четверг, 25 июня 2015 г.

წინასწარ განსაზღვრა თუ არა ღმერთმა ჩვენი სიცოცხლის დღეები?




ერთხელ მე უკვე შევეხე წინასწარ განსაზღვრის თემას, როდესაც წიგნ გოდებას 3:37 მუხლს განვიხილავდი. როგორც მე ვწერდი, ეს მონაკვეთი დიდი ხნის განმავლობაში არ ჯდებოდა ღვთის პიროვნების შესახებ ჩემს წარმოდგენაში, რომლიც სრულიად ბიბლიაზეა დაფუძნებული, სანამ უფრო ზუსტ თარგმანებს არ მივმართე. ასეთმა გამოკვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა წინასწარ არ განსაზღვრავს და წინასწარ არ განჭვრეტს აბსოლუტურად ყველა მოვლენას, რაც მსოფლიოში ხდება[1]

вторник, 23 июня 2015 г.

"განკურნებანი": წმინდა სულით მიღებული ძღვენი თუ ცდომილება?







«ძლევამოსილი საქმეები» იესოს სახელით


იესოს სასწაულები: რისთვის?


ღვთისგან მომდინარე ნიჭები შეწყდა

ვინ დგას «ძლევამოსილი საქმეების» უკან?

როგორ ამოვიცნოთ?

სინამდვილეში განკურნებებია?

დასკვნა




მე მინახია მორწმუნე ადამიანები, რომელთა რწმენის სიმტკიცეც დაფუძნებულია მხოლოდ "სასწაულებისა" და "განკურნებების" შესახებ მონაყოლ ამბებზე, რომლებიც ვიღაცეებს ოდესღაც გადახდათ მათი რელიგიური ლიდერების ღვთისმსახურებისას. «რას ლაპარაკობ? – გაკვირვებულები ამბობენ ისინი, - განა შეიძლება ყოველივე ეს ღვთის ძალის გარეშე ხდებოდეს? განა ეს, ჩემი ეკლესიის მიმართ ღვთის კეთილგანწყობის მტკიცებულება არაა?»

კარგი კითხვაა, დამეთანხმებით. ერთის მხრივ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს სჯერათ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების იმის შესახებ, რომ სასწაულებრივი ძღვენები, რომლებიც ხშირი იყო
I საუკუნეში, «შეწყდება» და «გაუქმდება» (1 კორინთელები 13:8-10). მეორეს მხრივ კი, ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის რაღაც «სასწაულებრივი განკურნებების» შესახებ, რომლებსაც ეკლესიების გამოჩენილი ლიდერები ახდენენ საკუთარ რელიგიურ «შოუებზე». საუბრობენ «უამრავ» განკურნებებზე და გამოჯანმრთელებაზე, თანაც, ზოგჯერ ისეთებზეც კი, რომლებიც არანაირად არ ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მეთოდებით მკურნალობას. თითქოსდა, მართლაც სასწაულია! ან, იქნებ, მოციქულთა პერიოდის სასწაულებრივი ძალა დღემდე აგრძელებს მოქმედებას?