понедельник, 4 апреля 2016 г.

იეჰოვას სახელს უნდა ვაცხადებდეთ თუ ქრისტეს სახელს?



  ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმადი შეკითხვა ოპონენტების მხრიდან, ასე ჟღერს: "განა ასეთ დიდ აქცენტს უნდა აკეთებდეთ იეჰოვას სახელის გაცხადებაზე? პირველი ქრისტიანები ხომ იმით იყვნენ ცნობილნი, რომ ქრისტეს შესახებ ლაპარაკობდნენ! ქრისტე ხომ – ჭეშმარიტებაა!"

  თანმიმდევრულად განვიხილოთ ეს საკითხი.



 იესო «იმიტომ [მოვიდა] ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დაემოწმებინა» (იოანე 18:37). რა თქმა უნდა, იესოა «გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე» (იოანე 14:6). თუმცა ჭეშმარიტება, რომლის შესახებაც ის ამოწმებდა, საკუთარ თავში იმაზე გაცილებით მეტს მოიცავდა, ვიდრე უბრალოდ საკუთარ თავზე, როგორც მესიაზე დამოწმებას. როგორც იესოს, ასევე მისი მოციქულებისა და ასევე პირველი ქრისტიანების ქადაგების მთავარ თემას ღვთის სამეფო წარმოადგენდა (მათე 4:17,23; 10:7; 24:14; ლუკა 4:43; 8:1; 9:2,11; საქმეები 19:8; 28:30,31). როგორც ისტორიკოსი ერლ. ე. კერნსი შენიშნავს, «სახარების ნებისმიერ, სულ მცირე ყურადღებიან გამოკვლევასაც კი მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ იმ მთავარს, რისი გადაცემაც სურდა იესოს ადამიანებისათვის, სამეფოს შესახებ ცნობა წარმოადგენდა» («ქრისტიანობის გზებით»). ჭეშმარიტი ქრისტიანები, ჰბაძავენ რა იესოს, ასევე სამეფოს ხდიან ქადაგების მთავარ თემად.

  გარდა ამისა, I-ლ საუკუნეში იესოს მოწაფეები, როგორც ცნობილია, განსაკუთრებულ ყურადღებას ჭეშმარიტი ღმერთის, ზეციერი მამის განდიდებას უთმობდნენ (საქმეები 14:14,15; 17:22,23; 20:21). ისინი ღვთის სახელს განადიდებდნენ (ებრაელები 6:10; 13:15; გამოცხადება 15:4; 19:1-6). ამაში პირველი ქრისტიანები იესოს ჰბაძავდნენ, რომელიც თავისი მამის სახელის განწმენდას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა (მათე 6:9; იოანე 5:43; 10:25; 12:28; 17:6,11,12,26).

  ეს უდიდეს პარადოქსს წარმოადგენს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – თანამედროვე ქართველი «ქრისტიანები» დღემდე უცნაურ უცოდინარობაში არიან იმასთან დაკავშირებით, რომ სამოციქულო ეკლესია არა მხოლო მესია იესოს შესახებ რწმენის შესახებ ქადაგებდა, არამედ მის მამას, იეჰოვა ღმერთსაც სცემდა თაყვანს. (თუმცაღა, ეს დაუდევრობა როგორც ჩანს იმით აიხსნება, რომ საქართველოში რელიგიური თავისუფლება შედარებით გვიან გაჩნდა, დაახლოებით 90-იან წლებში, – რაც უცილობლად აისახა თანამედროვე ბიბლეისტიკის დონეზე). ამასთანავე, პირველი ქრისტიანების იეჰოვა ღმერთისადმი მსახურება მკვლევარებში არასოდეს ბადებდა კითხვის ნიშნებს, არც წარსულში და არც დღეს.


«იეჰოვა [წინასწარმეტყველი მოსესათვის] იგივეს წარმოადგენდა, რასაც ქრისტიანებისათვის – ანუ სამყაროს ღმერთს» (პ.ი. ჩაადაევი, რუსი მოაზროვნე).

«სამლოცველო შეკრებების დროს [მოციქულები] ტაძარს სტუმრობდნენ და სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ იეჰოვასადმი ლოცვებში» (დ. ბოგოლეპოვი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი).

«[ადრეულ] ქრისტიანებს მხოლოდ ღმერთი იეჰოვასი სწამდათ» (ჯეიმს ნორტი, ისტორიკოსი).


  კრიტიკოსების მხრიდან იმის მცდელობა, რომ ეჭვქვეშ დააყენონ მოცემული გარემოება, აუცილებლად იმსხვრევა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების ფონზე. კერძოდ, თავად იესო, მოციქულები და ქრისტიანთა პირველი თაობა, მსახურებაში აქტიურად იყენებდნენ სეპტუაგინტას (ძველი აღთქმის ბერძნულენოვან თარგმანს), რომელშიც ასობით ადგილას იყო გამოყენებული ტეტრაგრამატონი (ებრაული ასოებით დაწერილი იეჰოვას/იაჰვეს სახელი). აი რა არის ამასთან დაკავშირებით აღნიშნული ვ. კაბანოვის წიგნში «ტეტრაგრამატონი»:


«თავდაპირველად სეპტუაგინტაში ღვთის სახელი იყო; აღმოჩენილ ხელნაწერებში LXX რომელიც ძვ. წ. II - ახ. წ. I საუკუნეებით თარიღდება, ტექსტში ტეტრაგრამატონი გვხვდება; თანაც ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ის ორიგინალურ ებრაულ ტექსტში იყო განთავსებული. სეპტუაგინტის არცერთი ცნობილი ასლი, რომელიც ძვ.წ. მეორე საუკუნიდან - ახ.წ. პირველ საუკუნემდე თარიღით თარიღდება – ტეტრაგრამატონს არ ცვლის «კირიოსით» […] დღეისათვის სწავლულების ხელთაა არა მხოლოდ ადრეული ეკლესიის ისტორიკოსებისა და ბიბლეისტების მტკიცებულებები, არამედ ასევე სეპტუაგინტის უძველესი ხელნაწერების ფრაგმენტებიც; ანუ იმის ცოცხალი მტკიცებულებები, რომ ამ უძველეს თარგმანში თავდაპირველად ტეტრაგრამატონი იყო. ნებისმიერი ობიექტური და მიუკერძოებელი მკვლევარი, ამ თემასთან დაკავშირებული ფაქტების გაცნობის შემთხვევაში, აუცილებლად ასეთივე დასკვნამდე მივა». 

  ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ I საუკუნის სამოციქულო ეკლესიას, ქადაგებისა თუ ღვთისმსახურებისას, შეუძლებელია მსმენელების ყურადღება არ გაემახვილებინა იეჰოვას სახელზე: ის გამუდმებით იყო მათ თვალწინ, ვინც წმინდა წერილებს კითხულობდა. მხოლოდ და მხოლოდ II საუკუნის პირველი ნახევრიდან, რომის იმპერიაში გაზრდილი ანტისემიტური განწყობის გამო, როდესაც ის ყველაფერი, რაც სულ მცირედ მაინც შეიძლებოდა რომ იუდაიზმთან გაიგივებულიყო, ავტომატურად ექვემდებარებოდა განადგურებას, სეპტუაგინტის ახალ ასლებში «გაწმენდილი» იქნა ყველა ის ადგილი, რომელიც ტეტრაგრამატონს შეიცავდა და ის ფრაზა «კირიოს»-ით («უფალი») ან «თეოს»-ით («ღმერთი») ჩაანაცვლეს. (ამავე პერიოდში მოხდა ასევე სხვა ცვლილებებიც, კერძოდ, პასექის იუდაური თარიღის (უფლის სერობის, 14 ნისანი) აღდგომის დღით ჩანაცვლება). 

ან კი როგორ შეიძლება იეჰოვას სახელის იგნორირება, თუ თავად იესოს სახელიც კი თეოფორმული იყო, ანუ ტეტრაგრამატონს შეიცავდა?


«იესო [ბერძ. Jesus, მომდინარეობს ებრაულიდან Jesua, რაც შემოკლებული ფორმაა სახელისა Jehosua: "იაჰვე ხსნაა"» (ქრისტიანობის ლექსიკონი, 2011წ.).



  კიდევ ერთ ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს ავტორიტეტული ნაშრომი «მოციქულთა დადგენილებები», რომლის ავტორადაც ტრადიციულად კლიმენტი რომაელი მიიჩნევა (ისტორიკოსი ევსები კესარიელის თანახმად, კლიმენტი მოციქულების თანამედროვე იყო და რომის ეკლესიის ეპისკოპოსად მსახურობდა ახ.წ.92-101 წლებში) თუმცაღა, სხვა ვარაუდებით, ამ ნაშრომის ავრტორი ახ.წ. IV საუკუნეში ცხოვრობდა. ასეა თუ ისე, მოცემულ ნაშრომში, რომელიც კანონიკური სამართლის ადრეულ კოდექსად ითვლება, დაახლოებით 250-ჯერ მოიხსენიება ღმერთი სახელით იაჰვე. თანაც, რაც საყურადღებოა, ზეციერ მამას ეწოდება სახელი იაჰვე არა მხოლოდ იუდეველთათვის, არამედ ქრისტიანთათვისაც. ნაშრომში მოცემულია მრავალრიცხოვანი ლოცვა და მიმართვა, რომლებიც ქრისტეს სახელით იაჰვესადმია მიმართული. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ყველაზე ცნობილი ლოცვის «მამაო ჩვენო»-ს ხსენება:


«ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ მოიქცევით, როგორც თვალთმაქცები, არამედ ისე ილოცეთ, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში: "მამაო ჩვენო, იაჰვე რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ასევე დედამიწაზე…"» (წიგნი მეშვიდე).

  მოცემული მაგალითები იმის ნათელ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ადრეული ქრისტიანები საკმაოდ ფართოდ იყენებდნენ იეჰოვას (იაჰვეს) სახელს ქადაგებისას, ლოცვებში და ღვთისმსახურებაში. ეს არ წარმოადგენდა რაიმე არაორდინალურს, თორემ სხვა შემთხვევაში იმ დროის ქრისტიანული კრებებისადმი მიწერილ ასეთ ავტორიტეტულ წერილში ღვთის სახელი ასობით ადგილას არ ჩაიწერებოდა. სრულიად ნათელია, რომ იაჰვეს სახელის ასე ხშირად მოხსენიება სავსებით ბუნებრივ რამეს წარმოადგენდა ადრეული ქრისტიანების ცხოვრებასა და მსახურებაში, და ზუსტად ამიტომ არ იწვევდა მათში რაიმე სახის გაუგებრობებსა და კითხვებს. რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით თანამედროვე «ქრისტიანებზე»…


  ამასთანავე სხვა მიზეზებიც არსებობს, რომელთა გამოც ძნელია დაეთანხმო ზემოთმოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოსდა პირველი ქრისტიანები მხოლოდ იესოს სახელის შესახებ ქადაგებდნენ. ის ადამიანები, ვინც ამას ამტკიცებენ, ისევ და ისევ ცუდად იცნობენ ადრეული სამოციქულო კრების მსახურების ისტორიულ ფონს.

  პირველ საუკუნეში, იუდეველი მასწავლებლების საუკუნოვანი ძალისხმევის წყალობით, კანონის შესახებ ცოდნა, იმ დროისათვის ცნობილ მთელ მსოფლიოში იქნა გავრცელებული (შეადარეთ მათე 23:15). ებრაულ სინაგოგებს განსხვავებული კულტურის მქონე მრავალ ქალაქში შეხვდებოდით, ებრაული დიასპორის მსხვილ ცენტრებში კი ისინი მრავალ ათას ადამიანს ითვლიდნენ (საქმეები 9:2,19,20; 13:4,5,14; 14:1; 15:21; 17:1,10,16,17; 18:1,4,19). დიდი რაოდენობით წარმართები გახდნენ პროზელიტები და იუდაიზმი მიიღეს. ისტორიკოსები ერთსულოვნები არიან იმაში, რომ იუდაიზმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რელიგია გახდა ბერძნულ-რომაულ სამყაროში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იმ დროს დაბადებული ქრისტიანული კრება, რომელიც საკუთარი სწავლებების დასასაბუთებლად ძველაღთქმისეულ ტექსტებს იყენებდა, იმ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობის თვალში ისე ჩანდა, როგორც იუდაიზმის კიდევ ერთი განშტოება. როდესაც ზეციერი მამა იეჰოვას შესახებ ამოწმებდნენ, ქრისტიანები, არსებითად, იმავე ღმერთზე საუბრობდნენ, რომელსაც იუდაიზმი ქადაგებდა. მათი მონოთეიზმი, თუმცა კი იმპერიის მცხოვრებთა უმეტესობისათვის არაპოპულარული იყო, სრულ თანხმობაში იყო იუდაიზმის მიმდევართა შეხედულებებთან. 

  მაგრამ იეჰოვამ ქრისტიანებს ის მისცა, რაც მკვეთრად განასხვავებდა მათ ცნობას იუდაური სწავლებისაგან. თავის მსახურებაში ქრისტიანები საუბრობდნენ მესიის, იესო ქრისტეს როლზე. ქრისტეს შესახებ ზუსტად ეს სიტყვები აღმოჩნდა ზოგიერთისთვის «დაბრკოლება, [სხვებისთვის კი] — უგუნურება» (1 კორინთელთა 1:23). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ერთადერთ ღმერთ იეჰოვას შესახებ სწავლება უკვე შედარებით ცნობილი იყო, იესოს შესახებ მოწმობა, რომელიც ასე უჩვეულო იყო აღსაქმელად წარმართთა და იუდეველთა რელიგიური მოაზროვნეებისათვის, მათ თვალში ქრისტიანთა ყველაზე განმასხვავებელ ნიშნად იქცა. ეს მცირერიცხოვანი ხალხი, იმ დროს ერთადერთნი იყვნენ მთელ მსოფლიოში, ვისაც უფალი იესოსა და მისი გამოსასყიდის მიმართ გააჩნდათ რწმენა. ზუსტად ამიტომ უთმობდნენ პირველი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას შესახებ ქადაგების პარალელურად, ასე დიდ ყურადღებას იესოს შესახებ დამოწმებას.  

  თუმცა დღეს სიტუაცია სრულიად სხვა შუქში წარმოგვიდგება. მსოფლიო უკვე მილიარდზე მეტ «ქრისტიანს» ითვლის! საზოგადოება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ათასობით «ქრისტიანული» ეკლესიებითაა სავსე. პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც არასოდეს და არაფერი გაეგოს იესოს შესახებ. მრავალი ადამიანი მარტივად უწოდებს საკუთარ თავს «ქრისტიანს» და ამით დღეს ვეღარავის გააკვირვებ.

  მაგრამ რისი თქმა შეიძლება ადამიანების მიერ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას ძალაუფლების აღიარებაზე? ისწრაფვიან თუ არა ეს «ქრისტიანები» იმისაკენ, რომ იესო ქრისტეს მამას ემსახურონ? (იოანე 4:23; საქმეები 24:14). «წმინდაჰყოფენ» თუ არა ისინი ღვთის სახელს, რისკენაც მისი ძე მოგვიწოდებდა? (მათე 6:9). სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ მრავალმა ისიც კი არ იცის, თუ ვინაა იეჰოვა და ძე მამაში ერევათ. საეკლესიო ლიდერები თავის მრევლს ასწავლიან, რომ იეჰოვას სახელის თაყვანისცემა მნიშვნელოვანი აღარაა და რომ მამის ნაცვლად საჭიროა მის ძეს ემსახურონ. «ქრისტიანობის» თანამედროვე ვარიანტში ღმერთის შესახებ ბიბლიური გაგებებისა და სწავლებების კრიტიკული ტრანსფორმაცია მოხდა. შედეგად, დღევანდელ «ქრისტიანებს» ის აღარ სწამთ, რაც ქრისტეს პირველ მიმდევრებს სწამდათ.

  ამ პრობლემას მშვენივრად აცნობიერებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. და ზუსტად ამიტომაა, რომ ისინი მსახურებისას ადამიანებს არა მხოლოდ იესო ქრისტეზე ესაუბრებიან, არამედ ყურადღებას ამახვილებენ ბიბლიისა და მისი ავტორის - იეჰოვა ღმერთის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღების აუცილებლობაზე. და თუ პირველი საუკუნის ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებოდათ იმისათვის, რათა ადამიანები იმაში დაერწმუნებინათ, რომ იეჰოვა ღმერთს ჰყავს ძე, რომელსაც იესო ჰქვია, დღევანდელ ქრისტიანებს არანაკლები ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რათა დაამოწმონ, რომ იესოს ჰყავს მამა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც იეჰოვა ჰქვია!




  P.S. დასასრულს – მცირეოდენი თემატიკური სასარგებლო ინფორმაცია…

  ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება მოსაზრება, თითქოსდა იეჰოვას სახელს დროთა განმავლობაში უნდა დაეკარგა თავისი მნიშვნელობა და ადგილი იესო ქრისტესათვის უნდა დაეთმო. მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი მოსაზრება სინამდვილეში წარმოადგენს ერთგვარ «თეოლოგიურ ნოუ-ხაუს», ის უფრო ჩვენი დღეების მონაგონია და ვერავითარ სერიუზულ მხარდაჭერას ვერ პოულობს წარსულის მეცნიერებსა და თეოლოგებში.  


«ძველი აღთქმა ამბობს, რომ ღვთის სახელი ყოველთვის უნდა იქნეს გამოყენებული (გამოსვლა 3:15; მალაქია 1:11). ძველი აღთქმის ვერცერთ წიგნში ვერ ვიპოვით აზრს იმის შესახებ, რომ ღვთის სახელი თანდათანობით უნდა გამოსულიყო ხმარებიდან მისი მსახურების წრეში» (როლფ ფურული, მეცნიერი, ლინგვისტი, გებრაისტი).

«იეჰოვა… ამ სახელმა ძალიან მყარად გაიდგა ფესვები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეუძლებელია განდევნილი იქნას», - აღნიშნავს პროფესორი გუსტავ ფრიდრიხ ელერი. ღვთისმეტყველი ვოლტერ ლოურის სიტყვების თანახმად კი, «ის ადამიანი, რომელიც ღმერთს სახელით არ იცნობს, არსებითად, არ იცნობს მას როგორც პიროვნებას».

  ამ საკითხში არც რუსეთი წარმოადგენს გამონაკლისს.

«თითქმის 1914-1915 წლებამდე იეჰოვას სახელი ძალიან გავრცელებული იყო რუსეთის ათასობით მოქალაქეთა შორის… დღეს მართლმადიდებლებმა არც კი იციან იმის შესახებ, რომ სულ რაღაც ასი წლის წინათ, იეჰოვას სახელი ძალიან გავრცელებული იყო მათ თანამორწმუნეთა შორის. ისტორიულ ბიბლიოთეკებში შემორჩენილი იშვიათი წიგნები ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან ამის შესახებ» (ვ.ა. კაბანოვი «ტეტრაგრამატონი»).

  რუს კლასიკოსთაგან მრავალი იყენებდა ღვთის სახელს თავის ნაწარმოებებში…


"…Как жаль, что ранними громами его сразил Еговы гнев!" (А.С. Пушкин, «Из письма к Вигелю»).

"Иди к народу. Мой пророк! Вещай, труби слова Еговы! Срывай с лукавых душ покровы и громко обличай порок!" (Федор Глинка, «Призвание Исайи).

«…В ком вера не мертва, кто сознает всю животворность Слова, тот всюду зрит наитье Божества и слышит все, что говорит Егова» (В.Г. Бенедиктов, «И ныне»).

  …ასევე ისეთი მწერლები, როგორებიც იყვნენ ი.ს. ტურგენევი, ნ.ს. ლესკოვი, ფ.მ. დოსტოევსკი, პოეტები გ.რ. დერჟავინი, მარინა ცვეტაევა, იოსიფ ბროდსკი და მრავალი სხვა ცნობილი მოღვაწე…





 P.S. გამონაკლისს არც ქართველი მწერლები თუ პოეტები წარმოადგენდნენ. ქვემოთ მოცემულია იმ წიგნების სია (ქართული ან ქართულად ნათარგმნი), რომლებშიც ღვთის სახელი, იეჰოვაა მოხსენიებული:
  1.    აკაკი წერეთელი - მე-5 ტომი გვ.40;  წიგნი: დავითის გვირგვინი მე-4 ტომი გვ. 259.
  2.    ილია ჭავჭავაძე - თხზულებანი  თარგმანები მე-3 ტომი გვ. 63.  პოემა: „კაენი“.
  3.  გალაქტიონ ტაბიძე - ხუთტომეულის 1-2 ტომი. ლექსები: „სასიკვდილო მწუხარება“ და „ქანდაკება“.
  4. მურმან ლებანიძე - წიგნი: „უკვდავი ყვავილები“. ლექსი: „ჰიმნი ბრძოლის წინ“. ლექსების კრებული 1986 წლის გამოცემა. გვ. 153-154.
  5. გრიგოლ რობაქიძე - „ჩაკლული სული“ 1991 წლის გამოცემა. სტალინის ჰოროსკოპი 1997 წელი.
  6. ტიციან ტაბიძე - „ძრწოდე ვალტასარ“, „შურისძიება“, ეპიფსიხიდიონი“, „ებრაული მელოდია“, „სატანის ქნარზე“.
  7. კონსტანტინე გამსახურდია - მე-6 ტომი „დაუკარ სანჯი“, მე-9 ტომი „ლეონარდო და ვინჩი“, დავით აღმაშენებელი მე-3 ტომი გვ. 240.
  8. კონსტანტინე ლორთქიფანიძე - თხზულებები 3 ტომად, მე-3 ტომი პოემა „მოსე“.
  9. მიხეილ ჯავახიშვილი - ჯაყოს ხიზნები.
  10. მერაბ კოსტავა - „ფიქრი საქართველოს მისიაზე“; ლექსების კრებული: ლექსი „ძალუმი ვით იეჰოვა“.
  11. აკაკი გელოვანი - „სიბრძნის სიმფონია“.
  12. იროდიონ ევდოშვილი - „ისმინე ერო ისრაელისა“, „იერუსალიმს“, გვ. 60,141,188.
  13. კონდრატე თათარაშვილი - „უიარაღო“ 1-2 ტომი.
  14. ლევან სანიკიძე - ხაბირუელ...ისრაელ...ებრაელ...
  15. ზურაბ ჭუმბურიძე - „რა გქვია შენ?“ სახელები ილია და ელია.
  16. ილია მეორე - საეკლესიო კალენდარი 1992 წელი გვ.203.
  17. არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი - საღვთო სჯულის ისტორია.
  18. საბავშვო ენციკლოპედია - გვ. 66.
  19. ბროშურა : სკოლა და ცხოვრება 1992 წლის 15 ნოემბერი.
  20. ბიბლიის ენციკლოპედია, ერთტომეული - გვ. 152,154.
  21. ჰენრიკ სენკევიჩი - ვიდრე ხვალ გვ. 386.
  22. ენ ვეტმა - კვერცხები ჩინურად გვ. 9.
  23. ჯონ მილტონი - დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“ გვ. 27-30.
  24.  ოსტროვსკი - როგორ იწრთობოდა ფოლადი გვ. 84.
  25.  უოლტერ სკოტი - აივენჰო გვ. 479.
  26.  ანატოლ ფრანსი - „ანგელოსთა აჯანყება“ გვ. 4.
  27.  წიგნი: წმინდა გიორგი
  28.  მაინ რიდი - უთავო მხედარი თავი 32, გვ. 196
-------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий