воскресенье, 29 марта 2015 г.

იონას ნიშანი. რომელ დღეს გააკრეს ბოძზე იესო?



ტრადიციულად მიიჩნევა, რომ იესო პარასკევს ეწამა და მოკვდა. ზუსტად აქედან მომდინარეობს სააღდგომო პარასკევის სახელწოდებაც - "დიდი (წითელი) პარასკევი". ფაქტიურად ყველა ადრეული ქრისტიანი, და ყველა გნოსტიკოსიც კი ერთი აზრისანი იყვნენ ამ საკითხში - წარმოუდგენელი ერთსულოვნებაა, თუ იმ დაპირისპირებებს გავითვალისწინებთ, რომლებიც ქრისტიანობაში ბობოქრობდა II საუკუნიდან მოყოლებული.

მხოლოდ სულ მცირე ხნის წინ დაიწყეს ცალკეულმა მკვლევარებმა სხვა ვერსიების წამოყენება, მაგალითად, რომ იესო ოთხშაბათს გააკრეს ბოძზე. ასეთი შეხედულების მხარდამჭერები იესოს სიტყვების ბუკვალური გაგებიდან გამომდინარეობენ: "როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში". (მათე 12:40) მათი აზრით, ქრისტეს სიკვდილიდან მის აღდგომამდე უნდა გასულიყო ზუსტად 72 საათი - წინააღმდეგ შემთხვევაში იესო ცრუწინასწარმეტყველი აღმოჩნდებოდა. მაგრამ ღირს კი ასეთი პედანტურები ვიყოთ?