველაფერი, რითაც აქამდე იყო დაკავებული, მარადიულობის გვერდით – არაფერია, და მხოლოდ ეხლა დაიწყო მან ნამდვილი ცხოვრება. მას არ დააინტერესებს გარშემომყოფთა აზრი, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი იქნება მხოლოდ ერთი პიროვნების აზრი – ღმერთისა. მას უკვე ვერ შეაშინებ სიტყვით «სექტა», იმიტომ რომ ის გულგრილია ვიღაცის მოგონილი იარლიყების მიმართ. იესო ტყუილად როდი ამბობს, რომ რწმენას მთების დაძვრა შეუძლია (მათე 17:20). ზუსტადაც რწმენას, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მისი შედეგებია.

რა შეუძლია ღმერთს

არსებობს საბჭოთა ათეისტური პროპაგანდის კლასიკური გამოცანა: შეუძლია თუ არა ღმერთს ისეთი ქვის შექმნა რომელსაც თვითონ ვერ აწევს? პასუხი უფრო იოლია ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს. ბიბლიაში არაა ნათქვამი, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ბიბლია ღიად აღიარებს, რომ ღმერთს რაღაცეები არ შეუძლია. მაგალითად, მას არ შეუძლია რომ იცრუოს (ებრაელთა 6:18). თავისთავად ცხადია, რომ ღმერთს არ შეუძლია მოკვდეს ან სხვაგვარად გაქრეს. მას ალბათ არ შეუძლია სხვა ღმერთის შექმნა, რომელიც ყველაფრით მისი მზგავსი იქნება. ყოვლისშემძლეობის გაგება აბსოლუტური აზრით კი არ უნდა გავიგოთ, არამედ პრაქტიკული აზრით: ღმერთს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც საჭიროა. აქ გადამწყვეტი სიტყვაა – საჭიროა. ის, რისი გაკეთებაც არაა საჭირო, – მაგალითად, საკუთარ თავთან შეჯიბრება კრიტიკოსების გართობის მიზნით, – ღმერთს ან არ უნდა, ან არ შეუძლია, და ამაში არაფერია გასაკვირი.

ჩინური წიგნიერება

საინტერესოა, რომ ზოგიერთი ჩინური იეროგლიფი პირდაპირ ირეკლავს ბიბლიურ სწავლებებსა და სიუჟეტებს. აი რამოდენიმე მაგალითი.

გემი ჩინურად სიტყვასიტყვით ნიშნავს «ნავი რვა პირით (ადამიანით)»:




ახალი ნაჭერი




ერთ-ერთ ფორუმზე, სადაც გარკვეული ბიბლიური სწავლების სიმართლეს არკვევდნენ, ერთერთმა ფორუმელმა გააკეთა მსგავსი კომენტარი: "ხალხო, რაღა დროს ძველი აღთქმაა? შეეშვით რა. საუკეთესო რამ რაც ღმერთის ნებით დაიწერა ესაა ახალი აღთქმა".

ძალიან საზიანოა «ახალი აღთქმის»  «ძველი აღთქმისაგან» ჩამოჭრა და მისი ცალკე შესწავლა. ერთის მხრივ, ასეთი გამოცემების ავტორებს შეიძლება გაუგო: ბიბლია ისედაც დიდია, ებრაელი ერის ისტორია ძალიან ირიბად ეხება ქრისტიანობას, მოსეს კანონმა კი სულ მთლად დაკარგა ძალა. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ იესოს სწავლებას ისეთი რელიგიური და ისტორიული კონტექსტიდან ვჭრით, რომელშიც ის ჟღერდა და რომლის გარეშეც ის ვერ იქნებოდა გაგებული.

პირველი ქრისტიანები არ იყვნენ აბორიგენები, რომელთა ცოდნაც ღვთის და მისი ჩანაფიქრის შესახებ ნულს უტოლდებოდა, ასე რომ მათთვის საჭირო არ იყო სწავლის სუფთა ფურცლიდან დაწყება. იშვიათი გამონაკლისების გარდა იესო მუდამ იმაზე ლაპარაკობდა, რაც მსმენელისთვის უკვე ცნობილი იყო. ერთი ღმერთი, სიცოცხლე და სიკვდილი, ცოდვა და მსხვერპლი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, ყველა ერის აბრაამში კურთხევა, დავითის სახლიდან დიდებული მეფის მოსვლა – ეს ყველაფერი ის ანბანი იყო, რომელიც ნებისმიერმა ებრაელმა იცოდა ჩვილობიდან. ზუსტად ამიტომ არ ხსნის ახალი აღთქმა მრავალ  საკვანძო გაგებას – ისინი უბრალოდ ისე მოიხსენიება როგორც უკვე ცხადი რამ, იმიტომ რომ იესოს ებრაული აუდიტორია მათ უკვე კარგად იცნობს. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით თანამედროვე მკითხველზე, რომელსაც ახალ აღთქმას აძლევენ ან უფრო ხშირად მხოლოდ სახარებებს.

ტეტრაგრამატონი ახალ აღთქმაში

არსებობს იმის ლიგვისტური განსაზღვრების ერთი ძალიან იოლი მეთოდი, თუ სად დგას ქრისტიანული წერილების ორიგინალურ ტექსტებში ტეტრაგრამატონი, ღმერთის სახელი ებრაულად. ეს მეთოდი იეჰოვას მოწმეებს არ აღმოუჩენიათ, ის აღმოაჩინა მე-19 საუკუნის ბრიტანელმა ბიბლიის მთარგმნელმა ჯონ დარბიმ, რომლის თარგმანიც დღემდე ძალიან ხარისხიანად მიიჩნევა. მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ ზოგიერთ ადგილას ბერძნული სიტყვა «კირიოს» (ბატონი, უფალი) არტიკლის გარეშეა. ასეთი რამ, ბერძნული ენის თვალსაზრისით, არასწორია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ შეცდომაა, მაგრამ რა ვუყოთ იმას: რომ ეს «შეცდომა» დგას ყველა იმ ადგილას, სადაც კონტექსტით ჩანს, რომ ნაგულისხმებია მამა, და არა ძე. სულ დარბიმ 184 ასეთი ადგილი დათვალა.

პავლე აპოლოსის წინააღმდეგ



აი თვალნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ღრმად არიან ჩაფლული ქრისტიანული ეკლესიები ამ ქვეყნიურ საქმეებში. მოსკოვის სემინარიის დეკანმა, პროდიაკონმა ანდრეი კურაევმა განმარტა, რატომ არ ცნობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას:

დღეს ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიძლება ასიმეტრიული პასუხი გასცეს ჩვენს ასეთ მოქმედებას, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიებთან მიმართებაში, მაგალითად უკრაინის მიმართებაში.

პროფესორი ისრაელიდან ახალი ქვეყნიერების თარგმანზე

რამოდენიმე წლის წინ ჩემს სტატიებში, რომლებიც სუფთა ფილოსოფიურ საკითხებს ეხებოდნენ, მე ახალი ქვეყნიერების თარგმანის ციტირებას ვახდენდი, ბიბლიის სხვა რამოდენიმე თარგმანის პარალელურად. შედარებითი გამოკლვლევების პარალელურად ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ თარგმანმა: მისი ავტორები ებრაული ენის ღრმა
სრუქტურულ  გაგებას პოულობენ და ხშირად ცდილობენ რომ რაც შეიძლება ზუსტად გადმოსცენ ის თარგმანის ენაზე. ნებისმიერი თარგმანი წარმოადგენს კომპრომისს, რის გამოც ცალკეული ნიუანსები მუდამ ღიაა კრიტიკისათვის, და მათ შორის ახალი ქვეყნიერების თარგმანიც არ არის გამონაკლისი. თუმცა ბიბლიის ებრაულ ნაწილში მე ვერ ვიპოვე ვერც ერთი აშკარა შეცდომა, რომლის ახსნაც შეიძლებოდა რომელიმე დოგმისადმი მიკერძოებით. მე არა ერთხელ შემითავაზებია «საგუშაგო კოშკის» ბიბლიის მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც ჩემი შეხედულებების ახსნას მთხოვდნენ, დაესახელებინათ რამოდენიმე მაგალითი, და მე მზად ვიყავი გამეკეთებინა მათთვის ხელახალი ანალიზი. ისინი ან არ აკეთებდნენ ამას, ანდა მათდამი შემოთავაზებული მუხლები (მაგალითად: დაბადება 4:13; 6:3; 10:9; 15:5; 18:20) აბსოლუტურად არ ამტკიცებდა რაიმე სახის ტენდენციურ თარგმანს.

ბენიამინ კიდარი (Benjamin Z. Kedar), ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი (იერუსალიმი). მოყვანილია წიგნიდან «The Role of Theology and Bias in Bible Translation», R. Furuli, Elihu Books, 1999, გვ. 297.

იესო რომ ჩამოეხრჩოთ



წყარო: http://chivchalov.blogspot.com

რელიგია დღესასწაულების წინააღმდეგ



რელიგიური ორგანიზაცია N თავის მიმდევრებს უკრძალავს დღესასწაული M აღნიშვნას. საწყალი ამ ორგანიზაციის მიმდევრები და მათი უბედური შვილები მოკლებული არიან ამ მშვენიერი დღესასწაულის სიხარულს. რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაცია უნდა გავკიცხოთ. ეს ორგანიზაციაა – მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ეს დღესასწაული – ჰელოვინი. მართლმადიდებელი ეკლესია გმობს მის აღნიშვნას. არა და ის ხომ მშვენიერი მხიარული დღესასწაულია, რომელიც ძალიან უყვართ და მოუთმენლად ელიან მრავალი ქვეყნის მრავალ ბავშვს. რომლის დროსაც შესაძლებელია ჩაიცვა მხიარული კოსტუმი, იარო ქუჩებში და უცნობებისგან საჩუქრები მიიღო. თითქოსდა, ვის ახსოვს მისი წარმოშობა და სათავე, ვის აინტერსებს? მაგრამ არა: სახიფათოა სულიერი საფუძვლებისთვის, ამბობს ეკლესია.

მწყემსი ინფორმაციულ ომში




ინფორმაციაზე თავისუფალი და სწრაფი წვდომა და ამ პროცესის კულმინაცია – ინტერნეტი – ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერების, ეკონომიკის, განათლების, სამოქალაქო თავისუფლეების და ცხოვრების მრავალი სხვა სფეროების პროგრესისთვის. მაგრამ ყოველივე ამას თუ შევხედავთ სულის გადარჩენის თვალსაზრისით, მაშინ სირთულეები წარმოიშვება.

რას აკეთებს პირველ რიგში ადამიანი, რომელიც მისთვის რომელიმე ახალ რელიგიას, კონფესიას ან სწავლებას გაეცნობა? შედის ინტერნეტში – და იღებს ნეგატივის ნარჩევ დოზას. ინტერნეტში ნებისმიერ რელიგიაზე ნეგატივის პოვნა სულ იოლია (აი მაგალითად, მართლმადიდებლობაზე), და მითუმეტეს თუ ეს რელიგია არ წარმოადგენს ძალიან გავრცელებულს. რა ხდება ამის შემდეგ? ადამიანს თავდაპირველად, მისთვის საინტერესო იდეებთან გაცნობის შემდეგ, თუ გააჩნდა რაიმე ენთუზიაზმი და სულიერი აღმაფრენა, ამ ცივი ინტერნეტ-დუშის შემდეგ მისი კვალიც არ რჩება. იგივე შეიძლება დაემართოს სტაჟიან ქრისტიანსაც. ქრისტიანობაში შეიძლება მიხვიდე – და დარჩე მასში – მხოლოდ ენთუზიაზმის გამო, რომელიც გამოწვეულია მიღებული ცოდნის გამო გულწრფელი და ნამდვილი აღფრთობანებით. ინტერნეტი, მისი თვალთახედვის კუთხეების სიმრავლით მთლიანად ანადგურებს ამ ენთუზიაზმს, და თავის შემდეგ ტოვებს მხოლოდ შიშველ ცინიზმსა და სკეპსისს. და მორჩა, ადამიანი დაკარგულია და დაიღუპა. ინფორმაცია – საშინელი იარაღია, ხშირად არანაკლებ ეფექტური, ვიდრე ატომური ბომბი. კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, მე არ ვლაპარაკობ იეჰოვას მოწმეებზე, არამედ ნებისმიერ რელიგიაზე პრინციპში, მათ შორის მართლმადიდებლობაზეც. ეს ქრისტიანიზაციისთვის სერიოზული პრობლემაა, ქრისტიანული მისიისთვის.

понедельник, 24 февраля 2014 г.

სტერეოტიპები და ფაქტები იეჰოვას მოწმეების შესახებ




ბიზნესმენი და ჟურნალისტი რიჩარდ ლეიბი (Richard Leib) გვიზიარებს როჩესტერში (აშშ) იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის შთაბეჭდილებებს, სადაც ერთხელ იგი ვერ პოულობდა თავისუფალ ნომერს სასტუმროში, ქალაქში მიმდინარე კონგრესის გამო. ის დააინტერესა ამ ღონისძიებამ, ის აკვირდებოდა მოწმეებს, გაესაუბრა რამოდენიმე მათგანს და დაწერა პატარა სტატია ინტერნეტ-გამოცემისთვის ETruth. გთავაზობთ მისი შემოკლებული ვარიანტის თარგმანს.

რამდენი ღმერთი არსებობს?



როდესაც ტრინიტარულად განწყობილი მოსაუბრე მეკითხება, რატომ არ ვაღიარებ ქრისტეს ღმერთად, მე ხშირად საპასუხო კითხვას ვაძლევ: ის რატომ არ აღიარებს მოსეს ღმერთად? გამოსვლის 7:1-ში სავსებით ნათლადაა ნათქვამი, რომ მოსე  – ღმერთია, და თანაც მთავარი ასოთი (თავდაპირველ ტექსტში მთავარი ასო არ არსებობდა, ის მოგვიანებით შეიტანეს ბერძნულ ტექსტებში, რამაც ბევრი თავის ტკივილი გაუჩინა ბიბლეისტებსა და მთარგმნელებს). ეს მუხლი ძალიან ჰგავს იოანეს 1:1-ს: ერთშიც და მეორეშიც ერთ მუხლში ორი ღმერთია მოხსენიებული, რომელთაგანაც მხოლოდ ერთიაყოვლისშემძლე. ამასთანავე  დღევანდელ დღემდე ჯერ არცერთ ეკლესიას რატომღაც მოსე არ უღიარებია ღმერთის ერთარსად. ნებისმიერ ტრინიტარს ესმის, რომ მოსე აქ სხვა აზრითაა მოხსენებული ღმერთად, არა იმ აზრით, როგორც შემოქმედი. მაშინ რაღა უშლის მათ ხელს რომ იგივე ლოგიკა გამოიყენონ იოანეს 1:1-ის მიმართაც? როგორც ჩანს, რაღაც უშლის.

თქვენი ბიბლია?



ერთერთი ყველაზე სასაცილო გამოთქმა რომელიც მომისმენია: «თქვენ თქვენი საკუთარი ბიბლია გაქვთ» (რათქმა უნდა, ნაგულისხმებია, თარგმანი). ეს განსაკუთრებით უცნაურად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის პირიდან ისმის, რომელსაც ზუსტად ასეთივე «თავისი ბიბლია» აქვს. მართლმადიდებლური ეკლესია ზუსტად ასევე იყენებს მხოლოდ თავის ოფიციალურ თარგმანს და ჯიუტად არ ამჩნევს სხვა თარგმანებს. 

მრავალი ადამიანის წარმოდგენაში არსებობს ნამდვილი «უცხო» ბიბლია, ხოლო «საკუთარი» ყალბი ბიბლიაა. ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ ასე თუ ისე მსხვილ კონფესიას ბიბლიის თარგმანის თავისი ვარიანტი აქვს, რომლითაც ისინი სარგებლობენ. მართლმადიდებელ ეკლესიას - საპატრიარქოს თარგმანი, კათოლიკებს – ახალი იერუსალიმური ბიბლია, ანგლიკანელებს - მეფე იაკობის ბიბლია, ყველა პროტესტანტულ დენომინაციას ასევე გააჩნიათ თავისი თარგმანები (მაგალითად: საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიას - სტოკჰოლმის თარგმანი). ყველა ასე თუ ისე მსხვილ ჯგუფს თავისი თარგმანი აქვს, რომელშიც, დიახ, არეკლილია ზოგიერთი თეოლოგიური ნიუანსები, რომლებიც სპეციფიურია ამ ჯგუფებისთვის. ამას ვერსად გავექცევით და სავსებით ნორმალურია. 

ნუ შეგეშინდება თვალსაზრისთა სიმრავლის



მრავალ ათეისტს და იმ ადამიანებს ვინც ქრისტიანობით ინტერესდებიან აფერხებს მასში არსებული თვალსაზრისის სიმრავლე. ხშირად მოისმენთ: თქვენ იმდენი განსხვავებული თვალსაზრისი გაქვთ, იმდენი სადაო საკითხი, რომ სურვილიც არ მაქვს მათ ჩავუღრმავდე, მაგას სჯობია ყველაფერზე ხელი ჩავიქნიო და დინების მიმართულებით ვიცურო. კი, მოსაზრებების სიმრავლეს ხელს უწყობს ნიჰილიზმი – ეს ფსიქოლოგიური ფენომენი ცალკე გამოკვლევას იმსახურებს. რაც უფრო მეტი მოსაზრებაა, მით უფრო მეტად ახდენს ეს ჩვენს დეზორიენტაციას და მით უფრო მეტად გვინდა დისტანცია დავიკავოთ ყველა მათგანისგან, ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში და მხოლოდ მუცლის გასახარად ვიცხოვროთ. აქ მე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ  სჯობია მსოფლმხედველობის საკითხებში თუნდაც რაიმე მოსაზრება გქონდეს, ვიდრე საერთოდ არანაირი. თუმცა ქრისტიანობასთან დაკავშირებით ყველაფერი უფრო იოლადაა, ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს.

იეჰოვას მოწმეები და სისხლის გადასხმა

სტატია ჟურნალიდან «რელიგია და უფლებები», №2, 2004

1. დონორული სისხლის გადასხმაზე

მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე აღვნიშნავ: იმის მტკიცება, რომ არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც მხოლოდ სისხლის გადასხმას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენის შანსი მისცეს ადამიანს, როგორც მინიმუმ სადავოა და არაა დადასტურებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მონაცემებით. როგორც РАН-ის და РАМН-ის აკადემიკოსმა, РАМН-ის ჰემატოგენური სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ა.ი. ვორობიოვმა აღნიშნა, ერთერთ კონფერენციაზე ეგრეთწოდებული უსისხლო მკურნალობის მეთოდების შესახებ, მას არ შეუძლია არცერთი შემთხვევის დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის არ გადასხმის გამო მომკვდარიყოს, სამაგიეროდ შეუძლია რიგი შემთხვევების დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის გადასხმის შედეგად მოკვდა. იეჰოვას მოწმე - პაციენტების მკურნალობის გამოცდილების საფუძველზე - რუსეთის ჰემატოლოგიის ამ პატრიარქმა აღნიშნა, რომ სისხლის მიმოქცევის გაჩერების დროსაც კი, რომელიც იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს, ექიმები პოულობენ ამ პრობლემიდან გამოსავალს იეჰოვას მოწმეების რელიგიური პოზიციის გათვალისწინებით.

воскресенье, 23 февраля 2014 г.

დრო ქვეყნიერებისთვის



არსებობს აზრი, რომ ქრისტიანობა რეალური ცხოვრებისათვის გამოუსადეგარია. აი მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი.

ქრისტიანობა გვასწავლის რომ არ შეიძლება განსჯა და ბოროტებაზე ბოროტებითვე სამაგიეროს მიგება – ქვეყნიერებაში უნდა არსებობდნენ მოსამართლეები, ციხეები და სასჯელები, რომლის გარეშეც კრიმინალური ანარქია გაბატონდება.

ქრისტიანობა მტრის სიყვარულს გვასწავლის – სამყაროს ვერ წარმოუდგენია თავი არმიის გარეშე, რომელიც კონკრეტულად მტრის გასანადგურებლადაა შექმნილი.

суббота, 22 февраля 2014 г.

ზღვიდან ზღვამდე

ზაქარიას 9:9,10-ში ჩაწერილია ბიბლიის ერთერთი ყველაზე შესანიშნავი წინასწარმეტყველება. ის ასევე იმ წინასწარმეტყველებათაგან ერთერთია, რომლებიც მთელი სისავსით აღწერენ ქრისტიანული რწმენის მთელ არსს:

გაიხარე, სიონის ასულო! სიხარულით იყიჟინე, იერუსალიმის ასულო! აი, შენი მეფე მოდის შენთან! მართალი და დახსნილია ის, თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული. მოვსპობ საომარ ეტლს ეფრემში და ცხენს იერუსალიმში, მოისპობა საბრძოლო მშვილდი. ის მშვიდობას გამოუცხადებს ხალხებს და იმმართველებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე.

ამ წინასწარმეტყველებას საინტერესო თავისებურება გააჩნია: მისი შესრულება თითქმის ორიათას წელზეა გაჭიმული. მისი პირველი ნაწილი უკვე შესრულდა: იესო უკვე შევიდა იერუსალიმში ვირზე მჯდომი (მათე 21:6-9). ეს ისტორიული ფაქტია, რომელსაც ნებისმიერი ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები და არა მარტო ისინი, აღიარებენ. თუმცაღა მეორე ნაწილი – ჩვენი უფლისა და მასწავლებლის ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე გამეფება – ჯერ კიდევ უნდა შესრულდეს. აქ ზაქარია 71-ე ფსალმუნს ციტირებს. მაგრამ, სამწუხაროდ ქრისტიანთა უმრავლესობას არ სჯერა რომ ის ახდება, იმიტომ რომ მას თვლიან ზღაპრად და ასე შემდეგ. კი მაგრამ რატომ? ეს ხომ ერთი წინასწარმეტყველებაა და არა ორი. თუ მისი პირველი ნაწილი უკვე შესრულდა, ესე იგი, შესაბამისად – ზაქარია მართალია, ასევე უნდა შესრულდეს მეორე ნაწილიც, თუმცა გარკვეული "გადავადებით".

"ეკლესია" რატომ არა?



ხშირად შეიძლება იმის მოსმენა, რომ იეჰოვას მოწმეები სწორი სიტყვა «ეკლესიის» ნაცვლად იყენებენ არასწორს «ორგანიზაცია». ეს მთლად ასეც არ არის, ვინაიდან იეჰოვას მოწმეებს არ არქვთ რაიმე ერთი ოფიციალური ტერმინი. ისინი სხვადასხვა სიტყვებს იყენებენ: «კრება», «საძმო», «ღვთის ერი», და უბრალოდ «ქრისტიანები» (ან ჭეშმარიტი ქრისტიანები). და საერთოდ, სიტყვა «ეკლესიის» ხმარება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, რიგ მიზეზთა გამო. პირველი: ლექსიკურად ის თვითონ მოიაზრება «ორგანიზაციად». თუ ჩავიხედავთ ეფრემოვის განმარტებით ლექსიკონში, იქ წავიკითხავთ:

ეკლესია – რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო და მორწმუნე ხალხისა რთული იერარქიული სისტემით, რომელიც ახორციელებს სწავლებათა საფუძვლებისა და ღვთისმსახურების შენახვასა და გადაცემას; ღვთის სახლი.

სიყვარულის პრინციპი



«ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა» (რომაელები 13:8)

«Love is the answer» (ბარბარა სტრეიზანდი)

თუ არსებობს უდიდესი იდეა, რომლისთვისაც სიცოცხლე და სიკვდილი ღირს, თუ არსებობს სამყაროს უნივერსალური პრინციპი, რომელიც სამყაროსა და ქვეყნიერების ყოველ ატომში აღწევს, თუ არსებობს ერთადერთი კანონი, რომელსაც ძალუძს ყველა დანარჩენის შეცვლა და გაუქმებაც კი, მაშინ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ - სიყვარული. რაც უფრო მეტს ფიქრობ ამ უნივერსალურ პრინციპზე, მიტ უფრო უკეთესად გესმის ჩვენი მასწავლებლის მიერ ნათქვამი ფრაზის სიდიადე იმის შესახებ, რომ ღმერთისა და მოყვასის მიმართ სიყვარული – ესაა მთელი კანონი და წინასწარმეტყველება (მათე 22:37–40). ამ მარტივ ფორმულაშია – ადამიანის მთელი ეთიკური, ზნეობრივი და სოციალური გამოცდილების სათავე, ნებისმიერი რელიგიური და მორალურ-ეთიკური სისტემების მთელი არსი. ესაა იდეალური და ამავდროულად უსასრულოდ უბრალო პოსტულატი: უბრალოდ გიყვარდეს სხვა ქმნილება. თავისი უბრალოების მიუხედავად ის მთლიანად და საკმარისად აღწერს ნებისმიერ ურთიერთობასა და ურთიერთქმედებას, როგორიც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანებს შორის. ვერაფერს ვერ მოვიგონებთ ისეთს, რისი დამატებაც მას არ გააფუჭებდა. სიყვარულის პრინციპის რაციონალიზირების ნებისმიერი მცდელობა, მას გადააქცევს კანონებისა და მითითებების რთულ სისტემად, რომელიც აუცილებლად კრახისთვისაა განწირული. სიყვარულის, თვითონ სიყვარულის გარეშე რაციონალიზაცია, ორჯერ უფრო უარესია.

пятница, 21 февраля 2014 г.

კრება - ციხესიმაგრეა



«ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის კარიბჭენი» (მათე 16:18)

შეიძლება არსებობდეს ქრისტიანული ორგანიზაციის ორი სახეობა. პირობითად მათ შეიძლება დავარქვათ გამზირი და ციხესიმაგრე.

1) პირველი ვარიანტი დღეს ფართოდაა გავრცელებული. ასეთი კრება პარლამენტს ჰგავს – ესაა შეხედულებებისა და აზრების განსხვავება. მის წევრებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული რწმენა და ფასეულობები. ისინი აქტიურად დავობენ ერთმანეთთან და ხელმძღვანელობასთან. ასეთ საზოგადოებაში ფასდება გამოხატვის თავისუფლება, ფართო შეხედულებები, დამოუკიდებელი პოზიცია, ქარიზმა. მისი წევრების ფორუმებსა და ბლოგებზე გაბატონებულია კონფრონტაცია და აგრესია. მასში მწყემსს შეუძლია პირდაპირ განაცხადოს, რომ მას არ სწამს ღმერთი, და გააგრძელოს მწყემსად მსახურება. მასში ბევრია განხილვა და ცოტაა საქმე. ასეთი ეკლესიების ხელმძღვანელებს დემოკრატიული გზით ირჩევენ, ანუ სამწყსოსთვის ცრუ დაპირებების დარიგებით. იქ არ არის და ვერც იქნება სიხარული და სულიერი წონასწორობა, იმიტომ რომ იქ არ არის მყარი ფასეულობები. ანუ ისევე როგორც გამზირზე - ვისაც როგორ და სადაც უნდა იქ მიდის.

ფანტასტიკა და რეალობა



ფსიქოლოგიის უცნაური თავისებურება: მრავალ ადამიანს არ შეუძლია დაიჯეროს მარადიული სიცოცხლე ხორციელად, მაგრამ სიამოვნებით სჯერათ მარადიული სიცოცხლისა სულში. ვითომდა, რა განსხვავებაა? ერთიც და მეორეც ერთი და იგივე ღმერთის შექმნილია, რომლისთვისაც არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, რომ ორივე ამ სუბსტანციას მიანიჭოს ნებისმიერი მისთვის სასურველი თვისება. ადამიანი მზადაა დაიჯეროს, რომ სიკვდილის შემდეგ სასწაულებრივად გადაიქცევა უსხეულო სულად და გადაყვანილი იქნება სხვა განზომილებაში, სადაც მარადიულად იცხოვრებს უცნობ სამყაროში, რომლის შესახებაც არაფერი არ იცის, მაგრამ მას უჭირს გააზრება, მარადიული ცხოვრებისა იმავე სამყაროში და იმავე სხეულში, რომელშიც ის ეხლა იმყოფება. ის მზადაა სრულყოფილი სამყარო მხოლოდ იმ პირობით ირწმუნოს, თუ ის სამყარო ჩვენი სამყაროსაგან განსხვავებული და ტრანსცენდენტური იქნება.

ღმერთის სახელი რუსულ კულტურაში



Мусоргский М., хор «Иисус Навин»:

Веленьем Иеговы сокрушить Израиль должен 
Амореев нечестивых, непреклонных Откровенью. 

Пали стены Иерихона, в Гаваоне враг наш гибнет, 
И на холмах Ханаана станет днесь Ковчег Завета. 
Смело, смело в бой! Вперёд! 

Наголо твой меч, Израиль! Смело стрелы, копья в дело! 
Смело, свободно взлетает орёл крылатый, 
В сводах голубых зорко следит добычу. 

Израиль, не дремли, враг твой коварен; 
Соблазнам не внимай жен Ханаана. 

Ты сильной десницей врага Иеговы
И род нечестивых рассей по земле!

რომელი თარგმანია ყველაზე კარგი?

არის ერთი საინტერესო რეიტინგი რომელიც აჩვენებს ახალი აღთქმის ინგლისური თარგმანების სიზუსტეს, ეს რეიტინგი შედგენილია ბიბლეისტი ერნესტ კოლველის მეთოდის მიხედვით. მეთოდი ეფუძნება სახარების 64 მუხლის შედარებას, იოანეს სახარებიდან, ტექსტის მეცნიერულ ვერსიასთან (ვესტკოტი და ხორტი) და «საყოველთაოდ მიღებულ ტექსტთან» (Textus Receptus). სხვა სიტყვებით რომ ვთქბათ, პირველ პუნქტში ნაჩვენებია, რამდენი მუხლია თარგმანში სწორად თარგმნილი, მეორე და მესამეში – რადენია არასწორად თარგმნილი. ყურადღება მიაქციეთ, რომელი თარგმანი დგას პირველ ადგილზე. ქართული საპატრიარქოსა და სტოკჰოლმის თარგმანები ტექსტოლოგიურად ძალიან ახლოს არიან ინგლისურ King James Version, და ნახეთ, რომელ ადგილზე დგას ის. გამოყენებული 64 მუხლის სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ვინ არის სინამდვილეში კეთილგონიერი მონა?

ერთხელ სარკასტულად დამისვეს კითხვა: რატომ მიმაჩნია, რომ ჩვენი «კეთილგონიერი მონა» – ეს ზუსტად ისაა, თავს რადაც აცხადებს? თვითონ ამ კითხვის ჩამოყალიბების მანერა მეტყველებს ამ საკითხის, მისი აზრისა და სწავლებების სისტემაში მისი ადგილის გაგების სრულ არქონაზე. ეს უცნაურია: ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში იყოს იეჰოვას მოწმე, მაგრამ არ ესმოდეს სულ უბრალო საკითხები.

ნებისმიერ ორგანიზებულ კოლექტივში თავისი განსაზღვრებით არსებობს ხელმძღვანელობა – სხვაგვარად ის ვერ იქნებოდა ორგანიზებული. კარგია ეს თუ ცუდი – ეს ცალკე სალაპარაკო თემაა მრავალი თვლის, რომ წესრიგს არეულობა სჯობია, მაგრამ ამაზე სხვა დროს. კომპანიებში დირექტორთა საბჭოებია, პარტიებში – ცენტრალური კომიტეტები, რელიგიურ ორგანიზაციებში – სხვა და სხვა სინოდები, საბჭოები, ვატიკანები და ა.შ. იეჰოვას მოწმეების სულიერ ხელმძღვანელ ორგანოს ქართულ ენაზე ეწოდება ხელმძღვანელი საბჭო (და არა «საზოგადოება საგუშაგო კოშკი» – კიდევ ერთი მითი).

როზგებით სამოთხისკენ

სტინგის სიმღერაში «If I Ever Lose My Faith In You» არის ასეთი სიტყვები: «შენ იტყვი, რომ დაკარგე რწმენა მეცნიერებისა და პროგრესისა, შენ იტყვი, რომ დაკარგე წმინდა ეკლესიისადმი რწმენა, შენ იტყვი, რომ დაკარგე მიმართულება…» შედეგად არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ გჯეროდეს «შენის». ანუ «საკუთარი თავის», სხვა სიმღერის თანახმად, «Let Your Soul be Your Pilot».

გუშინ ვნახე გადაცემის ჩანაწერი "Стинг у Познера", სადაც ის ყვება, რომ ბავშვობაში კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა და მას ხშირად სცემდნენ როზგით. მისი სიტყვებით, როზგა ძალიან ვიწროა და დარყმას ისე გრძნობ თითქოს დანას გისვამენ. სულ რამოდენიმე დარტყაა საჭირო იმისათვის, რომ დაკარგო ყოველგვარი პატივისცემა ავტორიტეტთა მიმართ და შენს გარშემო ყველა შეგზიზღდეს. წლის განმავლობაში მას 40-ზე მეტი დარტყმა მიუღია. როგორც ის ამბობს, ამის შემდეგ დაკარგა რწმენა შემბრალე ღმერთის მიმართ და მისი მიწიერი წარმომადგენლების მიმართ.

ნახევრად ცარიელი თუ ნახევრად სავსე?

ჭიქა რომ ნახევრამდე წყლით გავავსოთ, ის ნახევრად ცარიელი იქნება თუ ნახევრად სავსე? ყველაფერი თვალსაზრისზეა დამოკიდებული. ხშირად ორივე პასუხი შეიძლება ერთნაირად სწორი იყოს – თავის კონტექსტში. ეს სავსებით გავრცელებული მოვლენაა; რიტორიკაში არის თეზა და ანტითეზა, ლინგვისტიკაში მრავალ სიტყვას თავისი სინონიმი გააჩნია, საპირისპირო ემოციურ-ექსპრესიული შეფერილობით (ტანადი – გამხდარი, დაჟინებული – ჯიუტი, მომჭირნე – ძუნწი).

ნებისმიერი ბიბლიური სწავლება, დარიგება, ახსნა ასევე შეიძლება აიხსნას ორი დიამეტრალურად საპირისპირო თვალსაზრისით. აი რამოდენიმე მაგალითი: ბიბლიური ეპიზოდი და ორი საპირისპირო ინტერპრეტაცია.

ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე (საქმეები 17:17).

ა) მოციქული პავლეს, ესმის რა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ცნობა, არ რცხვენია უცხო ადამიანებთან მისვლა და მათთვის ქადაგება, რითაც იესოს დავალებას ასრულებდა, ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით.

ბ) მოციქული პავლე აწუხებს ხალხს, თავზე ახვევს მათ თავის რწმენას, ცდილობს ისინი თავის ორგანიზაციაში ჩაითრიოს, არ აფასებს მათ უფლებებსა და თავისუფლებებს, პროპაგანდას უწევს თავისი რელიგიის უპირატესობას მათ რელიგიაზე, პროპაგანდას უწევს მათი, რელიგიური ნიშნით არასრულფასოვნებას.