«ჭეშმარიტების ყველაზე ნათელი ნიშანი – უბრალოება და სწავლების იოლი გაგებაა. სიცრუე კი ყოველთვის რთული, პრეტენზიული და სიტყვაუხვია» (ლევ ტოლსტოი)
თუ თქვენ სამების შესახებ «ქრისტიანობაში» ფესვგადგმული სწავლების გწამთ, მაგრამ ამავდროულად მაინც გულწრფელი ადამიანი ხართ, რომლისთვისაც ბიბლიური ჭეშმარიტებაა მნიშვნელოვანი და არა «ადამიანური გადმოცემები» და უაზრო ქვეყნიური ფილოსოფია (კოლოსელები 2:8), მაშინ შეეცადეთ ქვემოთ მოყვანილი ბიბლიურ მუხლებსა და თანდართულ კითხვებს გადაავლოთ თვალი. აიღეთ ხელში თქვენი ბიბლია და მოთმინებით შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა სამების შესახებ სწავლება იმას, რასაც ღვთის სიტყვა ამბობს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, შეეცადეთ გულწრფელი იყოთ ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე!