воскресенье, 16 апреля 2017 г.

მიუთითებს თუ არა ფრაზა "ელოჰიმ" ღმერთის სამერთიანობაზე?



ღმერთის სამერთიანობის თეორიის მომხრეები, საკუთარი შეხედულებების დასაცავად არც თუ იშვიათად ცდილობენ არგუმენტის გამოყენებას, რომელიც ფრაზა «ელოჰიმ»-თანაა («ელოხიმ») დაკავშირებული. ძველ აღთქმაში, მოცემული სიტყვა ხშირად გამოიყენება ღმერთთან მიმართებით. ამ სიტყვისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ტრინიტარებში ის ფაქტი იწვევს, რომ ის მრავლობით რიცხვში დგას. ვიკიპედიაში (რუსული) ჩვენ ვკითხულობთ:
«ელოხიმ (ივრ. ‏אֱלֹהִים ,אלוהים‏‎, ელოხ’იმ) — სიტყვა, რომელსაც კონტექსტიდან გამომდინარე მხოლობითი ან მრავლობითი რიცხვის მნიშვნელობა გააჩნია და რომელიც ნიშნავს «ღმერთს» ან  «ღმერთებს». მოიხსენიება თანახის (ძველი აღთქმის) თავიდან ბოლომდე, დაწყებული დაბადების 1:1-დან». 

ტრინიტარების ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს: თუ ებრაული ტექსტი, ღმერთზე საუბრისას, ფრაზა «ელოჰიმს» იყენებს, რომელიც მრავლობით რიცხვს წარმოადგენს, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი სამერთობაა. ერთ-ერთ ინტერნეტ წყაროში ეს იდეა ასეა გახმოვანებული:
«თუ ტექსტში მრავლობით რიცხვში დგას, ეს ტყუილად როდია, ეს ნიშნავს, რომ მრავლობითი რიცხვი მიუთითებს არა ერთ პიროვნებაზე, არამედ რამოდენიმე პიროვნებაზე. სიტყვა ელოჰიმ - ტყუილად როდი ზის ტექსტში, ის გვიჩვენებს, რომ ბიბლიის ღმერთი - ესაა სამი პიროვნება, რომლებიც სამყაროს მართავენ».


მაგრამ ასეა თუ არა ეს სინამდვილეში? მართლა ერთი ღმერთის პიროვნების მრავლობითობის ხაზგასასმელად გამოიყენება ფრაზა «ელოჰიმ» წმინდა წერილებში? ებრაელები, რომლებიც ამ სიტყვას ჩვეულებრივ რელიგიურ და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ, სინამდვილეში ასეთ, ტრინიტარულ, ან ტრინიტარულთან ახლოს მდგომ კონცეპციას გულისხმობდნენ? სამწუხაროა, მაგრამ, ისევე როგორც ტრინიტართა სხვა დანარჩენი "ილეთების" შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვართ ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაშიც გაგებების ჩანაცვლების ფაქტს აქვს ადგილი. 


«თავად ეს სიტყვა ყველა მის ვარიანტებში ერთსა და იმავეს ნიშნავს: «ღმერთი». სიტყვა «ელოჰიმს» გარეგნულად მრავლობითი რიცხვის ფორმა აქვს, თუმცა სინამდვილეში ის ასეთს არ წარმოადგენს: ძველ აღთქმაში ის გამუდმებით მხოლობით რიცხვში მდგომ ზმნებთანაა თანხმობაში» (ი.შ. შიფმანი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთმცოდნე).

აი რა წერია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ წყაროში:
«ებრაულ წერილებში სიტყვა ’ელოხახ-ს (ღმერთი) მრავლობითი რიცხვის ორი ფორმა გააჩნია, ’ელოხიმ (ღმერთები) და ’ელოხეხ (ვინმეს- ან რაიმეს ღმერთები). მრავლობითი რიცხვის ეს ფორმები ჩვეულებრივ იეჰოვას ეხება ხოლმე და ასეთ შემთხვევაში მხოლობით რიცხვში ითარგმნება «ღმერთი». მიუთითებს თუ არა მრავლობითი რიცხვის ეს ფორმები სამებაზე? არა. უილიამ სმიტი ამბობს: «უცნაურმა იდეამ იმის შესახებ, რომ [’ელოხიმ] ღვთაების სახის სამებას ეხება, საეჭვოა დღეს მეცნიერებს შორის მომხრეები ჰპოვოს. ეს ან ისაა, რასაც ფილოლოგები მრავლობით რიცხვს უწოდებენ, რომელიც უზენაესობას აღნიშნავს, ან ღვთის ძალის სიდიადეზე მითითებაა, ყველა იმ ძალების ერთობლიობა, რომელსაც ღმერთი ავლენს» («A Dictionary of the Bible»).
სიტყვა ’ელოხიმზე ნათქვამია: «პრაქტიკულად ყოველთვის მოითხოვება, რომ მის შემდეგ ყოველთვის იდგეს ზმნური შემასმენელი მხოლობით რიცხვში და განსაზღვრება, რომელიც გამოხატულია ზედსართავი სახელით მხოლობით რიცხვში» («The American Journal of Semitic Languages and Literatures»). მაგალითისათვის შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედების შესახებ ტექსტში ტიტული ’ელოხიმ 35-ჯერ ჩნდება და ყოველ ჯერზე ის ზმნა, რომელიც ღვთის სიტყვებს და ქმედებებს აღწერს, მხოლობით რიცხვში დგას (დაბადება 1:1—2:4)».

«ელოჰიმ»-ის გაგების ტრინიტარული არსის კონცეფცია, უცილებლად ინგრევა ბიბლიის მიერ ამავე სიტყვის გამოყენების ფაქტების წინაშე, მაგრამ უკვე არა მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში, არამედ სხვა პიროვნებებთან მიმართებაშიც, მაგალითად, ანგელოზების (ფსალმუნები 8:5). მაგალითად, იგივე ფრაზა «ელოჰიმ» გამოიყენება ღვთაება დაგონის აღწერისას (მსაჯულები 16:23,24), და ასევე ღვთაება ბაალის აღწერისას (1 მეფეები 18:27). მიუხედავად ამისა, ამ ღვთაებებს არ ჰქონდათ სამერთიანი ან მრავალპიროვნულობის რაიმე სხვა ფორმა. თითოეულ მათგანს წარმართები თაყვანს სცემდნენ როგორც ერთ კონკრეტულ ღმერთს. გასაგებია, რომ, მათ მიმართ ფრაზა «ელოჰიმის» გამოყენებისას, ბიბლია არანაირად არ გულისხმობს მათი პიროვნების ერთგვარ მრავლობითობას.
«ბიბლია დაჟინებით მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთი ერთია, და «Elohim»-ს იყენებს სიტუაციებში, როდესაც სრულიად განსაზღვრულად აღიწერება მხოლოდ ერთი ინდივიდი. მაგალითად, «Elohim» გამოიყენება ღვთის გამოცხადების აღსაწერად მხოლობით რიცხვში, როდესაც იაკობს გამოეცხადა (დაბადება 32:30). ისრაელიანებმა ოქროს ხბოს, რომელიც მათ უდაბნოში გააკეთეს, «elohim» უწოდეს (გამოსვლა 32:1,4,8,23,31). ამავდროულად, ბიბლია სრულიად ნათლად საუბრობს მხოლოდ ერთ ხბოზე (გამოსვლა 32:4,5,8,19-20,24,35). ძველი აღთქმა ძალიან ხშირად იყენებს «elohim»-ს ცალკეული წარმართული ღვთაებების აღსანიშნავად, ისეთების როგორიცაა ბაალ-ბერითი (მსაჯულები 8:33), ქემოში (მსაჯულები 11:24), დაგონი (მსაჯულები 16:23), ბაალ-ზებუბი (4 მეფეები 1:2-3), ნისროქი (4 მეფეები 19:37). ბიბლია სიტყვა «elohim»-ს იყენებს ასევე იესო ქრისტესთან მიმართებაშიც (ფსალმუნები 44:7; ზაქარია 12:8-10;14:5), და არავის არასოდეს დაუშვია იესოში რამოდენიმე პიროვნების არსებობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტყვა «elohim» არანაირად არ მიუთითებს ღვთაებრივ სამპიროვნებაზე. მხოლოდ ერთი არსება, «elohim»-ად წოდებული, ებრძოდა იაკობს; მხოლოდ ერთ ოქროს ხბოს უწოდეს «elohim», და ასევე ერთადერთ უფალ იესო ქრისტეს ეწოდება ასევე «elohim»» (Conversation with Orthodox Rubin, 1980, Jerusalem).


არც შემდეგი ფაქტია ნაკლებმნიშვნელოვანი: ბიბლია სიტყვა «ელოჰიმ»-ს ასევე ჩვეულებრივი ადამიანების აღწერისასაც იყენებს (ფსალმუნები 82:1,6). კერძოდ, ზუსტად ასე უწოდა იეჰოვამ მოსეს, როდესაც მას დავალებით გზავნიდა:

«შენ მაგივრად ის დაელაპარაკება ხალხს. ის იქნება შენთვის ბაგე, შენ კი ღმერთი [ელოჰიმ] იქნები მისთვის» (გამოსვლა 4:16).

ასევე:

«იეჰოვამ მოსეს უთხრა: «იცოდე, ფარაონის ღმერთად [ელოჰიმ] დაგაყენე, შენი ძმა აარონი კი შენი წინასწარმეტყველი იქნება» (გამოსვლა 7:1).

მაშ ასე, როგორი გრამატიკული აზრით იყენებს ბიბლიური ტექსტი ებრაული სიტყვა «ელოჰიმ»-ის მრავლობით ფორმას? რაღა თქმა უნდა, არა ერთი ღმერთის პიროვნების ერთგვარი მრავლობითობის აზრით. უფრო, ღვთის თვისებების მრავალრიცხოვნების ან მისი განსაკუთრებული დიდებულების ხაზგასასმელად.   
«[’ელოჰიმ] უნდა განიმარტოს, უფრო, როგორც გამაძლიერებელი მრავლობითი რიცხვი, რომელიც ძალაზე და დიდებულებაზე მიუთითებს» («The American Journal of Semitic Languages and Literatures»).
«აქ არსებითი სახელის მრავლობითი რიცხვი დიდებულებისა და აღმატებულების აზრს გადმოსცემს (ტ.ო. ლამბდინი, ძველებრაული ენის სახელმძღვანელო 1998. გვ. 117; ებრაული ენციკლოპედია, [1908]. ტ. 8. გვ. 131). ის არ მიუთითებს ერთ ღვთაებაში არსებულ პიროვნებათა მრავლობითობაზე» (მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე»). 
«მეცნიერთა უმრავლესობა მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ მრავლობითი რიცხვის გამოყენებული ფორმა («Elohim») მიუთითებს ღმერთის დიდებულებასა და მისი თვისებების მრავალრიცხოვნობაზე და ის არანაირად არ გულისხმობს პიროვნულ სიმრავლეს… ჩვენ თავად ბიბლია გვიჩვენებს, რომ არსებითი სახელის «Elohim» მრავლობითი რიცხვის ფორმა ღვთის დიდებულებას გამოხატავს და არა ერთ ღვთაებაში მრავალი პიროვნების არსებობას» (Conversation with Orthodox Rubin, 1980, Jerusalem).

«ელოჰიმ»-ის მრავლობითი ფორმა ფაქტიურად შეგვიძლია შევადაროთ ქართულში გამოყენებულ ასეთივე მრავლობით ფრაზას, როგორიცაა «თქვენ», როდესაც ჩვენ უცხო ადამიანს ან მას მივმართავთ, ვინც ძალაუფლებას ფლობს; ამ დროს იგულისხმება არა ადამიანთა ჯგუფი, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანი. 

ბიბლიაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ იმის დამატებითი მტკიცებულებები, თუ როგორ გამოიყენება ერთი პიროვნების მიმართ მრავლობითი ფორმა. მაგალითად, როდესაც დანიელი ნაბუქოდონოსორს მიმართავდა: «ეს არის სიზმარი და ჩვენ ავუხსნით მას მეფეს», მიუხედავად იმისა, რომ სიზმარს მხოლოდ დანიელი ხსნიდა (დანიელი 2:36). დაბადების 42:30-ში კი იოსებს ეგვიპტის მიწის «ბატონი; [ებრ. ადონე, დიდებულების მრავლობითი რიცხვი]» ეწოდება.





და ბოლოს მკითხველისათვის საინტერესო იქნება ჩვენის თემის განხილვა ქვემოთ მოცემულ ვიდეოში. ასე ვთქვათ, ინფორმაცია ენის მატარებლისაგან (ვიდეო რუსულ ენაზეა):  



Комментариев нет:

Отправить комментарий