воскресенье, 10 декабря 2017 г.

ჯვრის თაყვანისცემის შესახებ



ჯვრის თაყვანისცემის შესახებ მრავალი თქმულა და დაწერილა. ამ სიმბოლოს გამოყენების მომხრეები ცდილობენ მოცემული ტრადიციის გამამართლებელი მიზეზების პოვნას, მაშინ როდესაც ბიბლიური ქრისტიანები საკმარისზე მეტ საფუძველს პოულობენ მსგავსი წეს-ჩვეულების უარსაყოფად. თუმცა, ამ სტატიაში მე არ მინდა კვლავ ღვთის ძის სასიკვდილო იარაღის ფიზიკური ფორმის ცნობილ თემას სევეხო. მე საკითხის ცოტა განსხვავებული მხარე მაინტერესებს.

მე თითოეულ ადამიანს დავუტოვებ უფლებას ჰქონდეს საკუთარი გაგება და დამოკიდებულება ისეთი თემის მიმართ, როგორიცაა "ჯვარი". ამ სტატაში კი შევეცდები პასუხი გავცე იმ ოპონენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიგონ ჩემი პირადი თვალსაზრისი მოცემული სიმბოლოს თაყვანისცემასთან დაკავშირებით.  


вторник, 31 октября 2017 г.

მე რომელს ვგევარ?



ერთი მაგალითი დამამახსოვრდა. გემებზე, ნავებსა და სხვა სახის წყლის ტრანსპორტზე. ამ სატრანსპორტო საშუალებებმა შეიძლება აირეკლოს ჩვენი, როგორც მორწმუნე ადამიანების, ქრისტიანების ბუნება. 

ბიბლია ჩვენ შეგვახსენებს, რომ «რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე» (იაკობი 2:14-26). 

პირადად ჩემი მხრიდან უბრალოდ იმის აღიარება, რომ ღმერთი არსებობს ან რომ მისი ძე ჩემთვის მოკვდა, საკმარისი არ არის (იაკობი 2:19). აუცილებელია ვავლენდე ჩემს რწმენასა და სიყვარულს ღვთისადმი და მოყვასისადმი «არა [მხოლოდ] სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით» (1 იოანე 3:18). წინააღმდეგ შემთხვევაში იმის საშიშროების წინ ვდგები, რომ ვიქცე «ჟღარუნა თითბრად... ან მჭექარე წინწილად» (1 კორინთელები 13:1). 

пятница, 18 августа 2017 г.

ბიბლია (100)







1. წარსულში ადამიანები სიცოცხლეს იგდებდნენ საფრთხეში, რათა ბიბლია წაეკითხათ. დღეს მაშინ იგდებ სიცოცხლეს საფრთხეში, თუ არ კითხულობ მას. (ა. აბრამოვი, «teonote.livejournal.com»)
2. თუ ქრისტიანი გინდა გახდე, მაშინ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო ბიბლია თავიდან ბოლომდე. ხოლო თუ შემდგომაც აპირებ ქრისტიანად დარჩენას, მაშინ ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა უნდა გააგრძელო. (ავტორი უცნობია)
3. — მე არ წამიკითხვას ბიბლია, მაგრამ ქრისტიანი ვარ! — მე კი არც სამედიცინო უნივერსიტეტში მისწავლია და არც პრაქტიკა გამივლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილი ქირურგი ვარ! (https://otvet.mail.ru/question/178473847)
4. რატომ ხდება ასე, რომ მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა არ იცის სადაა მათი ბიბლია და სრულიად მშვიდად ცხოვრობენ. ხოლო როდესაც ტელეფონს კარგავენ — პანიკა ეწყებათ? (Artur Simonyan, Facebook)

пятница, 7 июля 2017 г.

სიყვარულის ბორბალი

ამბობენ, რომ ბორბალი - ადამიანის პირველი გამოგონებააო. ასეა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ეს გამოგონება რომ თავისი გენიალური უბრალოების მიუხედავად ძალიან სასარგებლოა, ეს ფაქტია. დღეს ბორბლის გარეშე ჩვენი ცხოვრების წარმოდგენა ძალიან რთულია: ავტომობილები, ველოსიპედები, გორგოლაჭები, თვითმგორავები და მრავალი სხვა რამ ბორბლის გარეშე არ იარსებებდა. ყველაფერი კი აი ასე იწყებოდა:


მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თავად ბორბალში (მაგალითად ველოსიპედის) საკაცობრიო არსის ფუნდამენტალური პრინციპია ჩადებული, უფრო სწორად კი მსოფლმხედველობის, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში ძალუძს ნამდვილი ჰარმონიის მოტანა. გაოცებული ხართ? 

четверг, 22 июня 2017 г.

ზოგიერთი ცნობა სამების სწავლების ისტორიული განვითარების შესახებ


«სამება — ესაა დამახინჯება, რომელიც ნასესხები იქნა წარმართული რელიგიებიდან და შერწყმული იქნა ქრისტიანულ რწმენასთან» («A Dictionary of Religious Knowledge»). 


«სიტყვა «სამება» ბიბლიაში არ გვხვდება... ის ოფიციალურად ეკლესიის ღვთისმეტყველებაში შევიდა არა უადრეს IV საუკუნისა» («The Illustrated Bible Dictionary»). 


«ახალ აღთქმაში არ არის არც თავად სიტყვა «სამება» და არც მის შესახებ ნათლად გამოხატული დოგმატი… ქრისტიანულ კანონიკაში არ არსებობს არავითარი კონკრეტული მტკიცებულება, რომ ღმერთი სამერთიანია» («ახალი ბრიტანული ენციკლოპედია»). 

пятница, 9 июня 2017 г.

სიცოცხლის აზრი

გაგება ბედნიერებისა და გაგება სიცოცხლის აზრის ერთმანეთისაგან დაშორება არ შეიძლება, ისევე როგორც მიზეზის - შედეგისაგან და პირიქით. 

უკვე აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ დამისვია ეს შეკითხვა აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანებისათვის: რა არის სიცოცხლის აზრი? და არასოდეს არ მიმიღია მასზე უბრალო და გასაგები პასუხი. და ეს კანონზომიერია, რადგან თავად მეც კი ვერ გავცემდი ამ შეკითხვას პასუხს ორი სიტყვით. 

არა, მე ვიცი რაში მდგომარეობს ნამდვილი სიცოცხლის აზრი, მაგრამ ამის მოკლედ და ამასთანავე გასაგებად ფორმულირება, ცოტა არ იყოს ძნელია. აქ მე, ისევე როგორც მრავალი სხვა, იმ ძაღლს ვგევარ, რომელიც ჭკვიანი თვალებით შემოგცქერის, ყველაფერი ესმის, მაგრამ არაფრის თქმა არ შეუძლია.




მე გადავწყვიტე შევავსო ჩემს გონებაში არსებული ეს ნაკლოვანება და, უფრო ჩემთვის, ვიდრე სხვებისთვის, ხმამაღლა ვიმსჯელო ამ იდუმალ სიცოცხლის აზრზე, რომლის გაგებაც ყველას უნდა, მაგრამ ის, თუ სად ეძებონ, თითქმის არავინ არ იცის. და უკვე წინასიტყვაობიდანვე შეიძლება პირველი დასკვნის გაკეთება: 

воскресенье, 14 мая 2017 г.

რა არის რწმენა?

რა არის რწმენა? რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა.  (ებრაელები 11:1)
როდესაც პატარა ვიყავი, მეც მყავდა ბებია... (რუსული ფილმი: უცხო პირთა შესვლა აკრძალულია) ყველას გვახსოვს სიტყვები ცნობილი საბჭოთა ფილმიდან, რომლებიც დიდი ხანია რაც ფრთოსან ფრაზებად იქცნენ. მაგრამ ამ სიტყვებს ბევრი კიდევ დაამატებდა: რომელიც ეკლესიაში დადიოდა....

ჯერ კიდევ ბავშვობაში შევნიშნე, რომ ეკლესიაში ძირითადად ბებიები დადიან. არა, ზოგიერთი მამაკაცი და ზრდასრული ქალბატონებიც დადიან, მაგრამ ისინი ყველაზე ხშირ შემთხვევაში არარეგულარულად აკეთებენ ამას, მრავალი მათგანი მხოლოდ დღესასწაულებზე, უმრავლესობა კი სრულიად ეპიზოდურად. 
როდესაც პატარა ვიყავი, მთლად კარგად ვერ მესმოდა, თუ რატომ არსებობს მართლმადიდებლურ რწმენაში ასეთი ასაკობრივი დისბალანსი? მაშინ რწმენის საკითხები ჩემი ასაკისა და ცოდნის უკმარისობის გამო იყო გაუგებარი. მაგრამ ადამიანი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტი უნდა ესმოდეს ამ ცხოვრების. და არც რწმენაა - გამონაკლისი.

воскресенье, 16 апреля 2017 г.

მიუთითებს თუ არა ფრაზა "ელოჰიმ" ღმერთის სამერთიანობაზე?



ღმერთის სამერთიანობის თეორიის მომხრეები, საკუთარი შეხედულებების დასაცავად არც თუ იშვიათად ცდილობენ არგუმენტის გამოყენებას, რომელიც ფრაზა «ელოჰიმ»-თანაა («ელოხიმ») დაკავშირებული. ძველ აღთქმაში, მოცემული სიტყვა ხშირად გამოიყენება ღმერთთან მიმართებით. ამ სიტყვისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ტრინიტარებში ის ფაქტი იწვევს, რომ ის მრავლობით რიცხვში დგას. ვიკიპედიაში (რუსული) ჩვენ ვკითხულობთ:
«ელოხიმ (ივრ. ‏אֱלֹהִים ,אלוהים‏‎, ელოხ’იმ) — სიტყვა, რომელსაც კონტექსტიდან გამომდინარე მხოლობითი ან მრავლობითი რიცხვის მნიშვნელობა გააჩნია და რომელიც ნიშნავს «ღმერთს» ან  «ღმერთებს». მოიხსენიება თანახის (ძველი აღთქმის) თავიდან ბოლომდე, დაწყებული დაბადების 1:1-დან». 

ტრინიტარების ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს: თუ ებრაული ტექსტი, ღმერთზე საუბრისას, ფრაზა «ელოჰიმს» იყენებს, რომელიც მრავლობით რიცხვს წარმოადგენს, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი სამერთობაა. ერთ-ერთ ინტერნეტ წყაროში ეს იდეა ასეა გახმოვანებული:
«თუ ტექსტში მრავლობით რიცხვში დგას, ეს ტყუილად როდია, ეს ნიშნავს, რომ მრავლობითი რიცხვი მიუთითებს არა ერთ პიროვნებაზე, არამედ რამოდენიმე პიროვნებაზე. სიტყვა ელოჰიმ - ტყუილად როდი ზის ტექსტში, ის გვიჩვენებს, რომ ბიბლიის ღმერთი - ესაა სამი პიროვნება, რომლებიც სამყაროს მართავენ».

понедельник, 20 февраля 2017 г.

სიცრუის ხე

ეგოიზმის ნიადაგში ჩაგდებული, ცდომილების პატარა თესლიდან, ყოველთვის სიცრუის დიდი ხე იზრდება. 

ერთი ასეთი ხე, აგერ უკვე მრავალი ასწლეულია თქვენს გვერდით იზრდება. ამ ხის სახელია - "ქრისტიანობა". არა, ნამდვილი ქრისტიანობა არა, რომელიც პირველ საუკუნეში იესო ქრისტემ დარგო, არამედ ის, რომელიც იმ თესლიდან გაიზარდა, რომელიც მის გვერდით მისმა მტერმა - სატანამ დარგო. 


როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა. (მათე 13:25) 

понедельник, 6 февраля 2017 г.

ჩვენ ძმობისთვის ვართ შექმნილნი


ძმობა – ადამიანის გადარჩენის მთავარი ღირებულება და პირობაა.

კარლოს რუმელო, ფილიპინელი მწერალი და პოლიტიკოსი

კაცობრიობის ისტორია – დაპირისპირებების ისტორიაა. თუნდაც ინტერნეტი ავიღოთ. პრაქტიკულად ნებისმიერი ფორუმი, ნებისმიერი ჯგუფი სოც. ქსელში – ესაა როგორც მინიმუმ თავდასხმები და როგორც მაქსიმუმ - მწველი ბოროტება და აგრესია. განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ ავლენენ ამ ყველაფერს ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი ქრისტიანები. მათ ისე აღიზიანებთ, როდესაც სხვა ადამიანები მათ არ ეთანხმებიან, რომ მათ არ შეუძლიათ და არც კი სურთ ამ გაღიზიანების დამალვა, არამედ პირიქით, ყველანაირად ზრდიან მათ საკუთარ თავში და შემდეგ კი მოსაუბრეზე ანთხევენ. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის გვჯეროდეს, რომ ასეთი სახით ვინმეს რამეში დარწმუნება შეიძლებოდეს. ესაა იმის მთავარი მიზეზი, თუ რატომ აღარ ვმონაწილეობ უკვე დიდი ხანია ონლაინ-დებატების ნებისმიერ ფორმაში.

суббота, 28 января 2017 г.

საავტორო ჭეშმარიტება


ღმერთი... შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან (საქმეები 17:27)

ორ ადამიანს ძალიან უნდა ჭამა. პირველი მაცივარს აღებს და საჭმელს იღებს: პურს, კარტოფილს, ბოსტნეულს, ხორცს, რძეს. მან იცის, რომ ეს პროდუქტები სრულყოფილებისაგან შორს არიან, მაგრამ სამაგიეროდ ის ჭამს და ძღება. მეორეც აღებს მაცივარს, მაგრამ არაფერს არ იღებს, იმიტომ რომ ბოსტნეულში საკმარისი ვიტამინები არ არის, რძე არასაკმარისად ცხიმიანია, პური მაგარი, ხორცი წითელი, მარილი ზედმეტად მარილიანი, შაქარი ზედმეტად ტკბილი, წყალი კი ზედმეტად სველია. ის გასტრონომიული იდეალისტია – და შიმშილობას განაგრძობს. რა იქნება შედეგი? ნათელია, მშიერი სიკვდილი.

пятница, 20 января 2017 г.

ბიბლია საჭირო აღარ არის...



რამოდენიმე დღის წინ მონაზონთან საუბრის შესაძლებლობა მომეცა. სანამ გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდი, თვალში განცალკევებით სკამზე მჯდომი ფიგურა მომხვდა, როგორც იტყვიან, ბალზაკის ასაკში მყოფი ქალბატონის. მისი შავი ფერის სამოსის მიხედვით, ვივარაუდე, რომ ჩემს წინაშე მონაზონი იყო. საკვირველია, მაგრამ იმ ადამიანებიდან, რომლებიც გაჩერებაზე ჩემთან ერთად ელოდნენ ავტობუსს, არავინ არ დაჯდა მის გვერდით. 

воскресенье, 1 января 2017 г.

რატომ არ მწამს სამების?



სამების შესახებ სწავლების მიღება ძალიან რთულ საქმედ მიმაჩნია. და არა მარტო იმის გამო, რომ რთულია მისთვის ბიბლიური საფუძვლის პოვნა. და არა მარტო მისი არალოგიკურობის გამო. სამწუხაროდ, ჩემთვის ეს სწავლება მიუღებელია თუნდაც იმიტომ, რომ მე ის ჩიხურ სწავლებად მიმაჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არა მხოლოდ არ მივყავარ ღმერთთან, არამედ, პირიქით, მაშორებს კიდეც მას.   

რამდენიც არ ვეცადე, ტრინიტარების მხრიდან, სამების დასაცავად წარმოთქმული მტკიცებულებების გაანალიზება, აზრობრივად მე ყოველთვის სულიერ ჩიხში აღმოვჩნდებოდი ხოლმე, თანაც უმთავრეს საკითხში: «როგორ დავუახლოვდე ღმერთს?»