суббота, 30 августа 2014 г.

ყველასთვის ყველაფერი გავხდი



იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა… სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა; ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი (1 კორინთელები 9:20, 22)

ხშირად მწერენ, რომ იეჰოვას მოწმეები, ისე არ ქადაგებენ, როგორც მოციქულები ქადაგებდნენო. მოციქულები ქრისტეს ქადაგებდნენ, იეჰოვას მოწმეები კი რაღაც სხვას ქადაგებენო. ამ დასკვნების ავტორებს სრულიად რჩებათ მხედველობიდან, რომ ახალი აღთქმა ძირითადად იმ ხალხისათვის ქადაგებას აღწერს, რომლებიც უკვე თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, კარგად იცოდნენ წმინდა წერილი და მესიას ელოდებოდნენ. მაგრამ დღეს ასეთი ხალხი დედამიწის მოსახლეობის უმნიშვნელო პროცენტს წარმოადგენენ.

пятница, 29 августа 2014 г.

თანამედროვე მენაშე: ნახევარი მსოფლიოსა და ორი პატიმრობის გავლით ჭეშმარიტებისაკენ



ვაქვეყნებ ძმა ბერნარდ ანიამას (Bernard Ezenagu Anyiam) ისტორიას, რომელიც მისმა მეგობარმა, ლეონიდ ივაშენკომ მოყვა

ბერნარდი ტიპიური აფრიკელი ბიჭი იყო მრავალშვილიანი ოჯახიდან, როგორებიც ნიგერიაში და აფრიკაში მილიონებია. ზრდასრული ცხოვრება არც თუ ისე ცუდად დაიწყო – შესაბამისი მომზადების შემდეგ, სამუშაოდ პოლიციაში მოეწყო. ის ახალგაზრდა და ძალღონით სავსე იყო და ძალიან მალევე, დამატებითი მომზადების გავლის შემდეგ, შსს-ს სპეცნაზში ჩაირიცხა. მას ოფიცრის წარმატებული კარიერა ელოდა მაღალი ანაზღაურებით, პრესტიჟითა და გარშემომყოფთა მხრიდან პატივისცემით.

ერთხელ ნიგერიის ერთ-ერთ სანავთობო რაიონში არეულობებმა იფეთქა, რომელთა ცენტრიც ერთ-ერთ სოფელში იყო. უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკაში სოფლებთან მიმართებაში მეტად მდგრადი ტრადიციები არსებობს. სოფელი – ესაა აფრიკული ცხოვრების ისტორიული და კულტურული ღერძი, მათში ცხოვრობენ პატივცემული ბელადები, იქიდან იღებენ სათავეს ყველა ტომები. ქალაქს აღსანიშნავი არაფერი გააჩნია, იქ უბრალოდ ფულს შოულობენ და მეტი არაფერი, მაშინ როდესაც მშობლიური სოფელი – ეს თითქმის იგივეა რაც წმინდა მიწა.

четверг, 28 августа 2014 г.

ზაქარია 11:13 რომლითაც შემაფასეს



მაშინ იეჰოვამ მითხრა: «ჩაყარე ისინი საგანძურში, ეს ის დიდი საფასურია, რომლითაც შემაფასეს... (ზაქარია 11:13)

მიწაზე დაეცა და ხმა მოესმა: «სავლე, სავლე, რატომ მდევნი?» სავლემ ჰკითხა: «ვინ ხარ, უფალო?» მან უპასუხა: «მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი.. (საქმეები 9:4,5)
*******************************
საქმეების ამ მონაკვეთის კითხვისას, არავის არ უჩნდება კითხვა, რომ სავლე თავად იესოს კი არ დევნიდა და არამედ მის მოწაფეებს (საქმეები 9:1), თუმცა იესომ უთხრა მე რატომ მდევნიო. და აქ ყველას კარგად ესმის, რომ იესოს მოწაფეების დევნით, თვით იესოს სდევნიან.
მაგრამ როდესაც ზაქარიას ეხება საქმე, სადაც იეჰოვა ამბობს, რომ ის შეაფასეს, ზოგიერთს მაშინვე იესოზე გადააქვს ყურადღება, რათა აჩვენონ თითქოსდა იესო იეჰოვაა.
არაფერი გვიშლის ხელს იმაში რომ ეს მუხლიც იმავე სახით გავიგოთ როგორშიც საქმეები. შემაფასეს = შეაფასეს ჩემი მსახური.

вторник, 26 августа 2014 г.

მთელ დედამიწაზე სამოთხე იქნება

მრავალ ადამიანს, მათაც კი, ვინც მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში და მეგაპოლისებში ცხოვრობს, უყვარს კურორტებზე და ბუნებაში დასვენება, რადგან ჩვენი დედამიწა ძალიან ლამაზია და მასზე მრავალი ლამაზი ადგილი არსებობს. ღმერთმა ჩვენი პლანეტა საცხოვრებლად შექმნა, ანუ იმისათვის, რომ ის მთლიანად დასახლებულიყო.

  თქვენ თუ მორწმუნე ადამიანი ხართ, და ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანს კითხულობთ, ალბათ შეგიმჩნევიათ წმინდა წერილებში ასეთი ადგილები:

«იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე» (ფსალმუნნი 71:16).


«არ იტყვის მცხოვრები, ავად ვარო» (ესაია 33:24).


воскресенье, 24 августа 2014 г.

სარგებელი სულისაგან

რატომაა ასე პოპულარული სწავლება ადამიანის უკვდავი სულის შესახებ? ვინ იღებს მისგან სარგებელს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, მრავალი ადამიანი პასუხის ასეთ ვარიანტს მოიყვანს: «მღვდლები», რომლებიც საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებენ «საიქიო» ცხოვრებით, როდესაც ადამიანებს აღძრავენ ფული ჩადონ «იმ ქვეყნად» წასული გარდაცვლილი ახლობლების კეთილდღეობაში. და, რაღა თქმა უნდა, ეს ადამიანები მართლები იქნებიან.

თუმცა, ბიბლიას თუ ყურადღებით გამოვიკვლევთ ნათელი ხდება, რომ ამ სწავლებიდან ძირითად სარგებელს ის იღებს, ვისაც ბიბლია «სიცრუის მამას» უწოდებს (იოანე 8:44).

დაბადების მესამე თავში ჩვენ ვპოულობთ მომენტს, როდესაც ეშმაკი პირველად ნერგავს ადამიანთა აზროვნებაში აზრს იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ უკვდავები იყვნენ. როდესაც პირველმა ქალმა, ღვთისადმი განდგომის შედეგების შესახებ ღვთის გაფრთხილება გაიმეორა, რომელთა შედეგიც სიკვდილი გახდებოდა, რა უთხრა ეშმაკმა? «ამაზე გველმა უთხრა ქალს: არა, არ მოკვდებით» (დაბადება 3:4). იმუშავა ამ მოჯანყის ხრიკმა? ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარ თავზე შეიგრძნოს, თუ რა მწარე შედეგები მოიტანა ამ ცრუ სწავლებამ!

რუთი 1:17 თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს.



სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე, და კიდევ უარესიც მიყოს იეჰოვამ, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს (რუთი 1:17)
********************************* რუთსა და ნაომის შორის გამართული ამ დიალოგიდან, არც თუ მთლად შესამჩნევი, მაგრამ ნათელი აზრის დანახვა შეიძლება, კონკრეტულად კი იმის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ არის და რომ მკვდრები - ეს ის მკვდრებია რომელთაც არ აქვთ გრძნობები და არსად არ აგრძელებენ სიცოცხლესა და არსებობას... ეს რუთის სიტყვებიდან ჩანს, რომელმაც ნათლად თქვა, რომ მხოლოდ სიკვდილს შეეძლო მათი დაშორება. ან იქნებ რუთმა და ნაომიმ არაფერი იცოდნენ საიქიო ცხოვრების შესახებ? ვისაც ყური აქვს ისმინოს!

суббота, 23 августа 2014 г.

მოციქულთა გადმოცემა



რომელ ქრისტიანულ კონფესიას აქვს მოციქულთა გადმოცემა?

მართლმადიდებლები და კათოლიკეები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას თითქოსდა თავის გადმოცემაზე.
ისინი ამბობენ, რომ მათ შეინახეს მოციქულთა გადმოცემა, რაც იმას ნიშნავს რომ მათ აქვთ ჭეშმარიტი სწავლება ღმერთისა და მისი ჩანაფიქრის შესახებ. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ იეჰოვას მოწმეებს არ აქვთ ეს გადმოცემა, რომ იეჰოვას მოწმეები — პროტესტანტიზმიდან გამოსულები არიან, რომელიც თავის მხრივ მარტინ ლუთერმა დააარსა, რომელმაც მაშინ დაკარგა გადმოცემა, როდესაც კათოლიკურ ეკლესიას განუდგა.

მაგრამ მოდი განვიხილოთ, დაკარგა თუ არა ლუთერმა გადმოცემა?

დღეს რომ თანამედროვე კათოლიკეებს დავუსვათ ასეთი კითხვები:

           ·         სწორად იქცეოდა კათოლიკური ეკლესია, როდესაც წმინდა წერილებს ივრითზე, ბერძნულად და ლათინურად ინახავდა, დანარჩენ ენებზე მის თარგმნას კი კრძალავდა?
           ·         სწორად იქცეოდა კათოლიკური ეკლესია, როდესაც ინდულგენციებით ვაჭრობდა?
           ·         სწორად იქცეოდა კათოლიკური ეკლესია, როდესაც იმ ადამიანებს აწამებდა, ვინც კათოლიკური ეკლესიის განსაზღვრებით «ერეტიკოსებს» წარმოადგენდნენ?
           ·         სწორად იქცეოდა კათოლიკური ეკლესია, როდესაც იმ ადამიანებს აწამებდა, რომლებიც კათოლიკურ სწავლებას არც კი ჩამოშორებიან, არამედ უბრალოდ ღმერთს ლოცვით ლათინურად კი არ მიმართავდა, არამედ მაგალითად, ინგლისურად და თავის შვილებსაც ასე ლოცვას ასწავლიდა?

დათვური სამსახური

საიქიო ცხოვრების მომხრეები ამტკიცებენ, რომ მიწიერი ცხოვრება — ზეციერი ცხოვრებისაკენ მიმავალი გზის მხოლოდ დროებითი, გარდამავალი ეტაპია. მრავალი მათგანი ცდილობს რომ სათანადოდ დაიცვას რელიგიური დადგენილებები და წესები, რომლებსაც მათი ხელმძღვანელები ადგენენ, რათა სიკვდილის შემდეგ სამოთხის ნეტარება დაიმკვიდრონ. ზოგიერთი სიამოვნებით წარმოიდგენს ხოლმე, თუ როგორ დატკბებიან სიკვდილის შემდეგ მარადიული კურთხევებით.

როგორ აღიქვავენ ასეთი ადამიანები სიკვდილს? როგორც კიბეს, რომელსაც სასურველ სიმშვიდემდე მიჰყავს, როგორც ტანჯვისაგან ხსნასა და ციურ სამოთხეში სიცოცხლის დამკვიდრებას.

ასეთი წარმოდგენებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანისთვის ნამდვილ აღმოჩენას წარმოადგენს ხოლმე ბიბლიაში მოცემული შემდეგი აზრი: «უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია» (1 კორინთელები 15:26). ბიბლიაში სიკვდილს «მტერი» ეწოდება. ის ადამიანები კი, ვინც ზეციურ ცხოვრებას მოელიან, სიკვდილს ისე აღიქვავენ, როგორც მეგობარს. ღვთის მტერს «მეგობარს» თუ ვუწოდებთ, თავად ვხდებით მისი მტერი.

пятница, 22 августа 2014 г.

ღმერთი და ბოროტება

არ ვიცი, მოხდა თუ არა ასეთი რამ სინამდვილეში, თუმცა თვითონ აზრთა სვლა ძალიან მომეწონა.

ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა ერთხელ უნივერსიტეტში თავის სტუდენტებს ასეთი კითხვა დაუსვა:
– ნუთუ ყოველივე, რაც არსებობს, ღმერთისგანაა შექმნილი?
ერთმა სტუდენტმა გაბედულად უპასუხა:
– დიახ, ღმერთისგანაა შექმნილი.
– ყველაფერი ღმერთმა შექმნა? - ჩაეკითხა პროფესორი.
– დიახ, სერ, – უპასუხა სტუდენტმა.
პროფესორმა უთხრა:
– თუ ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ესე იგი ბოროტებაც ღმერთმა შექმნა, რადგან ის არსებობს. და იმ პრინციპის თანახმად, რომ ჩვენი საქმეები თავად ჩვენ განგვსაზღვრავენ, გამოდის რომ ღმერთი არის ბოროტება.
სტუდენტი გაყუჩდა, ასეთი პასუხის მოსმენისას. პროფესორი ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. მან საკუთარი თავი შეაქო და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღვთისადმი რწმენა – მითია.
კიდევ ერთმა სტუდენტმა ასწია ხელი და თქვა:
– შემიძლია კითხვა დაგისვათ, პროფესორო?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა პროფესორმა.
სტუდენტი წამოდგა და შეეკითხა:
– პროფესორო, სიცივე თუ არსებობს?
– ეს რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. შენ რა არასოდეს შეგციებია?
სტუდენტებმა ყმაწვილის შეკითხვაზე გაიცინეს.

ქრისტიანობასა და დემოკრატიაზე



რამოდენიმე ხნის წინ ისრაელელი პოლიტოლოგის, ოვადი შოხერის სტატიას ვთარგმნიდი დემოკრატიის შესახებ, უფრო სწორად კი მისი შეუძლებლობის შესახებ. თუმცა მასში სახელმწიფოზეა საუბარი, ვერაფრით ვერ მოვიშორე ფიქრი იმის თაობაზე, თუ რამდენად გამოყენებადია ყოველივე ზემოთთქმული ასევე რელიგიური ორგანიზაციის მიმართ. გარკვეული კატეგორიის კრიტიკოსებს უყვართ იეჰოვას მოწმეების გაკიცხვა დემოკრატიის, თავისუფლების, განხილვებისა და ა.შ. უკმარისობის გამო. ჩემს საყვარელ შეკითხვას «მაჩვენეთ, სადაა სხვაგვარად» ბრჩხილებში დავტოვებ (ძალიან საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, თუ როგორ შეძლებს რიგითი მართლმადიდებელი ან კათოლიკე მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ან რიგითი ლუთერანი – აუგსბურგის გამოკვლევის გასაჩივრებას). ჯობია რამოდენიმე მონაკვეთი მოვიყვანო ამ სტატიიდან.

განვითარებულ ქვეყნებში [ამომრჩეველთა] უკიდურესად დაბალი საარჩევნო აქტივობა აჩვენებს, რომ მოქალაქეებს არ აინტერესებთ სახელმწიფოს ყოველდღიური საქმეები. ან კი რატომ უნდა აინტერესებდეთ ისინი? სენატორებიც კი არ კითხულობენ იმ კანონებს, რომელსაც იღებენ. ერთი მიზეზია – ძალიან დიდი დაკავებულობა, მეორე – უამრავ საკითხებში არაკომპეტენტურობა, მაგრამ ყველაზე მთავარი – განხილვადი საკითხების უკიდურესი სირთულეა. კანონმდებლობის პრობლემები, ნებისმიერი კოლექტიური გადაწყვეტილებისთვის ძალზედ რთულია... თუ თავად კანონმდებლებსაც კი არ აინტერესებთ კანონმდებლობის წვრილმანები, მაშინ მით უმეტეს არ შეიძლება რიგითი ამომრჩევლისგან მოველოდეთ, რომ ისინი დაინტერესდებიან კანონებითა და არჩევნებით... დემოკრატია დიდ საზოგადოებებში არც კარგია და არც ცუდი. ის უბრალოდ არ არსებობს. ის, რაც დემოკრატიად იწოდება, – ესაა დაინტერესებული ჯგუფების მმართველობა მოქალაქეთა უმრავლესობის გულგრილობისას. მათი არჩევნის თავისუფლების შესახებ საუბარი ექვივალენტია გამონათქვამისა, რომ ყველას აქვს უფლება მილიონერი იყოს. ამომრჩეველი უბრალოდ არაკომპეტენტურია, მას არ გააჩნია აუცილებელი ინფორმაცია, დრო არ აქვს უამრავ საკითხებზე საკუთარი პოზიციის ფორმირებისათვის, და ბოლოს და ბოლოს, დიდი სურვილიც არ აქვს რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა.

вторник, 5 августа 2014 г.

„წმინდა ნაწილების“ კულტის შესახებ



«აი რას ამბობს იეჰოვა: "წყეულია ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს, ხორციელის მკლავს ენდობა და ვისი გულიც შორდება იეჰოვას"» (იერემია 17:5).


ბიბლიური თვალსაზრისი გარდაცვლილთა სხეულების შესახებ
„წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის წარმართული ფესვები
„წმინდა ნაწილების“ თაყვანისცემის კულტი ქრისტიანულ ეკლესიაში
„წმინდა ნაწილები“, ფული და სიცრუე
საერთო სული წარმართულ და ქრისტიანულ კულტებში
გამართლების მცდელობები და მათი შეუსაბამობები

დასკვნა