воскресенье, 30 октября 2016 г.

სამყაროს აღსასრული

სამყაროს აღსასრულის მოლოდინი — კაცობრიობის უძველესი გართობის ფორმაა. (დევიდ მიტჩელი. "ღრუბლიანი ატლასი") 

წარმოიდგინეთ, რომ გაჩერებაზე დგეხართ და ავტობუსს ელოდებით. თქვენ ძალიან გჭირდებათ სხვა ქალაქში გამგზავრება, რადგან ამ ქალაქისკენ საშინელი ურაგანი მოემართება. მეტეოროლოგები ერთსულოვნად აცხადებენ, რომ ამ ქალაქისთვის - ეს პირდაპირი გაგებით "სამყაროს აღსასრული" იქნება. 

ამის შესახებ უკვე ყველა გააფრთხილეს, მაგრამ მხოლოდ ერთეულებმა დაუჯერეს ამ სერიოზულ გაფრთხილებას, რადგან ამ ქალაქში წინათ არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. თანაც ყველამ ისიც კარგად იცის, თუ რა ხშირად ცდებოდნენ თავის პროგნოზებში მეტეოროლოგები. მაგრამ მიუხედავად ამისა გაჩერებაზე ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკრიბა.



вторник, 18 октября 2016 г.

რას ფიქრობდნენ და რას ფიქრობენ ღვთის სამეფოს შესახებ


წამოწეულ საკითხთან დაკავშირებით თავიდან საჭიროა ავღნიშნოთ, რომ ღვთის სამეფო იესოს ქადაგების ძირითად თემას წარმოადგენდა. მაგალითად, ჰენრი ა. ვერკლერის წიგნში «ჰერმენევტიკა. ბიბლიის განმარტების პრინციპები და პროცესი» მოცემულია შემდეგი მტკიცებულება, რომელიც აღებულია ევანგელისტი თეოლოგის, გ.ე. ლადის ნაშრომიდან «ახალი აღთქმის თეოლოგია» (George E. Ladd. A Teology of the New Testament. Grand Rapids: Eerdmans, 1974, p.57): 
«თანამედროვე ღვთისმეტყველები ერთსულოვნები არიან იმაში, რომ ღვთის სამეფო იყო უმთავრესი იესოს სწავლებაში».

      ასეთივე აზრს გადმოსცემს თანამედროვე ანგლიკანელი ბიბლეისტი და ღვთისმეტყველი ნ.ტ. რაიტი: 
«სხვადასხვა საუკუნეებში მცხოვრები ღვთისმეტყველების დიდი უმრავლესობა იმაში თანხმდებიან, რომ ღვთის სამეფო იესოს სწავლების მთავარი თემა იყო» [1, გვ.30].

вторник, 4 октября 2016 г.

სიცრუის თეორია

გილოცავთ, ერთი მატყუარა დასჯილია. ექვს მილიარდ ნახევარი დაგვრჩა. (ფილმი "სიცრუის თეორია") 

ალბათ იცით სერიალი "სიცრუის თეორია". ეს საკმაოდ საინტერესო, შეიძლება ითქვას, შემეცნებითი სერიალია. მაგრამ ამასთანავე მისი ყურება ცოტა არ იყოს სევდას იწვევს, იმიტომ რომ ამ ფილმში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ადამიანები ძალიან ხშირად იტყუებიან. 


ძირითადად წვრილმან ტყუილებს ამბობენ, მაგრამ ამ მცირე წვრილმანებით საბოლოო ჯამში დიდი სიცრუე იზრდება, რომელიც საკუთარ თავს მაშინ წარმოაჩენს, როდესაც ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მისი პატრონისათვის.