воскресенье, 30 октября 2016 г.

სამყაროს აღსასრული

სამყაროს აღსასრულის მოლოდინი — კაცობრიობის უძველესი გართობის ფორმაა. (დევიდ მიტჩელი. "ღრუბლიანი ატლასი") 

წარმოიდგინეთ, რომ გაჩერებაზე დგეხართ და ავტობუსს ელოდებით. თქვენ ძალიან გჭირდებათ სხვა ქალაქში გამგზავრება, რადგან ამ ქალაქისკენ საშინელი ურაგანი მოემართება. მეტეოროლოგები ერთსულოვნად აცხადებენ, რომ ამ ქალაქისთვის - ეს პირდაპირი გაგებით "სამყაროს აღსასრული" იქნება. 

ამის შესახებ უკვე ყველა გააფრთხილეს, მაგრამ მხოლოდ ერთეულებმა დაუჯერეს ამ სერიოზულ გაფრთხილებას, რადგან ამ ქალაქში წინათ არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. თანაც ყველამ ისიც კარგად იცის, თუ რა ხშირად ცდებოდნენ თავის პროგნოზებში მეტეოროლოგები. მაგრამ მიუხედავად ამისა გაჩერებაზე ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკრიბა.



დრო გადიოდა, ავტობუსი კი არსად ჩანდა. ზოგიერთებმა, უკმაყოფილო ბურტყუნით, გაჩერების დატოვება დაიწყეს. ისინი მიჩვეულნი არ იყვნენ დიდხანს ლოდინს, და რადგანაც მოსალოდნელი უბედურება ჯერჯერობით არსად ჩანდა, მათ საკუთარი თავი დაარწმუნეს, რომ ის ალბათ უკვე აღარც მოხდებოდა. 
ამინდი უარესდებოდა, ჩამობნელდა, ავტობუსი კი კვლავ არა და არ ჩანდა. ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ გაჩერებას, ისინი ლოდინით დაიღალნენ, თუმცა სადღაც სულის სიღრმეში მაინც სჯეროდათ, რომ უბედურება აუცილებლად მოხდებოდა. მაგრამ იქნებ დღეს არა? 
წვიმა წამოვიდა, და მათთვის, ვინც სულ მცირედ მაინც ეჭვობდა და მერყეობდა, ეს იყო ის ბოლო წვეთები, რომლებმაც მათი მოთმინების ფიალა აავსეს. გაბრაზებულები და დაღვრემილები, სახლისაკენ გაიქცნენ, რათა წვიმისაგან დაეცვათ თავი. 
ზუსტად ამ მომენტში მოვიდა სანატრელი ავტობუსი. ყველაზე მომთმენები მასში ჩასხდნენ და სახიფათო ზონა დატოვეს. ღამით, როდესაც ყველას თავის თბილ ლოგინებში ეძინა, ქალაქში საშინელი სტიქიური უბედურება მოხდა. ყველა, ვინც ყურად არ იღო გაფრთხილება და ქალაქი არ დატოვა, დაიღუპა...


აგერ უკვე თითქმის ორი ათასი წელია რაც ადამიანებმა იმ უბედურების შესახებ იციან, რომელიც ადრე თუ გვიან დედამიწის ყველა მცხოვრებზე მოაწევს:
 ...იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება.  (მათე 24:21) 
ეს სიტყვები იესო ქრისტემ თქვა, და არავითარი საფუძველი არ გვაქვს არ გვჯეროდეს მისი. მაგრამ როდის იქნება ეს დიდი გასაჭირი და შესაძლებელი იქნება თუ არა ამ "სამყაროს აღსასრულისაგან" თავის დაღწევა? ესაა ის უმთავრესი შეკითხვა, რომელიც ადამიანებს მრავალი ათასწლეულია აწუხებს. არის თუ არა რაიმე ცუდი იმაში, ქრისტიანს თუ ეს საკითხი აინტერესებს? 
როდის იქნება სამყაროს აღსასრული? 
არა, მისით დაინტერესება სრულიად ბუნებრივია, რადგან ქრისტიანებისათვის ეს სამყაროს აღსასრული კი არა, სიბნელის აღსასრულია. ზუსტად ამიტომაც ჰკითხეს ერთხელ მოციქულებმა იესოს: 
სხვა დროს, როცა შეიკრიბნენ, ჰკითხეს მას: "უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?"  (საქმეები 1:6) 
იესომ მათ ასეთი სიტყვებით უპასუხა: 
მან მიუგო: თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები და ვადები, რომლებიც მამის ძალაუფლებაშია...  (საქმეები 1:7) 
მან მშვენივრად იცოდა, რომ ეს დრო არ დადგებოდა ასე სწრაფად, მაგრამ არც ზუსტი თარიღი იცოდა, როგორც მინიმუმ იმ მომენტში მაინც: 
იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ. (მათე 24:36)
იესოს ასეთი კონკრეტული პასუხის მიუხედავად, ისტორიაში მაინც მრავალი ადამიანი იყო, და თანაც ხშირად ზუსტადაც რომ "ქრისტიანები", რომლებიც მეორედ მოსვლის წინასწარმეყველებას ცდილობდნენ. 
მე ხშირად გამოვიყენებ ტერმინს "სამყაროს აღსასრული", რადგან ზუსტად ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ წარსულში და ასეთი წარმოდგენა აქვთ დღეს მრავალ მათგანს, ვინც ცდილობდა ან დღემდე ცდილობენ ქრისტეს მეორედ მოსვლის, არმაგედონის, აპოკალიფსის წინასწარმეტყველებას. ადამიანთა უმრავლესობისათვის - ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. პირადად მე არ ვიზიარებ იმ თვალსაზრისს, რომ დედამიწა და მთლიანად კაცობრიობა განადგურებული იქნება საშინელ კატასტროფაში. რადგან ბიბლიაში ნათლადაა ნათქვამი: 
თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება.  (ეკლესიასტე 1:4)



უნდა დავადანაშაულოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენის წინასწარმეტყველებას ცდილობდნენ, მძიმე ცოდვებში ან უნდა მივიჩნიოთ ისინი ცრუ წინასწარმეტყველებად? აქ საჭიროა მკვეთრი ზღვარი გავავლოთ აშკარა სიცრუესა და უბრალო შეცდომებს შორის. და ამ საზღვრის როლს აქ ის მოტივები შეასრულებენ, რომლითაც ეს "წინასწარმეტყველები" ხელმძღვანელობდნენ. მოტივები კი სხვადასხვანაირი არსებობს. 

"წინასწარმეტყველთა" პირველ ჯგუფს შეგვიძლია ისინი მივაკუთვნოთ, რომლებიც სამყაროს აღსასრულის შესახებ მხოლოდ იმიტომ "წინასწარმეტყველებენ", რათა სახელი გაითქვან და ისეთი ხალხი მიიზიდონ თავის მხარეს, რომელთა მანიპულირებასაც შეძლებენ შემდეგ. ასე ხდება ხშირად სხვადასხვა საიდუმლო სექტებში, სადაც ქარიზმატული ლიდერები სამყაროს აღსასრულის "მათრახს" და სიკვდილის შემდეგ ზეცაში მარადიული ნეტარების "ნამცხვრის ნაჭერს" იყენებენ. ეს ადამიანები ჩვეულებრივ არ იყენებენ წმინდა წერილებს, არამედ ამტკიცებენ, რომ ღმერთი ან მისი წარმომადგენელი პირადად მათ ესაუბრება. სამყაროს აღსასრულის ამ წინასწარმეტყველების მიმართ მოსეს კანონის ეს პრინციპი შეიძლება იქნას გამოყენებული: 


წინასწარმეტყველი, რომელიც გაბედავს იმის თქმას, რაც მე არ მექნება ნაბრძანები ან სხვა ღმერთების სახელით ილაპარაკებს, ის წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს. თუ იკითხავ შენს გულში, საიდან გავიგო, რომ ეს სიტყვა იეჰოვას არ უთქვამსო? თუ წინასწარმეტყველი იეჰოვას სახელით ილაპარაკებს და ნათქვამი სიტყვა არ ასრულდება, არ ახდება, იეჰოვას არ უთქვამს ის სიტყვა. კადნიერებით ულაპარაკია იმ წინასწარმეტყველს. არ შეგეშინდეს მისი.   (კანონი 18:20-22) 

ჩვენ აქ გასაგებ პრინციპებს ვხედავთ: ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი ის არის, ვინც იეჰოვასგან მომდინარე ცნობას გადასცემს, როგორც ეს მოსესა და სხვა წინასწარმერტყველების შემთხვევაში იყო. ღმერთი პირადად ან ანგელოზების მეშვეობით ელაპარაკებოდა ამ ადამიანებს, ისინი კი მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემდნენ ამ სიტყვებს ადამიანებს და "წიგნებში" წერდნენ მათ.


ხოლო თუ წინასწარმეტყველი, იეჰოვას გარდა, სხვა ღმერთების სახელით ლაპარაკობდა, მისი წინასწარმეტყველება რომც შესრულებულიყო, ის ცრუ წინასწარმეტყველად ითვლებოდა. ასევე წინასწარმეტყველს იეჰოვას სახელითაც რომ ელაპარაკა, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება არ შესრულებულიყო, მაშინ ისიც ასევე ითვლებოდა ცრუ წინასწარმეტყველად. 
ბიბლიაში არაერთხელაა აღწერილი ასეთი ცრუ წინასწარმეტყველები და ძალიან ხშირად მათ წინააღმდეგ სასტიკი განაჩენი იქნა გამოტანილი, როგორც ამას მოსეს კანონი მოითხოვდა. 
უთხრა მათ ელიამ: "შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველები! არც ერთი არ გაუშვათ!" მათაც მაშინვე შეიპყრეს. ჩაიყვანა ელიამ ისინი კიშონის ხევში და იქ დახოცა. (1 მეფეები 18:40)
მაგრამ აქ ერთი ნიუანსი არსებობს: მრავალი წინასწარმეტყველება ეძლეოდათ არა ერთი დღით, თვით ან წლით ადრე, არამედ ასწლეულითა და ათასწლეულით წინაც კი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველებისა და წინასწარმეტყველის ჭეშმარიტების შესახებ განსჯა მხოლოდ მის შთამომავლებს შეუძლიათ. და აი ჩვენ ნელნელა "წინასწარმეტყველთა" მეორე ჯგუფს ვუახლოვდებით. 
"წინასწარმეტყველთა" მეორე ჯგუფს შეიძლება ის ადამიანები მივაკუთვნოთ, რომლებთანაც არ საუბრობდა ღმერთი ან მისი წარმომადგენელი, ისინი არც კი აცხადებენ ამაზე პრეტენზიას, არამედ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ შესრულდება იმ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების წინასწარმეტყველებები, რომლებიც ათასობით წლის უკან ცხოვრობდნენ და რომელთა წინასწარმეტყველებებიც ბიბლიაშია თავმოყრილი. 
შეიძლება თუ არა ამ ადამიანებს წინასწარმეტყველები ეწოდოთ? არა, რადგან ისინი ღვთისგან მომდინარე ცნობის გადაცემას კი არ ცდილობენ, არამედ ისინი უბრალოდ უკვე წარმოთქმული წინასწარმეტყველებების გაშიფრვას ცდილობენ. და ყველაზე ხშირად ასეთ ადამიანებს ამოძრავებს არა ეგოისტური მოტივები, არამედ ღვთის ჩანაფიქრის გაგების სურვილი. ისინი მოუთმენლად ელოდებიან დედამიწის "საქმეებში" ღვთის ჩარევას, რომელიც ადამიანებს დაავადებებისაგან, ბოროტებისაგან, უსამართლობისა და სიკვდილისგან განთავისუფლებასაც კი ჰპირდება.

ზუსტად ასეთი მოტივები გააჩნდა წინასწარმეტყველ აბაკუმს, როდესაც ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართავდა ლოცვით: 
როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე? როდემდე უნდა გთხოვდე ხსნას ძალადობისგან და არ გვშველოდე? რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემს თვალწინ? რატომ ჩხუბობენ და რატომ დავობენ?  (აბაკუმი 1:2,3) 
რა უპასუხა ღმერთმა წინასწარმეტყველს? განა უთხრა მან: "შენი საქმე არაა, თუ როდის და რას გავაკეტებ, და გავაკეთებ თუ არა საერთოდ!" არა, მას ესმოდა თუ რატომ სურდა ამ გულმართალ ადამიანს დროებისა და ვადების ცოდნა, ამიტომ მას ასეთი სიტყვებით უპასუხა: 
"ჩაიწერე ხილვა, გარკვევით ამოკვეთე ფილებზე, რათა თავისუფლად შეძლოს მისი წაკითხვა ხმამაღლა წამკითხველმა. ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება.  (აბაკუმი 2:2,3) 
მთელი ეს სტატია უპირველესად იმისათვის იწერება, რათა გულწრფელმა მკითხველმა შეძლოს განსხვავების დანახვა ცრუ წინასწარმეტყველებსა და ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს შორის, და ამ უკანასკნელებს არ მიაწეროს ცუდი მოტივები და ცოდვაც კი, როდესაც ისინი ხანდახან შეცდომას უშვებენ საკუთარ გამოთვლებში. 
ძალიან ყურადსაღებია ცნობილი მეცნიერის, ისააკ ნიუტონის მაგალითი. მას ყველა ისე იცნობს, როგორც იმ ადამიანს, რომელმაც მსოფლიო მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა. ყველამ იცის ისტორია იმ ვაშლის შესახებ, რომელიც თითქოსდა თავში დაეცა მას და რომელმაც ფიზიკაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენისაკენ აღძრა. 
მაგრამ ნაკლებად ვინმემ თუ იცის, რომ თავად ისააკ ნიუტონი, თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მიიჩნევდა არა «ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკურ საწყისებს», რომელშიც მსოფლიო მიზიდულობის კანონი გადმოსცა, არამედ წიგნს "შენიშვნები წინასწარმეტყველი დანიელის წიგნზე და წმინდა იოანეს აპოკალიფსი". რა არის ასეთი მნიშვნელოვანი ბიბლიის მაინც და მაინც ამ ორ წიგნში, რომ დიდებულმა მეცნიერმა ამდენი ყურადღება დაუთმო მათ? ისინი წინასწარმეტყველური წიგნებია, და შეიძლება დავამატოთ: ყველაზე გრანდიოზული წინასწარმეტყველური წიგნები, რადგან ისინი კაცობრიობის ისტორიას წინასწარმეტყველებენ მრავალი ასწლეულითა და ათასწლეულით ადრეც კი.

როგორ ფიქრობთ, ყველაფერი სწორად განმარტა ისააკ ნიუტონმა? რა თქმა უნდა არა! იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო შესრულებული იმ წიგნებში მოცემული წინასწარმეტყველებები, და ამიტომ მას უბრალოდ არ შეეძლო ყველაფრის ბოლომდე მიხვედრა. რადგან წინასწარმეტყველებების უმეტესობის სრულიად გაგება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ისინი უკვე შესრულდება: 
თავიდან მისმა მოწაფეებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ როცა იესო განდიდდა, მაშინ გაახსენდათ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასეც მოექცნენ.  (იოანე 12:16) 
სამწუხაროდ, ისააკ ნიუტონს მიაჩნდა, რომ დანიელისა და იოანეს წიგნებში მოცემული თითქმის ყველა წინასწარმეტყველება წარსულში შესრულდა, რაც ცოტა უცნაურად ჩანს. მაგრამ ამ წინასწარმეტყველებების შესრულება მომავალი თარიღებისთვისაც რომ მიეწერა, და მისი მოლოდინები რომ არ გამართლებულიყვნენ, მაშინ შეიძლებოდა თუ არა, რომ ისააკ ნიუტონისათვის ცრუ წინასწარმეტყველი გვეწოდებინა? რა თქმა უნდა არა, მას მხოლოდ ბიბლიის საგულდაგულო მკვლევარი შეიძლება ეწოდოს, რომელსაც უბრალოდ ღვთის ჩანაფიქრის გაგება სურდა, მაგრამ გულწრფელად ცდებოდა.

დღეს ასეთ გულითად მკვლევარებს ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში ყველაზე მიღებული ეკლესია აკრიტიკებს. ის უკვე დიდი ხანია რაც ამ წინასწარმეტყველებების შესრულებას აღარ ელოდება, ის უამისოდაც მშვენივრად "ცხოვრობს". და ამიტომ ყოველგვარი მითითება სამყაროს აღსასრულის შესახებ ძალიან აღიზიანებს მას. ღმერთი თუ საერთოდ მოისურვებს იმის შეტყობინებას, რომ აპოკალიფსი იქნება, მაშინ პირველ რიგში მათ შეატყობინებს და არა რომელიმე ახალ რელიგიურ გამონახტომებს - ასე ფიქრობენ, სავარაუდოდ, ისინი. 
ამიტომ სამართლიანობისდა გამო და არა მათთვის საყვედურის თქმის გამო, ვინც წარსულში სამყაროს აღსასრულის წინასწარმეტყველებას ცდილობდა, მინდა ისტორიის სიღრმეებში ჩავიხედო. და ამ სიღრმეებში ჩახედვისას იმის ნათლად დანახვაა შესაძლებელი, რომ ზუსტადაც რომ ეკლესიამ და მისმა ცალკეულმა წევრებმა დადეს პირველად "სამყაროს აღსასრულის" წინასწარმეტყველების ქვაკუთხედი. 
იმის პირველი ცნობილი თარიღი, როდესაც ქრისტიანები სამყაროს აღსასრულის წინასწარმეტყველებას ცდილობდნენ, გახლავთ: 
365 წელი - ეს თარიღი იწინასწარმეტყველა წმინდა ილარიონ პიქტავიელმა (დაახ. 315—367) — ეპისკოპოსმა და ეკლესიის მოძღვარმა, გამოჩენილმა დასავლელმა თეოლოგმა. ამ დროისათვის ჯერ არ არსებობდა კათოლიკებად და მართლმადიდებლებად დაყოფა, ამიტომ მისი ცრუ წინასწარმეტყველების კონკურენტ ეკლესიაზე გადაბრალება შეუძლებელია. როდესაც სამყაროს აღსასრული არ შედგა, ის გადაიტანეს: 
400 წელს - იმ დროს მარტინ ტურელმა განაცხადა, რომ სამყაროს აღსასრული 400 წლამდე დადგებოდა. თავის ჩანაწერებში მან თქვა: "იმის არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ანტიქრისტე უკვე დაიბადა. მან ეს ჯერ კიდევ თავის მოზარდობაში დაადგინა, მანამ, სანამ უმაღლეს ძალაუფლებას მიაღწევდა." მაგრამ გასაგებია, რომ სამყაროს აღსასრული ისევ არ შედგა. რის შემდეგაც ის გადაიტანეს: 
793 წელს - ამჯერად ქრისტეს მეორედ მოსვლა ერთ-ერთმა ესპანელმა ბერმა იწინასწარმეტყველა. მაგრამ სამყაროს აღსასრული კვლავ არ დადგა. ის გადაიტანეს: 
799 წელს - ამჯერად სამყაროს აღსასრული წმინდა ტურელმა ეპისკოპოსმა იწინასწარმეტყველა. მაგრამ მისი წინასწარმეტყველება არ შესრულდა. შემდეგი სამყაროს აღსასრულის თარიღი, დაემთხვა: 
800 წელს - ის რომ ამ წელს მოხდებოდა სამყაროს აღსასრული იწინასწარმეტყველა სექსტუს იულიუს აფრიკანმა, ადრექრისტიანულმა ბერძნულენოვანმა მწერალმა, ერთ-ერთმა პირველმა ქრისტიანმა ისტორიკოსმა. მაგრამ განკითხვის დღე ამ წელსაც არ დადგა და სამყაროს აღსასრული გადაიტანეს: 
1000 წელს - ამ წელს ევროპელი მორწმუნეები ძალიან სერიოზულად ელოდნენ "სამყაროს აღსასრულს". და ამაში არაფერია გასაკვირი, ეს იმის ანალოგია, როგორც ჩვენთან ელოდნენ ცოტა ხნის წინ სამყაროს აღსასრულს 2000 წელს - ჩვეულებრივი რიცხვობრივი ცრურწმენაა. თავად სილვესტერ II-მ, მომავალმა რომის პაპმა, იწინასწარმეტყველა სამყაროს აღსასრული ამ წელს, 1000 წლის 1 იანვარს. როდესაც სამყაროს აღსასრული არ მოხდა, ის გადაიტანეს: 
1033 წელს - ზოგიერთ ქრისტიანს მიაჩნდა, რომ იესო ქრისტეს სიკვდილიდან 1000 წლის გასვლის შემდეგ უნდა დალოდებოდნენ მის მეორედ მოსვლას. მაგრამ სამყაროს აღსასრული არ მოხდა და ის გადაიტანეს: 
1037 წელს - იმ დროისათვის პოპულარული აპოკრიფული ტექსტის «მეფოდია პატარსკის გამოცხადები»-ს თანახმად, ათასი წელი უნდა დათვლილიყო არა ქრისტეს დაბადებიდან, არამედ ქრისტეს სიკვდილიდან. გარდა ამისა მიიჩნეოდა, რომ აღდგომის შემდეგ იესო ჯოჯოხეთში ჩავიდა, სადაც ეშმაკს ებრძოდა, რის შედეგადაც ის ათასი წლით შებორკა და ცოდვილები გაანთავისუფლა. ანუ ანტიქრისტე დაახლოებით 1033 წელს უნდა გათავისუფლებულიყო ჯაჭვებისაგან; სამწელიწადნახევრის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო მისი მეფობა. 1037 წლისთვის კი მეორედ მოსვლას მოელოდნენ. როდესაც "სამყაროს აღსასრული" კვლავ არ დადგა, ის გადაიტანეს: 
1038 წელს - საქმე იმაშია, რომ არსებობდა ასევე წინასწარმეტყველება, რომ სამყაროს აღსასრული მაშინ დადგებოდა, როდესაც აღდგომა ხარების დღესასწაულს დაემთხვეოდა (25 მარტი). ამგვარად, 1038 წელს ხარება დიდ შაბათს დაემთხვა, რაც თითქმის ზუსტი დამთხვევა იყო. ზუსტად ამ დღეს წაიკითხა მიტროპოლიტმა ილარიონმა თავისი ცნობილი წერილი — «სიტყვა კანონსა და მადლზე», რომელშიც ამტკიცებდა, რომ გადარჩენისათვის საკმარისი იყო უბრალოდ მონათვლა და რიტუალების დაცვა, ხოლო მაღალი ზნეობა სულაც არ იყო აუცილებელი გადარჩენისათვის. მაგრამ არც ამ წელს მოხდა სამყაროს აღსასრული. სამყაროს აღსასრული გადაიტანეს: 
1492 წელს - ამ შემთხვევაში საბაბი იმაში მდგომარეობდა, რომ პასქალია მხოლოდ ამ წლამდე იყო გამოთვლილი, რის შესახებაც ბოლოში ასეთი მინაწერი იყო გაკეთებული: 
«Сие лето на конце явися, в оньже чаем всемирное торжество пришествие Твое». 
მიიჩნეოდა (სეპტუაგინტის მიხედვით ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, რომელშიც გადათარგმნისას შეცდომები გაიპარა), რომ 1492 წელი - ეს შექმნიდან 7000 წელი იყო, 7000 წელი კი — სამყაროს არსებობის ვადა იყო. 1491 წელს მრავალმა მოსავალი აღარ დათესა, რადგან სამყაროს აღსასრულს ელოდნენ, რის გამოც შიმშილობა დაიწყო. არშემდგარ "სამყაროს აღსასრულში" დამნაშავეებად გამოცხადდნენ სექტის წევრები, რომელთაც უწოდებდნენ «жидовствующие», რომლებიც თავიდანვე სკეპტიკურად მიუდგნენ ამ თარიღს. სამყაროს შემდეგი აღსასრული გადაიტანეს: 
1499 წელს - ეს იყო სამყაროს შექმნიდან 7007 წელი. როდესაც სამყაროს აღსასრული არ შედგა, ის გადაიტანეს: 
1562 წელს - ეს იყო სამყაროს შექმნიდან 7070 წელი. როდესაც სამყაროს აღსასრული არ შედგა, ის გადაიტანეს: 
1569 წელს - ეს იყო სამყაროს შექმნიდან 7077 წელი. ეს უკანასკნელი თარიღები, როგორც ალბათ ხვდებით, მხოლოდ და მხოლოდ მორიგი რიცხობრივი ცრურწმენები იყო. როდესაც სამყაროს აღსასრული არ შედგა, ის კვლავ გადაიტანეს: 
1666 წელს - და აქაც არა მარტო ციფრების მაგიამ ითანაშა თავისი როლი, არამედ ასევე მნიშვნელოვანმა ისტორიულმა მოვლენამ ძველ რუსეთში. ამ პერიოდში მოხდა ნიკონის გარდაქმნები და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩა. მათმა სასტიკმა დევნამ, ვისაც მამა-პაპის რწმენის შეცვლა არ სურდა, მრავალს აფიქრებინა, რომ უკვე დადგა სამყაროს აღსასრული. მაგრამ, როგორც ყოველთვის, სამყაროს აღსასრული არ დადგა. 
იქიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ზუსტი გამოთვლებით აღარაა დაკავებული, ხოლო პასქალია მოსკოვის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, გადაწყდა გაეგრძელებინათ კიდევ 1000 წლით, 2492 წლამდე, რათა თავიდან აერიდებინათ მორიგი სამყაროს აღსასრულის შესახებ განცხადებები. 
იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი სამყარო ასე მონდომებით აღარ ელის "სამყაროს აღსასრულს". ხანდახან, რა თქმა უნდა, ცალკეული მართლმადიდებელი პირები აცხადებენ ხოლმე მორიგ სამყაროს აღსასრულს, მაგრამ ოფიციალური ეკლესია ასეთ ფანატიკოსებს უარყოფს.

კარგია თუ ცუდი ის, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვა ქრისტეს დაბრუნების მოლოდინზე? ერთის მხრივ კარგია, იმიტომ რომ როგორც იესომ თქვა, არ უნდა გამოვთვალოთ "სამყაროს აღსასრულის" დრო. მეორეს მხრივ კი, ამან სხვა უკიდურესობა გამოიწვია: ეხლა მას უკვე საერთოდ აღარ ელიან. და ყოველივე ამის გამო ყველაფერი ზუსტად ისე გამოდის როგორც იესოს იგავშია: 
მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: "აყოვნებს ჩემი ბატონი" და დაიწყებს თავისნაირივე მონების ცემას და ლოთებთან ჭამა-სმას,   (მათე24:48,49) 
კარგი იქნება კიდევ ერთი ძალიან ცნობილი წინასწარმეტყველი - მიშელ ნოსტრადამუსი მოგვეხსენიებინა. სულ მცირე ხნის წინ მთელი მსოფლიო ლამის გადარეული იყო მის "წინასწარმეტყველებებზე". უნდა აღინიშნოს, რომ მიშელ ნოსტრადამუსი არ გახლდათ უბრალო მაგი-ასტროლოგი. ის საკუთარ თავს ნამდვილ ქრისტიანად მიიჩნევდა, ხოლო ასტროლოგიით დაკავება კი ცოდვად არ მიაჩნდა. აი როგორ იმართლებდა თავს საკუთარი ძის, ცეზარის მიმართ მიწერილ წერილში: 
მაგიის პატივმოყვარეობა უკვე დიდი ხანია დაგმობილია წმინდა წერილის მიერ. თუმცა კანონიერი ასტროლოგია არ შედის აკრძალული საქმიანობების რიცხვში. მისი დახმარებითა და ასევე ღვთაებრივი გამოცხადების წყალობით, ხანგრძლივი გამოთვლების საშუალებით ჩვენ შევძელით ამ წინასწარმეტყველებების ქაღალდზე გადატანა. და მაინც, თუმცა ეს ოკულტური ფილოსოფია (ასტროლოგია) არ იგმობა, მე მაინც არ მინდა, რომ მის გამხრწნელ ცდუნებებთან მოგიწიოს შეჯახება. (წერილი ცეზარს. მიშელ ნოსტრადამუსი) 
ძალიან უცნაურია, რომ მიშელ ნისტრადამუსი, რომელმაც კარგად იცოდა ბიბლია, ასტროლოგიას ცოდვად, სპირიტიზმად და აშკარა დემონურ სწავლებად არ მიიჩნევდა. რადგან იმავე დანიელის წიგნში ნათლად წერია, რომ ამ "მეცნიერებას" სუფთა წარმართული წარმომავლობა აქვს და მაგიასა და ჯადოქრობას უტოლდება: 
მაშინ შემოდიოდნენ გრძნეული ქურუმები, შემლოცველები, ქალდეველები და ასტროლოგები. ვუყვებოდი მათ სიზმარს, მაგრამ ვერ მიხსნიდნენ. (დანიელი 4:7)

ნოსტრადამუსი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება: ჯერ ასტროლოგიას კანონიერს უწოდებს, და შემდეგ კი იქვე ამბობს, რომ ეს ოკულტური ფილოსოფიაა, რომელსაც გამხრწნელი ცდუნებები აქვს. როგორც ჩანს, ეს წინასწარ შექმნილი აზრის ტიპიური ნაყოფებია, რომლებიც მშვენივრად იზრდებიან მხოლოდ იმის კეთების ნიადაგზე, რაც ადამიანს მოსწონს და მხოლოდ იმის დაჯერების ნიადაგზე, რისი დაჯერებაც მას სურს. ნოსტრადამუსი ორი შეუთავსებელი წყაროს შეერთებას ცდილობდა: ღვთის სიტყვისა და ოკულტური ასტროლოგიისა, ჭეშმარიტებისა და სიცრუისა. 
იმ დროს, რომელიც ასტროლოგიურადაა გამოთვლისი წმინდა წერილებთან ჰარმონიაში.... (წერილი ჰენრიხ II-ს. მიშელ ნოსტრადამუსი) 
ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ღმერთი არ ცდილობს მოვლენები გამოიცნოს, როგორც ამის გაკეთებას სხვადასხვა "წინასწარმეტყველები" ცდილობენ. მას არ ესაჭიროება არავითარი გამოთვლები და მათემატიკური ფორმულები. ის უბრალოდ აცხადებს თავის ჩანაფიქრს, შემდეგ კი თვითონვე ასრულებს მათ: 
...მე ვარ ღმერთი... რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა; რომელიც ამბობს: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება და გავაკეტებ ყველაფერს, რაც მსურს. (ესაია 46:9,10) 
წარმოიდგინეთ, რომ მე გეუბნებით თქვენ: "მომავალ წელს ამ გაზონზე ტიტები გაიზრდება." ტიტები კი აქ არასოდეს გაზრდილა, თანაც არა მარტო აქ, არამედ 10 კილომეტრის რადიუსშიც კი. გავიდა წელიწადი და გაზონზე მართლაც გაიზარდა ტიტები. როგორ შევძელი ამ მოვლენის წინასწარმეტყველება? იქნებ ეს ყველაფერი ვარსკვლავების მეშვეობით გამოვთვალე? ან იქნებ სხვა რაიმე მეთოდით გამოვიცანი? არც ერთი და არც მეორე, მე უბრალოდ ავდექი და დავრგე ისინი!

მომავლის წინასწარმეტყველების საუკეთესო მეთოდია - თავად გახდე მისი შემოქმედი! 
ზუსტად ამგვარად "წინასწარმეტყველებს" ღმერთი მომავალს და ზუსტად ამიტომ სრულდება ყველა მისი დანაპირები! 
შეიძლება ვინმეს კითხვა დაებადოს: კი მაგრამ, რა არის ცუდი ასტროლოგიაში, ამ "უწყინარ" გართობაში? რატომ კრძალავს ღმერთი მსგავსი "წინასწარმეტყველებების" გაკეთებას? მოდით თავად მიშელ ნოსტრადამუსს მივცეთ სიტყვა: 
საკუთარი ინტელექტის დახმარებით, ადამიანის გონებას არ ძალუძს დაფარულის დანახვა, თუ მას გარკვეული ხმა არ დაეხმარება, რომელიც ქვესკნელიდან მოდის, და თუ არ გაჩნდება წვრილი ცეცხლი, რომელიც გაუნათებს, თუ რომელ მხარეს განვითარდება ესა თუ ის მოვლენა. (წერილი ცეზარს. მიშელ ნოსტრადამუსი) 
1. "საკუთარი ინტელექტის დახმარებით, ადამიანის გონებას არ ძალუძს" მომავლის დანახვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ადამიანური "წინასწარმეტყველებები ყოველთვის სიცრუეა. 
2. "...თუ მას გარკვეული ხმა არ დაეხმარება, რომელიც ქვესკნელიდან მოდის..." - ეს ხმა კი, ასტროლოგიური წინასწარმეტყველებების შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს - დემონის ხმა. დემონების წინასწარმეტყველებები კი თითქმის ყოველთვის სიცრუეა. 
რატომ თითქმის? იმიტომ რომ დემონები "წინასწარმეტყველებს" უშუალოდ პირადი მიზნებისათვის იყენებენ. მათი მიზანი - ღვთისაგან ადამიანების ჩამოცილებაა, სპირიტიზმი კი - სასიკვდილო ცოდვა. ამიტომ ადამიანის იძულებით სპირიტიზმით დაკავდეს, მათ შორის ასტროლოგიითაც, ისინი მას სიკვდილის გზაზე აყენებენ. მაგრამ როგორ დავტოვოთ ადამიანი ამ გზაზე? ძალიან იოლად: ამისთვის საჭიროა, რომ "ცრუ წინასწარმეტყველებმა" რამოდენიმეჯერ სიმართლე იწინასწარმეტყველონ, თუნდაც რაიმე წვრილმანებში. ადამიანი ერთხელ თუ დაიჯერებს, მომავალშიც ექნება ამის რწმენა. 
ეს ძალიან ჰგავს იმას, ბანქოს გამოცდილი შულერები რომ ითრევენ თამაშში გამოუცდელებს. თავიდან უბრალოდ თამაშობენ, შემდეგ უმნიშვნელო ხურდებზე. თავიდან ისინი სპეციალურად აგებენ და როდესაც ეს გამოუცდელი ფსონად ყველაფერს ჩამოვა, რაც კი გააჩნია, თაღლითი გადამწყვეტ სვლას აკეთებს - და გამოუცდელი ყველაფერს კარგავს. ოღონდ დემონებთან თამაშში გამოუდელები კარგავენ არა ფულს, არამედ სიცოცხლეს.

და აი უკვე ათასწლეულების განმავლობაში დემონებისაგან გადაბირებული ბეროსები, ნოსტრადამუსები, ვანგები და "სამყაროს აღსასრულის" თუ უბრალოდ ადამიანების ბედ-იღბალის სხვა "წინასწარმეტყველები", თავის რიგებში სულ ახალ და ახალ სასიკვდილოდ განწირულებს ითრევენ. 
ერთ-ერთ "წინასწარმეტყველებას" წარმოადგენდა ასევე 2012 წლის 21 დეკემბერი, როდესაც "ყველა" ელოდა "სამყაროს აღსასრულს". ისინიც კი, ვისაც არ სჯეროდა, რომ სამყაროს აღსასრული 21 დეკემბერს მოხდებოდა, მოუთმენლად ელოდნენ იმ მომენტს, როდესაც გულით დასცინებდნენ მათ, ვისაც ამის სჯეროდა. 
არსებობდა თუ არა იმის დაჯერების საფუძველი, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს დაპირებული სამყაროს აღსასრული მოხდებოდა? 
თქვენ ალბათ იცით, რომ ეს თარიღი ბოლო თარიღი იყო ინდიელთა ტომი მაიას კალენდარში. აქ ისტორია ზუსტად იმას გავს, რაც პასქალიის შემთხვევაში იყო, რომელიც მხოლოდ 1492 წლამდე იყო გათვლილი. იქ პასქალია იყო, აქ მაიას კალენდარი.

ისტორია მართლაც ძალიან ხშირად მეორდება და ამაში გასაკვირი არაფერია: 
განა არსებობს რამე, რაზეც იტყვიან, აჰა, ახალიაო?! ის უკვე უხსოვარი დროიდან არსებობს; რაც გაჩნდა, ჩვენამდეც არსებობდა.  (ეკლესიასტე 1:10) 
ზემოთ დასმულ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, სხვა შეკითხვის დასმაა საჭირო: საერთოდ როგორ შეეძლოთ მაიას ტომის ინდიელებს ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, რომელი წყაროდან? 
როგორც უკვე ავღნიშნეთ, რაიმე მოვლენის ათასწლეულებით ადრე გამოცნობა უბრალოდ შეუძლებელია. და ასტროლოგია ამ შემთხვევაში ისეთივე მკითხაობაა, როგორც ყავის ნალექზე მკითხაობა. ვარსკვლავების განლაგებასთან რაიმე კავშირების ძებნა უბრალოდ სისულელეა, რადგან უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ვარსკვლავები არავითარ გავლენას არ ახდენენ ჩვენზე და ჩვენს ცხოვრებაზე ჩვენგან უზარმაზარი მანძილით დაშორების გამო. იგივეს თქმა შეიძლება პლანეტების შესახებ: უკვე ბევრჯერ მომხდარა პლანეტების აღლუმი და მათ არავითარი გავლენა არ უქონიათ ჩვენს ცხოვრებაზე, და მით უმეტეს ამის გამო სამყაროს აღსასრული არასოდეს მომხდარა.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რომ სამყაროს აღსასრულის ეს თარიღი მათ ყოვლისშემძლე ღმერთმა გაუმხილა, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ასე დიდი ხნით ადრე მოვლენების განჭვრეტა. მაგრამ ეს ვარიანტი მართლაც სარწმუნო იქნებოდა იმ შემთხვევაში, მაიას ტომი რომ ჭეშმარიტი ღვთის მსახურები ყოფილიყვნენ. მაგრამ ის, რაც ჩვენ მათი რელიგიის შესახებ ვიცით, სრულიად ანგრევს ამ ვარაუდს: 
ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლშეწირვა იყო უკანასკნელი სისხლის ძღვენი ღმერთებისადმი, და ყველაზე მნიშვნელოვანი მაიას რიტუალები კულმინირდებოდა ადამიანის მსხვერპლშეწირვით. ...მნიშვნელოვანი რიტუალები როგორებიცაა მთავარი სამშენებლო პროექტების გახსნა ან აღსაყდრება სამეფო ტახტზე ახალი მმართველისა მოითხოვდა ადამიანის ძღვენს (ადამიანს მოითხოვდა ძღვნად). მტრის მეფის მსხვეროლშეწირვა ყველაზე ღირებული (დაფასებული) ძღვენი იყო, და ასეთ მსხვერპლშეწირვას მოსდევდა დატყვევებული მმართველების თავის მოკვეთა მაიას სიკვდილის ღმერთების მიერ, მაიას სიწმინდის ღმერთის თავის მოკვეთის რიტუალურ  აღდგენაში (აღდგენის რიტუალი). ჩვენი წელთაღრიცხვით 738 წელს Quirigua_ს ვასალმა მეფემ K’ak’ Tiliw Chan Yopaat_მა დაატყვევა მისი მბრძანებელი UaxaclajiunnUb’aahK’awill კოპანის მმართველი და რამდენიმე დღის შემდეგ მას თავი მოჰკვეთა. მოწინააღმდეგის მეფის თავის მოკვეთა შეიძლება დადგმული ყოფილიყო როგოც რიტუალური ბურთის თამაშის ნაწილი, განმაცოცხლებელი (აღმდგენი). მაიას გმირები ტყუპების გამარჯვებისა მიწისქვეშეთის სამყაროს ღმერთებზე. თავის კვეთის მსხვერპლშწირვა გამოსახული იყო კლასიკური პერიოდის მაიას ხელოვნებაში, და ზოგჯერ იმართებოდა  მას შემდეგ, რაც მსხვერპლს აწამებდნენ, სცემდნენ სხვადასხვაგვარად, სკალპს ახდიდნენ, დაწვავდნენ ან გამოშიგნავდნენ. გმირი ტყუპების მითი მოთხრობილი PopolVuh_ ში ჰყვება როგორ იყვნენ თავმოკვეთილი (ერთი მათგანი) თითოეული ტყუპების წყვილიდან ბურთის თამაშში მათი მოწინააღმდეგების მიერ. ...პოლსტკლასიკური პერიოდის განმავლობაშ ყველაზე გავცელებული ფორმა ადამიანის მსხვერპლშეწირვისა იყო გულის ამოცლა მექსიკის ველზე მცხოვრები აცტეკების მიერ გამოყენებული მეთოდის გავლენით. ეს ჩვეულებრივ იმმართებოდა ეკლესიის შიდა ეზოში ან მაღალი პირამიდის მჭვერვალზე. ზუსტად რიტუალისდა მიუხედავად, ზოგჯერ, გვამს ატყავებდნენ დამხმარე ქურუმები, ხელებისა და ფეხების გამოკლებით. შემდგომ აღმსრულებელი ქურუმი მოიშორებდა მის რიტუალურ სამოსელს და გამოეწყობოდა შეწირული მსხვერპლის კანში, ვიდრე რიტუალურ ცეკვას შეასრულებდა, რაც სიმბოლიზაციას ახდენდა სიცოცხლის ხელახალი დაბადებისა.  (WikiPedia) 
თანაც ისე გამოდის, რომ ღმერთმა თავის უსაყვარლეს ძეს, იესო ქრისტეს არ გაუმხილა "ქვეყნიერების აღსასრულის" თარიღი და სისხლისმსმელ წარმართებს გაუმხილა, რომლებიც არსებითად დემონებს ემსახურებოდნენ. საშინელი არათანმიმდევრულობაა!

მაგრამ მეორეს მხრივ სრულიად ნათელია, თუ რისთვის და ვისთვისაა ხელსაყრელი ყველა ეს ცრუწინასწარმეტყველებები. 
წარმოიდგინეთ, რომ ბოროტმოქმედებმა ბანკის გაძარცვა გადაწყვიტეს. მაგრამ ბანკს კარგი სიგნალიზაცია და საუკეთესო დაცვა ჰყავს. რა ქნან ბანდიტებმა? მართალია, საჭიროა სიგნალიზაციის რამოდენიმე ცრუ ჩართვა მოაწყონ. დაცვა იფიქრებს, რომ სიგნალიზაცია გაუმართავია და დროა ის სულ გათოშონ. და ზუსტად ამ მომენტში გააკეთებენ ბოროტმოქმედები თავის საქმეს, რადგან მათი მოლოდინი იქ არავის ექნება და დაცვის ყურადღება მოდუნებული იქნება. ეს ბანკის ძარცვის შესახებ უამრავი ფილმის კლასიკური სცენარია.

ზუსტად ასეთივე რეაგირებას ახდენენ ადამიანები სამყაროს აღსასრულის შესახებ მორიგ ცნობაზე, როდესაც წინა წინასწარმეტყველებები კვლავ და კვლავ "ცრუ განგაში" აღმოჩნდება. უმეტესობა უბრალოდ თიშავს თავის "სიგნალიზაციას", რადგან საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი ზღაპარია და არავითარი აპოკალიფსი არ მოხდება, არასოდეს. 
...და იტყვიან: "სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო". (2 პეტრე 3:4) 
მაშინ, 2012 წლის დეკემბრის წინა პერიოდში, ერთ-ერთ მსხვილ ინტერნეტ რესურსზე, რუსეთის მოქალაქეთა შორის გამოკითხვა გაიმართა (რუსეთის თითქმის "ყველა" მოქალაქე კი - მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, რომლებიც ბიბლიას პატივს სცემენ :) იმის შესახებ, სჯეროდათ თუ არა მათ მაიას ტომის წინასწარმეტყველებისა. და აი როგორი იყო შედეგი:

კარგია, როდესაც მრავალს არ სწამს სამყაროს აღსასრულის, რომელსაც მაიას ტომი და მსგავსი "წინასწარმეტყველები" წინასწარმეტყველებენ. მაგრამ მეორეს მხრივ, უმეტესობას საერთოდ არ სჯერა აპოკალიფსის. და მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორი აზრი იდება ამ სიტყვებში, ადამიანებს საერთოდ არ სწამთ, რომ დედამიწაზე შეიძლება რაიმე სახის ძირეული ცვლილებები მოხდეს. და მით უმეტეს მათთვის რთულია იმის დაჯერება, რომ ამ ცვლილებებს ღმერთი მოახდენს, თუმცა თუნდაც ამ გამოკითხვაზე დაკვირვებით, მრავალი გრძნობს, რომ მსოფლიო უფსკრულისაკენ მიექანება: 
ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს, რადგან ციური ძალები შეირყევა.  (ლუკა 21:26) 
მაგრამ მათთვის, ვინც ნამდვილად კითხულობს და პატივს სცემს ბიბლიას, სრულიად ნათელია, რომ ცვლილებები დედამიწაზე აუცილებლად მოხდება. მაგრამ ეს იქნება არა ყველასა და ყველაფრის განადგურება, არამედ დედამიწაზე ბოროტებისა და უსამართლობის მოსპობა. მართალი ადამიანებისათვის, რომლებსაც ღმერთი უყვართ, ეს იქნება არა სამყაროს აღსასრული, არამედ სიბნელის აღსასრული: 
მაშინ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს. მაგრამ როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა". (ლუკა 21:27,28) 
ჯერჯერობით კი ყველა ჩვენგანი სიმბოლურ გაჩერებაზე ვდგევართ და ჩვენი "ხსნის ავტობუსს" ველოდებით. და რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ხსნა, მით უფრო მოთმინებით დაველოდებით მას. ნუ დანებდები! 
მარადიული სიცოცხლე, ღირს ლოდინად, სიყვარული კი იმად, რომ იცოცხლო!
-----------------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru

2 комментария:

  1. ძალიან გონივრული დასკვნებიაteonote იდან ძალიან სასარგებლო თემებია განსაკუთრებით იმედია ისევ დაიდება სტატიები მართლა რწმენის განმამტკიცებელია

    ОтветитьУдалить