понедельник, 6 февраля 2017 г.

ჩვენ ძმობისთვის ვართ შექმნილნი


ძმობა – ადამიანის გადარჩენის მთავარი ღირებულება და პირობაა.

კარლოს რუმელო, ფილიპინელი მწერალი და პოლიტიკოსი

კაცობრიობის ისტორია – დაპირისპირებების ისტორიაა. თუნდაც ინტერნეტი ავიღოთ. პრაქტიკულად ნებისმიერი ფორუმი, ნებისმიერი ჯგუფი სოც. ქსელში – ესაა როგორც მინიმუმ თავდასხმები და როგორც მაქსიმუმ - მწველი ბოროტება და აგრესია. განსაკუთრებით სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ ავლენენ ამ ყველაფერს ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი ქრისტიანები. მათ ისე აღიზიანებთ, როდესაც სხვა ადამიანები მათ არ ეთანხმებიან, რომ მათ არ შეუძლიათ და არც კი სურთ ამ გაღიზიანების დამალვა, არამედ პირიქით, ყველანაირად ზრდიან მათ საკუთარ თავში და შემდეგ კი მოსაუბრეზე ანთხევენ. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის გვჯეროდეს, რომ ასეთი სახით ვინმეს რამეში დარწმუნება შეიძლებოდეს. ესაა იმის მთავარი მიზეზი, თუ რატომ აღარ ვმონაწილეობ უკვე დიდი ხანია ონლაინ-დებატების ნებისმიერ ფორმაში.


მაგრამ ეხლა მე ამაზე როდი მინდა ვისაუბრო. როდესაც ამ თემაზე ვმსჯელობ, კითხვა იბადება, საერთოდ რატომ ჩნდება ჩვენში ნეგატიური გრძნობები უბრალოდ იმის გამო, რომ სხვები არ გვეთანხმებიან, რომ სხვები სხვაგვარად ფიქრობენ, ესმით ან სხვაგვარად სწამთ. კარგი, სხვა ადამიანი ასე და ასე ფიქრობს. რატომ მიჩნდება მე ამის გამო ნეგატიური გრძნობები? რატომ ჩნდება ასეთი ემოციური რეაქცია, რაში მდგომარეობს მიზეზი? სრულიად უცნობი ადამიანი, რომლის შესახებაც არაფერი არ ვიცი, ლამის პერსონალური მტერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგვარად ესმის ბიბლიური მუხლი, განსხვავებული აზრი აქვს პოლიტიკასთან დაკავშირებით ან ფეხბურთის სხვა გუნდ გულშემატკივრობს. ამ ყველაფერს ყველა ჩვენგანი განვიცდით, უბრალოდ იმით განვსხვავდებით ვის როგორ შეუძლია მისი გაკონტროლება.

მე სხვა პასუხს ვერ ვპოულობ, გარდა იმის, რომ: ადამიანი არ იყო შექმნილი უთანხმოებებისათვის. დღეს მოდაშია პლურალიზმზე, მულტიკულტურიზმზე, მრავალვექტორულობაზე და ა.შ. საუბარი. როგორც მე მესმის, ეს გამოუვალობის გამო ხდება, იმიტომ რომ ყოველი მომდევნო «მულტი» უბრალოდ მსოფლიოში არსებულ ზიზღს კიდევ უფრო ზრდის. ათასწლეულები გადის, მაგრამ არაფერი იცვლება. ტყუილად როდი ხდება ასე, რომ ყველა უტოპია აუცილებლად შეიცავს მსოფლიო სოლიდარობის იდეას. არა, არავითარი «მულტი» არ არის ჩადებული ჩვენს კონსტრუქციაში. ჩვენ იმისათვის ვიყავით შექმნილები, რომ ოჯახივით გვეცხოვრა, რაც ლოგიკურიცაა: ჩვენ ხომ ერთი მამა გვყავს. ჩვენ ყველა მნიშვნელოვან საკითხში სოლიდარობისთვის ვართ შექმნილები, რაც არ ეწინააღმდეგება ბუნებრივ მრავალფეროვნებას. ეს ისეთივე ჩვენი მოთხოვნილებაა, როგორც საკვები და წყალი. და როდესაც ჩვენ ეს მოთხოვნილება წართმეული გვაქვს, ეს დაზიანებას იწვევს და ორგანიზმს წამლავს. ორგანიზმმა თითქოს არ იცის, როგორი რეაგირება მოახდინოს და ისე რეაგირებს როგორც ავადმყოფობაზე, როგორც ვირუსზე.

როგორი ბრძნულია, რომ მოძღვარი მტრების სიყვარულს გვასწავლის. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ისე ცხოვრება, როგორც ზეცაში ღვთის სულიერი ქმნილებები ცხოვრობენ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ, რომ მიწიერ ქმნილებათა შორის ერთობის დროებითმა არარსებობამ, ჩვენი პირადი არსებობა არ მოწამლოს.

-----------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий