воскресенье, 28 сентября 2014 г.

იმის შესახებ თუ როგორ იბრძოდა მაშა....

  იეჰოვას მოწმეები კარგად არიან ცნობილი ექიმებისათვის სისხლის გადასხმაზე მათი უარის გამო. უმეტეს შემთხვევებში მართლაც შეიძლება სისხლის გადასხმის გარეშე საქმის მოგვარება, თუ ექიმები ფლობენ მკურნალობის შესაბამის მეთოდებს ან მზად არიან დაუყოვნებლივ მიმართონ დახმარებისათვის უფრო მეტად გათვითცნობიერებულ სპეციალისტებს. თუმცა იეჰოვას მოწმეები თავისუფლად მოქმედებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აგერ უკვე 20 წელია, ექიმებს დღემდე არ ამზადებენ, ან ცუდად ამზადებენ ისეთი სიტუაციებისათვის, როდესაც მათი პაციენტი იეჰოვას მოწმე ხდება და საჭიროა სასწრაფო ოპერატიული ჩარევა. რუს სტუდენტებს დღემდე ასწავლიან, რომ ის პაციენტი რომელიც უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე უნდა დაარწმუნო რომ სისხლი გადაისხას. პრაქტიკაში საქმე ფსიქიატრებამდე, დაშინებამდე, პაციენტის ნათესავებსა და თვითონ პაციენტზე მუდმივ ზეწოლამდე მიდის. ეს კატასტროფულად აისახება მკურნალობასა და გამოჯანმრთელების ან გადარჩენის შესაძლებლობაზეც კი. პირველი: უშედეგო საუბრებზე იხარჯება უძვირფასესი დრო, მეორე: ავადმყოფის ემოციური მდგომარეობა ცუდად მოქმედებს მკურნალობის შედეგზე. მე უკრაინისა და რუსეთის სიტუაციებს ვადარებდი და კითხვას ვუსვამდი სამედიცინოს სტუდენტებს, როგორ მოიქცეოდნენ სიტუაციაში თუ პაციენტი უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე. უკრაინელ სტუდენტთა უმეტესობა მზად იყო ეძებნა ალტერნატივები, გამოეყენებინათ სისხლის შემცვლელები, კონსულტაცია ეკითხათ სხვა სპეციალისტებისთვის, რუსი სტუდენტების უმეტესობა აცხადებდა, რომ პაციენტის გადარწმუნებას შეეცდებოდნენ.

пятница, 12 сентября 2014 г.

«გთხოვ» ღმერთთან

ახალი ქვეყნიერების თარგმანის მკითხველები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მასში ღმერთი არცთუ იშვიათად იყენებს სიტყვას «გთხოვ». ზოგიერთი უფრო შორს მიდის და ამ სიტყვის ებრაულ ტექსტში პოვნას ცდილობს (მაგალითად სტრონგის ლექსიკონების დახმარებით), მაგრამ ხშირად ვერ პოულობენ. რატომ ხდება ასე? რაშია აქ საქმე?

ასეთი სიტყვა სინამდვილეში არსებობს. ებრაულ ენაზე ის წარმოითქმება როგორც ნა და ისე გამოიყურება როგორც ზემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები. თუმცაღა ის მთლად სიტყვა კი არაა, არამედ ნაწილაკია, რომელიც ზმნებს უერთდება სიტყვის ბოლოში. მაგალითად: ამარი-ნა(გვითხარი), სა-ნა (ასწიე). ეს არა ორი სიტყვა, არამედ ერთია, რომელშიც ნაწილაკი ნა ზმნის მოდიფიცირებას ახდენს, რითაც მას თხოვნის ელფერს სძენს. ზუსტად ამის გამო არ ფიქსირდება ის ხშირად ბიბლიურ ლექსიკონებში, ისეთებში როგორიცაა სტრონგის ლექსიკონი. ხანდახან მას «ფარულ თხოვნასაც» უწოდებენ.

пятница, 5 сентября 2014 г.

სიკვდილი 17%-ით

მე გამუდმებით მესმის და ვკითხულობ იმის შესახებ, რომ ღმერთი თავად მოკვდა, პირადად. უფრო მეტიც, თვითონ რომ არ მომკვდარიყო, არ მოხდებოდა ცოდვის გამოსყიდვა. ღვთის სიკვდილის შესაძლებლობის იდეას თუ ბრჩხილებში დავტოვებთ (პირადად მე არანაირი სურვილი არ მაქვს მომაკვდავ ღმერთს ვემსახურო), აქ სხვა საინტერესო შეკითხვა ჩნდება: კონკრეტულად რომელი ღმერთი მოკვდა? არის მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. ნათელია, რომ მამა ღმერთი არ მომკვდარა, ასევე არც სულიწმინდა. სამების დოგმატის თანახმად, მხოლოდ ძე ღმერთი მოკვდა, ანუ სამების ერთი მესამედი. ამგვარად, მთლიანი ღმერთის სიკვდილზე საუბარი უკვე არანაირად არ შეიძლება.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. ძე ღმერთი, დედამიწაზე ყოფნისას, ორი ნაწილისაგან ან ბუნებისაგან შედგებოდა: ღვთაებრივი და ადამიანური. როდესაც ის მოკვდა, მხოლოდ ერთი ნაწილი მოკვდა, ადამიანური. როგორც ითქმება, ქრისტემ მხოლოდ ხორციელად იტანჯა. ტანჯვა და სიკვდილი ღვთაებრივ ნახევარს არ შეხებია. შესაბამისად, ღმერთის ერთი მესამედის სიკვდილზეც კი არ შეიძლება საუბარი. მხოლოდ ღვთის ერთი მეექვსედი, ანუ 17% მოკვდა (თუ უახლოეს მთელამდე დავამრგვალებთ). ნუთუ ეს სიკვდილია? ეს მაქსიმუმ ჭრილობაა. რა შეიძლება იყოს 17%-იანი სიკვდილის ილუსტრაცია რეალურ ცხოვრებაში? მაგალითად, ხელის ამპუტაცია. და ბოლოს, ის ნაწილი რომელიც მოკვდა ღვთაებრივიც კი არ ყოფილა, ესე იგი, საერთოდ არაფერი ღვთაებრივი არ მომკვდარა. მაშ როგორღა შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ თავად ღმერთი მოკვდა ადამიანებისთვის, თუ ღმერთის ერთი მესამედის მხოლოდ ერთი ნახევარი მოკვდა, და თანაც ეს ნახევარი ღვთაებრივიც კი არ ყოფილა? 

понедельник, 1 сентября 2014 г.

ღმერთი და შეცდომები


არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, 
რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს
 (ეკლესიასტე 7:20)

ძალიან ხშირად შეიძლება ასეთი თვალსაზრისის მოსმენა: «იმისათვის რომ ღმერთს ემსახურო, უშეცდომო და იდეალური უნდა იყო. თუ ადამიანების რომელიმე ჯგუფი თვლის, რომ ღმერთი მათ იწონებს და კეთილგანწყობილია მათდამი, ის უშეცდომო და იდეალური უნდა იყოს, ნებისმიერი შეცდომა კი მისი კეთილგანწყობის დაკარგვას გამოიწვევს». ამ შეხედულებას ერთდროულად სამი პრობლემა აქვს: ბიბლიური, ლოგიკური და ზნეობრივი.