воскресенье, 14 мая 2017 г.

რა არის რწმენა?

რა არის რწმენა? რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა.  (ებრაელები 11:1)
როდესაც პატარა ვიყავი, მეც მყავდა ბებია... (რუსული ფილმი: უცხო პირთა შესვლა აკრძალულია) ყველას გვახსოვს სიტყვები ცნობილი საბჭოთა ფილმიდან, რომლებიც დიდი ხანია რაც ფრთოსან ფრაზებად იქცნენ. მაგრამ ამ სიტყვებს ბევრი კიდევ დაამატებდა: რომელიც ეკლესიაში დადიოდა....

ჯერ კიდევ ბავშვობაში შევნიშნე, რომ ეკლესიაში ძირითადად ბებიები დადიან. არა, ზოგიერთი მამაკაცი და ზრდასრული ქალბატონებიც დადიან, მაგრამ ისინი ყველაზე ხშირ შემთხვევაში არარეგულარულად აკეთებენ ამას, მრავალი მათგანი მხოლოდ დღესასწაულებზე, უმრავლესობა კი სრულიად ეპიზოდურად. 
როდესაც პატარა ვიყავი, მთლად კარგად ვერ მესმოდა, თუ რატომ არსებობს მართლმადიდებლურ რწმენაში ასეთი ასაკობრივი დისბალანსი? მაშინ რწმენის საკითხები ჩემი ასაკისა და ცოდნის უკმარისობის გამო იყო გაუგებარი. მაგრამ ადამიანი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტი უნდა ესმოდეს ამ ცხოვრების. და არც რწმენაა - გამონაკლისი.
 რა არის ღვთის რწმენა? 
იმით უნდა დავიწყოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მორწმუნეებს აკრიტიკებენ მათი რწმენის გამო, აბსოლუტურად აზრზე არ არიან, თუ რა იგულისხმება სიტყვა რწმენაში. სინათლის მოსაფენად, საჭიროა ეხლავე მოვახდინოთ რწმენის განმარტების ციტირება, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი:
რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა. (ებრაელები 11:1)
ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს "საფუძვლიანი" და "მტკიცება". ნამდვილი რწმენა მართლაც ცოდნაზეა დაფუძნებული, მას კი, რაც დაფუძნებულია მხოლოდ იმის სურვილზე, რომ გწამდეს, სხვა სახელი ჰქვია - ცრურწმენა. (ცრურწმენა წარმოებულია ორი სიტყვისაგან: «ცრუ» — ამაო, ტყუილაუბრალო და «რწმენა», პირდაპირი გაგებით. «ამაო რწმენა».) 
სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში მორწმუნე ადამიანების უმრავლესობა არა მორწმუნე, არამედ ცრუმორწმუნეა. რადგან თუ ადამიანი თავის ეკლესიაში მხოლოდ "ყოველი შემთხვევისათვის" დადის, თუ თავის ბავშვს მხოლოდ "ყოველი შემთხვევისთვის" ნათლავს, თუ ჯვარს მხოლოდ "ყოველი შემთხვევისთვის" ატარებს, თუ ავტომობილში ხატს მხოლოდ "ყოველი შემთხვევისთვის" დებს, ამ ადამიანის ნამდვილ მორწმუნედ მოხსენიება რთულია. 
თუ ადამიანისათვის რწმენა, ღვთის დახმარებით ყოველგვარი უბედურებებისაგან თავდაცვის საშუალებაა, მაშინ მისი რწმენა ამაოა. ღმერთი არ გაუწევს დახმარებას იმ ადამიანს, რომელიც უბრალოდ თავისი ეგოისტური მიზნებისათვის ცდილობს მის გამოყენებას. ღმერთის ყიდვა შეუძლებელია, სამაგიეროდ მისი გაყიდვაა შესაძლებელი...

და აი როდესაც ასეთ ადამიანებს უყურებენ, ათეისტები კანონზომიერ დასკვნას აკეთებენ: რწმენა - ცრურწმენაა, წარსულის გადმონაშთი. და მათთვის ძალიან რთულია ბუზების კოტლეტებისაგან გარჩევა, იმიტომ რომ თავად ცრუმორწმუნეებსაც კი არ ძალუძთ ამის გაკეთება. 
რწმენის საკითხები სერიოზულ გააზრებას მოითხოვენ. მაგრამ გამოდის, რომ ერთის მხრივ, ნამდვილი რწმენა გარკვეული კანონზომიერებების ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული, მეორეს მხრივ კი, პრაქტიკაში ეს ცოდნა "მორწმუნეთა" უმრავლესობას არ აქვს.
თუმცა სამართლიანობის გულისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ათეისტსაც რაღაცის სწამს (მაგალითად, იმის, რომ ხვალ გაიღვიძებს - ესეც რწმენის საკითხია...), თან ამავდროულად ისინი მორწმუნე ადამიენებს ბნელებად მიიჩნევენ. რწმენის ასეთი პარადოქსები სინამდვილეში - საკითხის არსის გაუგებრობის შედეგია. 
გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლო დროს ერთ უბრალო ჭეშმარიტებას მივხვდი: აზრი არ აქვს რწმენის საკითხების განხილვას, უფრო სწორად მათზე კამათს, თავგამოდებულ ათეისტებთან. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს დიდი მხატვრის სურათს აჩვენებთ. ის კი გეუბნებათ, რომ ეს გენიალური სურათი მილიარდობით წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუციის შედეგად გაჩნდა. 
მან ჯერ არ იცის, როგორ მოხდა ეს: ჩვენი მეცნიერება ჯერ სუსტადაა განვითარებული. მაგრამ მას სწამს, რომ მეცნიერება ადრე თუ გვიან გაიგებს, თუ როგორ შეიქმნა ეს სურათი თავის-თავად. რა აზრი აქვს მასთან დავას? მხოლოდ ძვირფას დროს დაკარგავ.

მაგრამ მოდით ჩვენს ბებიებს დავუბრუნდეთ. აქაც არის რამოდენიმე საინტერესო შეკითხვა: თითქოსდა რელიგია ადამიანს იმას ასწავლის, თუ როგორ იცხოვროს უკეთესად და უფრო სწორად, მაგრამ ასე ცხოვრებას ძირითადად ისინი სწავლობენ, ვისი სიცოცხლეც დასასრულს უახლოვდება. რატომ ხდება რელიგია საინტერესო ძირითადად მხოლოდ ხანდაზმული ადამიანებისათვის? ცნობილმა მეცნიერმა ბლეზ პასკალმა კარგად განმარტა ეკლესიაში არსებული ასაკობრივი დისბალანსის პარადოქსი. 
მან ასეთი დასკვნა გააკეთა: იყო მორწმუნე, ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია! თუ ადამიანს ღმერთი სწამს და ის არსებობს, მაშინ ადამიანი ჯილდოს მიიღებს. თუ ადამიანს ღმერთი სწამს და ის კი არ არსებობს, მაშინ ადამიანი არაფერს კარგავს, ის უბრალოდ მოკვდება, ისევე როგორც ათეისტი. 
მაგრამ თუ ადამიანს ღმერთი არ სწამს და ის მართლა არ არსებობს, ის არაფერს კარგავს,ისევე მოკვდება როგორც ყველა. ხოლო თუ ადამიანს ღმერთი არ სწამს და ის არსებობს, მაშინ ადამიანი ძალიან ბევრს კარგავს - მარადიულ სიცოცხლეს. 
ზუსტად ასევე მსჯელობს ადამიანთა უმრავლესობა, როდესაც ხანდაზმულ ასაკს აღწევეს. ისინი დაახლოებით ასე მსჯელობენ: "მაინც უნდა მოვკვდე, მოდი ეკლესიაში ვივლი, იქნებ ღმერთი მართლა არსებობს? მაშინ სამოთხეში მოვხვდები, ხოლო თუ არ არსებობს, მაშინ დიდს ვერც ვერაფერს დავკარგავ." ასეთ შემთხვევაში რწმენის წესები ძალზედ იოლია: რომელ ხატთან სჯობს ლოცვა და კვირაში რამდენი სანთელი დაანთონ. "კაპიკების" საქმეა და ცბიერ ბებიებს ეს კარგად ესმით.

ძალიან უბრალო ლოგიკაა, ხომ მართალია? რაღა თქმა უნდა, ჩვენ კი გვესმის, რომ ეს არა ნამდვილი რწმენა, არამედ ცრურწმენაა და ეს მორწმუნე ბებიები კი არა, ცრუმორწმუნე ბებიები არიან, მაგრამ მათი ლოგიკა გასაგებია. პირადად ჩემთვის გაუგებარია მათი ლოგიკა, ვისაც ამ უბრალო ლოგიკის არ ესმის. 
ბევრჯერ, როდესაც ხანდაზმულ ადამიანებთან ღვთის რწმენის შესახებ მისაუბრია, გამკვირვებია: რატომ არ ცდილობენ ისინი, რომ რწმენის ხავსს ჩაეჭიდონ, მათ ხომ იციან, რომ მალე მოკვდებიან? განა რთულია იმის უბრალოდ დაშვება, რომ ღმერთი არსებობს? განა რთულია ბიბლიის სულ ცოტათი წაკითხვა, რათა მისი სწავლებები სულ მცირედ გასაგები რომ გახდეს მათთვის? რწმენის ასეთი პარადოქსები, უფრო სწორად კი ურწმუნოების პარადოქსები, ადრე ჩიხში მამწყვდევდნენ ხოლმე. 
მაგრამ ბოლო დროს ჩემთვის უფრო გასაგები გახდა ეს სიტუაცია. ასეთი თამაში არსებობს, როდესაც ერთი მონაწილე მეორე მონაწილეს პატარა ბურთს ესვრის და რაიმე ნივთს ასახელებს. თუ ეს რაიმე საკვებია, მაშინ მეორე მოთამაშემ ბურთი უნდა დაიჭიროს, ხოლო თუ საჭმელი არ არის, მაშინ შესაბამისად არ უნდა დაიჭიროს. 
ადამიანმა წამის მეასედებში უნდა გაიაზროს და გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ისეთ საგნებს დავუსახელებთ რომელიც არ იჭმევა, ანუ როდესაც ბურთი არ უნდა დაიჭიროს, ის სწრაფად ეჩვევა ამას. და თუ შემდეგ მოულოდნელად საკვებ პროდუქტს დავუსახელებთ, ადამიანი ინერციით ბურთს არ დაიჭერს. ასეა ადამიანი მოწყობილი.

ჩვენს ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში რელიგია ისეთ ბურთს წარმოადგენდა, რომელიც უღრან ცრურწმენასთან და სისულელესთან, მეცნიერების საპირისპიროსა და პირველყოფილი წარსულის გადმონაშთთან ასოცირდებოდა. ასეთი ბურთის დაჭერა და მკერდზე მიხუტება სამარცხვინოდ ითვლებოდა, ის უნდა აგერიდებინა, უფრო სწორად ზურგი უნდა გექცია. 
და ასეთი სტერეოტიპი იმდენად ძლიერად გაჯდა ჩვენი ხალხის თავებში და მენტალიტეტშიც კი, რომ ეხლა ამ ბურთის დაჭერა ბევრისათვის ძალიან ძნელია. ადამიანებს უბრალოდ რცხვენიათ რელიგიაზე საუბარი, მათ რელიგია რაღაც ინტიმურად მიაჩნიათ (როგორც მინიმუმ იქ სადაც მე ვცხოვრობ). და ეკლესია, იმის ნაცვლად რომ ადამიანებს განათლება მისცეს, აგრძელებს მსახურების მოძველებულ ენაზე ჩატარებას და სულიერზე საუბრების - გაუგებარი რიტუალებით ჩანაცვლებას, თითქოსდა ღვთის რწმენა - მხოლოდ მღვდლების პრეროგატივა იყოს. კარგი, აქ ისედაც ყველაფერი გასაგებია, როგორც ჩანს არასწორი მოტივებია დამნაშავე. 
შეიძლება თუ არა ამის გამო მოველოდეთ, რომ სიკვდილის მოახლოებისასაც კი ყველა ღმერთისაკენ მობრუნდება? ზოგისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ზღურბლის გადაბიჯება უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი ცრურწმენისა და იმის შიშისა, თუ რას იფიქრებენ სხვები. 
მაგრამ რწმენის საკითხები ამით როდი მთავრდება. მე აქ უკვე მრავალჯერ დავაპირისპირე რწმენა და ცრურწმენა. რელიგიასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს ადამიანთა გონებაში აჯაფსანდალის სახე იმის გამო აქვთ, რომ ამ ორ სიტყვას ერთი ფუძე აქვს - რწმენა, და რთულია, როდესაც არც მომზადებული ხარ და არც აზროვნება შეგიძლია, გაარჩიო რწმენა - ცრურწმენისაგან. თანაც ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გაცილებით ადვილია ცრუმორწმუნე იყო, ვიდრე ნამდვილი მორწმუნე, რადგან უფრო ადვილია გინდოდეს, ვიდრე იცოდე. 
ყველაზე ცუდი ის არის, რომ გულუბრყვილობა, რომელსაც ცრუმორწმუნეობამდე მიჰყავს, ძალიან სახიფათოა თავად ადამიანისათვის. როდესაც ადამიანი ცრუ ზღაპრების დაჯერებას იწყებს, ის რეალური ცხოვრებით ცხოვრებას წყვეტს. ღვთისადმი ბრმა რწმენა აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევებში ჰქონდეს მისი იმედი, როდესაც ღმერთი არანაირად არ აპირებს ადამიანის დახმარებას. 
ადამიანს თავისი გულუბრყვილობით მანქანაში მიკრული ხატის იმედი უფრო აქვს, ვიდრე უსაფრთხოების ღვედების. როდესაც სწამს, რომ ღმერთი ყველას ყველაფერს ჰპატიებს, ადამიანი უშიშრად სცოდავს, რადგან მიაჩნია, რომ მერე, ერთი სანთლის დაწვით, ღვთის გონებიდან ამოწვავს თავის ცოდვას.

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ სავსებით ჭკვიანი ადამიანებიც კი შეიძლება მოხვდნენ ცრურწმენის ხაფანგში. ყველაზე ხშირად ეს იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც ცრურწმენას ავტორიტეტული წყარო ავრცელებს და მხარს უჭერს. აქ შეგვიძლია ერთი სამაგალითო შემთხვევა გავიხსენოთ, რომელიც ერთ დროს ჩვენს ქვეყანაში მოხდა, უფრო სწორად საბჭოთა კავშირში. 
ცნობილი საბავშვო მწერალი კირ ბულიჩევი, თავის მეგობართან ერთად, ჟურნალ "Знание - сила"-ში წერდა ერთ-ერთ განყოფილებას სახელწოდებით "Академия весёлых наук". ეს მწერალი ძალიან ხუმარა ადამიანი იყო. ერთხელ მან თავის რუბრიკაში დაწერა, რომ, თურმე, ჟირაფი სინამდვილეში არ არსებობს - ეს უბრალოდ მითიაო. და მან ეს დაასაბუთა კიდეც იმით, რომ ასეთი გრძელი კისრის მქონე ცხოველი არსებობისათვის ბრძოლაში უბრალოდ ვერ გადარჩებოდაო. 
სხვა ნომერში მან დაწერა, რომ კაკლები - გონიერი არსებებია, რომლებმაც რატომღაც შეაჩერეს თავისი ევოლუციური განვითარებაო. და ეს იმით დაასაბუთა, რომ ნაჭუჭს შიგნით კაკალი ძალიან ჰგავს ადამიანის ტვინს. და როგორ ფიქრობთ, არ დაუჯერეს მას?

მათი რედაქცია ასობით წერილით აივსო, რომლებშიც ადამიანები მეცნიერებს ლანძღავდნენ იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ ადამიანებს ჟირაფის არსებობის საკითხში. ერთ-ერთმა სასაზღვრო პუნქტმა კი მისწერა, რომ გადაწყვიტეს აღარ ეჭამათ კაკალი, რათა ასეთი სახით ცოცხალი არსებები აღარ დაეხოცათ. 
კი, სასაცილოა, მაგრამ რა ძალიან ჰგავს ეს ყოველივე იმას, თუ დღეს როგორ უჯერებს მილიონობით ხალხი მსგავს "ხუმრობებს", რომლებსაც მათ "სერიოზული" ქრისტიანული ეკლესიები უწყობენ, რომლებიც "დიდ ავტორიტეტებს" წარმოადგენენ რწმენის საკითხებში. მაგრამ ისინი ისეთი რამის დაჯერებას აიძულებენ ადამიანებს, რაც უბრალოდ არ არსებობს. 
აბა სცადეთ ბიბლიაში იპოვოთ შემდეგი სიტყვები: სამება, უკვდავი სული, ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, ზეციერი სამოთხე, ხატი, ჯვარი, ნაკურთხი წყალი, მამაო, პასკა, შეღებილი კვერცხი, საფლავის ჯვარი, გუმბათები...  ამ სიის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება. ეს ეკლესიათა უმრავლესობის ცენტრალური სწავლებებია, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც რწმენა - დახურული წიგნია, მათ ისე წარმოუდგენენ, როგორც ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას. 
დასკვნა: რწმენის საკითხები ყურადღებიან კვლევას მოითხოვენ, იმიტომ რომ ფსონი ძალზედ დიდია - ჩვენი სიცოცხლე. ნუ დაელოდებით პენსიაზე გასვლას, "როდესაც მეტი დრო მექნება", იმისათვის, რომ დაიწყო იმ საკითხების გამოკვლევა, რომლის პასუხებიც ბიბლიაშია, პენსიამდე შეიძლება ვერც მიაღწიო...
რწმენა და ცრურწმენა - ორი განსხვავებული გზებია, ერთს სიცოცხლისაკენ მივყავართ, მეორეს სიკვდილისაკენ. შენ რომლით ივლი?

-----------------------------------------------------------------------
 ნათარგმნია: www.teonote.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий