воскресенье, 25 января 2015 г.

წმინდანთა კურორტი თუ ცოდვილთა სამკურნალო დაწესებულება?




თქვენთვის რას წარმოადგენს კრება?
«ეს როგორი ქრისტიანები არიან?! მათ ხომ უამრავი ნაკლოვანებები აქვთ!»
არასრულყოფილების მეშვეობით სწავლება?
მაგრამ, თუ უსამართლოდ მომექცნენ?
არ მინდა სწავლა!



თქვენთვის რას წარმოადგენს კრება?



  ერთხელ მშვენიერი აზრი მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დროთა განმავლობაში, იმ ადამიანს ვინც ჭეშმარიტება მიიღო, ჩამოუყალიბდეს გაგება, მის ცხოვრებაში ქრისტიანული კრების როლის შესახებ.

  სულ თავიდან, როდესაც ბიბლიას ეს ესაა გავეცანით, მრავალი ჩვენგანი კრებას აღიქვავდა, ძირითადად, როგორც მადლიან და გამამხნევებელ ადგილს, სადაც შეგვეძლო გავქცეოდით დამთრგინველ ცხოვრებისეულ საზრუნავსა და ფიქრებს და გვეპოვა კარგი და სულიერად აღმშენებელი ურთიერთობა და მეგობრები. და კრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რაღა თქმა უნდა, სწორი იყო. ამასვე აღნიშნავს ასევე ბიბლიაც «რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!» (ფსალმუნი 133:1; შეადარეთ ესაია 66:10-14).

вторник, 13 января 2015 г.

რატომ არ მინდა მართლმადიდებელი ვიყო...





არცთუ იშვიათად ისმის საეკლესიო აქტივისტების მხრიდან გულისტკივილი იმის შესახებ, რომ იეჰოვას მოწმეებს სურვილი არ აქვთ მართლმადიდებლური მრწამსი მიიღონ და ორთოდოქსული მრევლის რიგებში გაერთიანდნენ. მათი მსჯელობის თანახმად, მოწმეების ამგვარი კატეგორიული უარის მთავარ მიზეზს, ამ უკანასკნელთაგან «მართლმადიდებლური რწმენის განსაკუთრებული სილამაზის», «ღვთის ძიების სიღრმისეული გამოცდილებისა» და «სულზე მზრუნველობის ძალის» ჩაუწვდომლობაა, რომელიც ამ რელიგიაში დევს. მათი აზრით, მოწმეები მეტ ყურადღებას რომ ავლენდნენ მართლმადიდებლობის მიმართ, მათ წინაშე ყველა მისი უპირატესობები გაიხსნებოდა.  

понедельник, 5 января 2015 г.

რწმენაზე აგებული ბიზნესი




უნდა ემსახურებოდეს თუ არა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა კომერციულ მიზნებს?

შეუძლია თუ არა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაადგინოს ან გააკონტროლოს ადამიანების მიერ შეწირული თანხების რაოდენობა?

შეუძლიათ თუ არა მწყემსებს, საკუთარი მდიდრული ცხოვრების მოწყობა სხვა ქრისტიანების მიერ შეწირული თანხების ხარჯზე?

(მიქა 3:11; მათე 6:19-21; 10:8; 2 კორინთელები 9:7; ეფესოელები 4:28; 1 თესალონიკელები 2:9; 4:11,12; 2 თესალონიკელები 3:7-12; 1 ტიმოთე 6:5; იაკობი 2:1-4; 5:1-3; გამოცხადება 18:3,7).


ჭეშმარიტება «უსასყიდლოდ» თუ ფულის სანაცვლოდ?
შესაწირავის ბიბლიური პრინციპი
ინდულგენცია
მეათედი
საეკლესიო ბიზნესი
კეთილდღეობის სასიხარულო ცნობა
მწყემსები რომლებიც მდიდრდებიან
იეჰოვას მოწმეების მაგალითი






                   ჭეშმარიტება «უსასყიდლოდ» თუ ფულის სანაცვლოდ?



  «ჰეი, მწყურვალნო, მოდით წყალთან! უფულოებო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ! მოდით, უსასყიდლოდ და უფასოდ აიღეთ ღვინო და რძე» (ესაია 55:1).