четверг, 22 июня 2017 г.

ზოგიერთი ცნობა სამების სწავლების ისტორიული განვითარების შესახებ


«სამება — ესაა დამახინჯება, რომელიც ნასესხები იქნა წარმართული რელიგიებიდან და შერწყმული იქნა ქრისტიანულ რწმენასთან» («A Dictionary of Religious Knowledge»). 


«სიტყვა «სამება» ბიბლიაში არ გვხვდება... ის ოფიციალურად ეკლესიის ღვთისმეტყველებაში შევიდა არა უადრეს IV საუკუნისა» («The Illustrated Bible Dictionary»). 


«ახალ აღთქმაში არ არის არც თავად სიტყვა «სამება» და არც მის შესახებ ნათლად გამოხატული დოგმატი… ქრისტიანულ კანონიკაში არ არსებობს არავითარი კონკრეტული მტკიცებულება, რომ ღმერთი სამერთიანია» («ახალი ბრიტანული ენციკლოპედია»). 



«ღვთისმეტყველები თანხმდებიან, რომ ახალ აღთქმაში არ არის ნათლად გამოხატული სამების დოგმატი» («The Encyclopedia of Religion»). 


«რაც შეეხება ახალ აღთქმას, მასში შეუძლებელია სამების რეალური დოგმატის პოვნა» (ბერნხარდ ლოზე, «Epochen der Dogmengeschichte»). 


«ბიბლიაში არ არსებობს ნათლად გამოხატული მტკიცებულება, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთნაირნი არიან არსით» (კარლ ბარტი, «The New International Dictionary of New Testament Theology»). 


«როგორც ჩანს, იესო და პავლე, არ იცნობდნენ სამების დოგმატს... ისინი არაფერს ამბობენ მის შესახებ» (ვოშბერნ ხოპკინზი, «Origin and Evolution of Religion»). 


«როგორც იუდაიზმი, ისე ქრისტიანობა, რომელიც მის (იუდაიზმის) საძირკველზე აღმოცენდა, მკაცრად უნიტარულები იყვნენ. გზა იერუსალიმიდან ნიკეამდე გრძელი და მოლიპული იყო. მეოთხე საუკუნის ტრინიტარიზმი სწორად როდი ირეკლავს ადრე ქრისტიანულ სწავლებას ღვთის ბუნებასთან დაკავშირებით; პირიქით, ის ამ სწავლებიდან გადახვევად იქცა» («The Encyclopedia Americana»). 


«ახალი აღთქმის დამწერებს თუ მიაჩნდათ, რომ მორწმუნეებისათვის აუცილებელი იყო იესო «ღმერთად» ეღიარებინათ, მაშინ როგორ ავხსნათ ახალ აღთქმაში უშუალოდ ამ ფორმით აღიარების პრაქტიკულად სრული არარსებობა?» («ჯონ რეილენდზის ბიბლიოთეკის ბიულეტენი»). 


«ლოგოსისა და სამების შესახებ სწავლებებს ბერძენმა მამებმა მისცეს სახე, რომლებზეც... პირდაპირ თუ ირიბად ძალიან დიდ გავლენას ახდენდა პლატონის ფილოსოფია... ის, რომ შეცდომები და დამახინჯებები უშუალოდ ამ წყაროდან შემოიპარნენ ეკლესიაში, უდავოა» («The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge»). 


«თავიდან ქრისტიანულ რწმენას არ ახასიათებდა სამების იდეა... როგორც ახალი აღთქმიდან და ძველი დროის სხვა ქრისტიანული წერილებიდან ჩანს, სამების შესახებ იდეა არ არსებობდა არც მოციქულების დროს და არც უშუალოდ მათ შემდეგ» («Encyclopaedia of Religion and Ethics»). 


«[სამერთიანობის იდეა] წარმოადგენს პირდაპირ და უშუალო გადახვევას შემოქმედის აბსოლუტური ერთადერთობის კონცეფციიდან» (ი. ჰერცი, «ხუთწიგნეული და გაფთაროთი»). 


«გარკვეული დროის განმავლობაში ეს ორი ფიგურა [ღმერთი და ქრისტე] იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ ხშირად მათი ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელი იყო. შესაძლოა, ზუსტად ტეტრაგრამატონის [წმინდა წერილის ტექსტიდან] ამოღებამ გამოიწვია ქრისტოლოგიური და ტრინიტარული დავები, რომლებიც ეკლესიას ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში აფორიაქებდა. ასე იყო თუ ისე, როგორც ჩანს, ტეტრაგრამატონის ამოღებამ ისეთი რელიგიური ატმოსფერო გამოიწვია, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა იმისაგან, რომელიც ახალი აღთქმის პერიოდში, I საუკუნეში იყო გაბატონებული» (ჯორჯ ჰოვარდი, «Biblical Archaeology Review», 03/1978). 


«[ეკლესიის] მამებმა ფილოსოფიური ლექსიკის საცავებში ორი საჭირო ტერმინის ძებნა დაიწყეს: ერთი – სამების სამი განსხვავებული პირის აშკარა განსხვავებების აღსაწერად, ხოლო მეორე – მათი ერთობის, ვითომდა დამაკავშირებლის აღსაწერად» (გარი ვოლფსონი). 


«[ეკლესიაში] დაობდნენ იმის შესახებ, თუ როგორი თანაფარდობა იყო «სიტყვას» (ანუ «ძე ღვთისას», რომელიც მოგვევლინა როგორც იესო) და თავად ღმერთს შორის (ამჯერად უკვე ზუსტდება – «მამა»), რომლის სახელიც, იაჰვე, ძირითადად დავიწყებული იყო» (Garraty J., Gay P., «The Columbia History of the World»). 


«არიანულ დავებამდე არც აღმოსავლურ და არც დასავლურ ეკლესიებში, არ იყო არცერთი ღვთისმეტყველი, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ძე ამა თუ იმ გაგებით მამაზე დაბლა იდგა» (Hanson R., «The Search for the Christian Doctrine of God»). 


«ებრაელებს არ სჭირდებოდათ ღვთის ბუნების შესახებ საკუთარი შეხედულებების შეცვლა. სულ, რაც მათ მოეთხოვებოდათ, ეს იყო ეღიარებინათ, რომ იესო მესია და ცოცხალი ღვთის ძე იყო. ადრეულმა მოწაფეებმა ადვილად შეითვისეს ეს აზრი, რაც პირველი და მეორე ასწლეულების თითქმის ყველა წერილებიდან ჩანს... წარმართულმა და პლატონურმა ფილოსოფიებმა პირველად ჯერ კიდევ მოციქულთა დღეებში იჩინეს თავი. პირველები იყვნენ გნოსტიკოსთა შეხედულებები, შემდეგ გამოჩნდა სიბელიონიზმი, შემდეგ – სამების შესახებ დოქტრინა და ა.შ.» (Robert A. Wagoner, «The Great Debate Regarding The Father, Son, & Holy Spirit»). 


«ჩვენ შეგვიძლია ამ სწავლების გამოჩენის ისტორიის გაყოლა და მისი წყაროს პოვნა, მაგრამ არა ქრისტიანულ წერილებში, არამედ პლატონის ფილოსოფიაში... სამება – ქრისტეს და მისი მოციქულების სწავლება კი არა, არამედ პლატონის სწავლების შედარებით გვიანი მიმდევრების სკოლის გამოგონებაა» (ენდრიუ ნირტონი, «A Statement of Reasons»). 


«ეგვიპტელი ღვთისმეტყველების ყურადღება პრაქტიკულად მთლიანად სამებაზე იყო მიჯაჭვული... აერთიანებდნენ სამ ღმერთს და მათ ისე ეპყრობოდნენ როგორც ერთ არსებას, მას მხოლობით რიცხვში მიმართავდნენ. ამაში ჩანს პირდაპირი კავშირი ეგვიპტური რელიგიის სულიერ ძალასა და ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას შორის» (ზიგფრიდ მორენცი, «Agyptische Religion»). 


«თუ წარმართობა ქრისტიანობით იქნა დამარცხებული, მაშინ ასევე სწორია ისიც, რომ ქრისტიანობა წარმართობით იქნა შებღალული. პირველი ქრისტიანების სუფთა დეიზმი... რომის ეკლესიის მიერ გადაქცეული იქნა სამების ჩაუწვდომელ დოგმად. მრავალი წარმართული პრინციპი, რომლებიც ეგვიპტელებმა შემოიღეს და პლატონმა კი იდეალიზება მოახდინა, შენარჩუნებული იქნა როგორც რწმენისათვის ღირსეული» (ედუარდ გიბსონი, «History of Christianity»). 


«სამების შესახებ სწავლება თანდათანობით ყალიბდებოდა, თანაც ეს შედარებით გვიან ხდებოდა... ეს სწავლება საფუძველს იღებს წყაროდან, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს იუდაურ და ქრისტიანულ წერილებთან... ის ჩამოყალიბდა და ქრისტიანობაში შეტანილი იქნა (ეკლესიის) მამების ძალისხმევით, რომლებიც პლატონის ფილოსოფიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ» (ალვან ლამსონი, «The Church of the First Three Centuries»). 


«სამების წარმომავლობა სრულიად წარმართულია... იესო ქრისტეს არასოდეს უხსენებია ასეთი მოვლენის შესახებ და ახალ აღთქმაში არსად ჩნდება სიტყვა „სამება". ეს იდეა ეკლესიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ჩვენი უფლის სიკვდილიდან სამასი წლის შემდეგ... თუმცა, პირველი ქრისტიანები თავიდან არ ფიქრობდნენ სამების შესახებ იდეის საკუთარ რწმენაში გამოყენებას. ისინი ერთგულნი იყვნენ მამა ღმერთისა და იესო ქრისტესი და ასევე აღიარებდნენ... წმინდა სულსაც; მაგრამ არ არსებობდა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ეს სამი რეალურ სამებას შეადგენენ, არიან ერთარსნი და ერთიანნი» (არტურ უაიგოლი, «The Paganism in Our Christianity»). 


«სამება — ეს არაა... სიტყვა, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ღვთის მიერ იყოს ნათქვამი... სინამდვილეში წმინდა წერილებში არ არსებობს რაიმე სახის ერთი ტერმინი, რომელიც გამოხატავდა სამ ღვთაებრივ პიროვნებას ერთად. სიტყვა "ტრიას" (რომელიც ლათინურად ითარგმნება როგორც trinitas [ტრინიტას]) პირველად თეოფილე ანტიოქიელის ნაშრომებში გვხვდება ახ.წ. 180 წელს. ფორმულირება „სამპიროვანი ერთი ღმერთი" ღრმად დამკვიდრდა და საბოლოოდ შემოვიდა ქრისტიანულ ცხოვრებაში და რწმენაში მხოლოდ და მხოლოდ IV საუკუნის ბოლოს... მოციქულთა სწავლებებში არ არსებობდა არაფერი ისეთი, რაც თუნდაც ცალკეულად მიანიშნებდა ამგვარ აზროვნებასა თუ პერსპექტივაზე» («ახალი კათოლიკური ენციკლოპედია»). 


«ახალი აღთქმის დამწერებს... არ ჩამოუყალიბებიათ სამების შესახებ ოფიციალური დოგმატი და არ გადმოუციათ ნათელი სწავლება იმის შესახებ, რომ ერთ ღმერთში სამი თანასწორი ღვთაებრივი პირია. ... ჩვენ ვერსად ვერ ვიპოვით ვერავითარ დოგმატს სამი ცალკეული ღვთაებრივი პირის შესახებ, რომლებიც ერთ ღმერთში არსებობენ და მოქმედებენ... ძველი აღთქმა... არც პირდაპირ და არც ირიბად არ საუბრობს სამერთიან ღმერთზე, რომელიც არის მამა, ძე და სულიწმინდა. ... იმის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ წმინდა მწერალთაგან რომელიმეს მაინც ეჭვი ჰქონოდეს ღვთაებაში სამების არსებობის შესახებ... ძველ აღთქმაში სამების შესახებ მინიშნებების ან მისი «ფარული მინიშნებების» დანახვა ნიშნავს, წმინდა მწერლების აზრებისა და სიტყვების ჩარჩოებიდან გასვლას» (ედმუნდ ფორტმანი, «სამერთიანი ღმერთი»). 


«სიტყვა "პნევმა"-ს [«სული»] მეხუთე მნიშვნელობა იოლად გამოჰყავთ მეოთხედან [რომელიც «სამების მესამე პირს» ეხება]; აქ ეს არის არა პიროვნება წმინდა სული, არამედ მოქმედება ან ზემოქმედება: სიტყვა"აგიონ"-ის [«წმინდა»] დამატება ისე აიხსნება, როგორც ზემოთაა მოცემული. ამგვარად არტიკლთან მიმართებით შემდეგი მნიშვნელოვანი დაკვირვების გაკეთებაა შესაძლებელი. თუმცა წმინდა სული თავისთავად ერთია, მისი მოქმედებები და ზემოქმედებები შეიძლება ბევრი იყოს; აი რატომაა ამ შემთხვევაში სიტყვები "პნევმა" და "პნევმა აგიონ" ყოველთვის არტიკლის გარეშე, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც განმეორებით მოიხსენიება და სხვა ამის მსგავსი. ისეთი გამონათქვამები, როგორებიცაა «წმინდა სულით ავსება», «წმინდა სულის მიღება», «ვინმეზე წმინდა სულის გადმოსვლა» ადასტურებენ ამ დაკვირვებას» (T. F. Middleton, «The Doctrine of the Greek Article Applied to the Criticism and Illustration of the Greek New Testament»). 


«ყველა ღვთისმეტყველი — ისეთი აპოლოგეტებით დაწყებული, როგორებიც იყვნენ იუსტინე და ტატიანა, და ტერტულიანეთი და ორიგენეთი დამთავრებული – «მონარქიანული» კონცეფციის ჩარჩოებში იმყოფებიან. მისი არსი მდგომარეობს სამების მეორე და მესამე პირის, მამაზე აბსოლუტურ დამოკიდებულებამდე მიყვანაში. მათ შორის ფუნქციების «ჰორიზონტალური» გადანაწილება, რომელიც თანამედროვე ქრისტიანობას ახასიათებს, იმ დროს ფაქტიურად არ არსებობდა. მაშინ მეტი თუ ნაკლები სიმკაცრის «ვერტიკალური» იერარქიები უპირატესობდნენ, სადაც მეორე და მესამე პირს, პირველ პირზე გაცილებით დაბლა აყენებდნენ, რომელიც იძენდა არა მხოლოდ ერთის, არამედ ერთადერთი აბსოლუტის ხასიათს. ასეთი მკაცრი «ერთღმერთიანობა» გამოწვეული იყო სავსებით გასაგები ისტორიული მოთხოვნით: ძველი აღთქმის შემოქმედისა და ახალი აღთქმის მამის იგივეობის მტკიცებულებები, ძალიან ბუნებრივი სახით ვრცელდებოდა სამების პირთა შორის დამოკიდებულების საკითხზეც. მართლაც, სამი სრულიად დამოუკიდებელი ღვთაების აღიარება იმავე პრობლემას წარმოშობდა, ოღონდ გაცილებით გართულებულ ფორმაში. მომავალში, ნიკეის კრებაზე განსასაზღვრი, ისეთი გადამწყვეტი ტერმინი, როგორიცაა ერთარსი, ორთოდოქს ქრისტიანთა შორის ცუდი სახელით სარგებლობდა (როგორც ვალენტინის სკოლის კუთვნილება და ეონებს შორის დამოკიდებულების აღმნიშვნელი)... ჩვენ გვახსოვს, რომ მრავალ გნოსტიკოსს გააჩნდა მაღალი, იმ საუკუნეებისათვის შესაშური განათლებაც კი, რომ პლატონო-პითაგორული ენა მათთვისაც დამახასიათებელი იყო, რომ ისინი კონცეფციათა მთელ რიგს აყენებდნენ (ზუსტადაც რომ კონცეფციებს — მაგალითად, პლერომები და კენომები, ერთარსობა და ა.შ.),— რომლებსაც შემდგომ ქრისტიანული ღვთისმეტყველება ითვისებს... მიუხედავად მილურსმული ქრისტეს რწმენისა, კრეაციის დოგმატზე და ა.შ., ქრისტიანული აპოლოგეტები და ღვთისმეტყველები იმავე კონსტრუქციებში აზროვნებდნენ, როგორც დანარჩენი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობების წარმომადგენლები» (რ.ვ. სვეტლოვი «გნოზისი და ეკზეგეტიკა»). 


«ბოლო, და ამასთანავე უდიდესი, ნეოპლატონიზმის მრავალსაუკუნოვანი სკოლა ძირითადად სამი იპოსტასის შესახებ სწავლებამდე დავიდა. და საოცარი სახით ეს სამი იპოსტასი მთლიანად ქრისტიანობაში გადავიდა და მის ძირითად დოგმატადაც კი იქცა. ქრისტიანობის ანტიკურ ფილოსოფიაზე ამაზე მეტი დამოკიდებულების წარმოდგენაც კი შეუძლებელია... თუმცა ცოტა მოგვიანებით, მამასა და ძეს შორის ურთიერთდამოკიდებულების სირთულისა და პირველხარისხოვნების გამო, ქრისტიანმა მოაზროვნეებმა წმინდა სულსაც მიმართეს, რადგან მესამე იპოსტასის სტატუსის დაუდგენლად, შეუძლებელი იყო ღვთაებრივი სამების ერთიანობის დასაბუთება. ეს წარმოუდგენლად რთული ამოცანა იყო, მისი ნებისმიერი ამოხსნა, უფაქიზესი ფილოსოფიური აპარატის გამოყენებას მოითხოვდა. და ასეთი ფილოსოფიური აპარატი ქრისტიანობას ანტიკურმა ხანამ შესთავაზა. ანტიკურ ხანას უკვე გააჩნდა არა მარტო მთელისა და ნაწილების დიალექტიკა; უფრო მეტიც, ანტიკურმა ხანამ, ნეოპლატონიზმის სახით, ასევე შეიმუშავა ზე-ერთარსის, გონებისა და მსოფლიოს სულის უფაქიზესი ტრიადული ლოგიკა, ლოგიკა, რომელმაც საბოლოოდ უსერიოზულესი გავლენა მოახდინა ქრისტიანული ტრინიტარული დოგმატის ჩამოყალიბებაზე» (ა.ფ. ლოსევი, «ანტიკური ესთეტიკის ისტორია»). 


«საეკლესიო სწავლებამ ღრმა ფესვი გაიდგა ელინიზმის ნიადაგში. ასე იქცა ის საიდუმლოდ ქრისტიანების დიდი უმრავლესობისათვის. ეკლესიამ განაცხადა, რომ მისი ახალი სწავლებები ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. სინამდვილეში კი მან თავის წიაღში დააკანონა ელინისტური აზროვნება, შეუცნობის წარმართული თაყვანისცემა და ცრუ შეხედულებები... იმას, თუ რა დონეზე მოხიბლა გნოსტიციზმმა კათოლიციზმი, ჩვენ განსაკუთრებით ნათლად მის ქრისტოლოგიაში ვხედავთ... გვიანი კათოლიკური დოგმატიკის მრავალრიცხოვანი termini technici, უკვე გნოსტიკოსებთან გვხვდება, — ასე, მაგალითად, «ერთარსი» ეონების - პირველ-ღმერთთან დამოკიდებულების განსასაზღვრად... ორთოდოქსალური სწავლების შედეგს, რადგანაც მას ქრისტეში არსებული ღვთაება ისე ესმის როგორც მისი ფიზიკური ბუნება, წარმოადგენს მკვეთრი ურთიერთსაპირისპირო აზრების შემოღება და ისტორიული ქრისტეს დაკარგვა მისი გაცილებით ძვირფასი ნაკვთებით... ნიკეის სიმბოლო წმინდა სულის რწმენას ყოველგვარი დამატებებისა და განმარტებების გარეშე აყალიბებს. ათანასე პირველი ათწლეულების განმავლობაში არცერთხელ არ მოიხსენიებს მას. ყველა მათგანი, ვინც მას ღვთაებრივად მიიჩნევდნენ ამ სიტყვის სრული გაგებით, ჩვეულებრივ მას ძალად მიიჩნევდნენ... თუმცა 362 წლიდან დასავლეთი დაუღალავად ცდილობდა დაეყოლიებინა, ნახევრად ისედაც უკვე დარწმუნებული აღმოსავლელი ძმები, რომ სული ღვთის ერთარსად ეღიარებინათ, და კაბადოკიელებთან ერთად მათ ეს შეძლეს... სამების შესახებ სწავლება, თავისი უწყვეტი მეცნიერული განვითარებით, სლავებისა და გერმანებისათვის ანტიკური ფილოსოფიის გადაცემის ორგანოდ დარჩა: მასში თავისებური სახითაა შერწყმული იესოში ღვთაებრივი გამოცხადების ქრისტიანული იდეა და ანტიკური ფილოსოფიის მცნებები... სამების შესახებ ავგუსტინეს სწავლების პარადოქსული ფორმულები, რომლებიც უარყოფენ ყოველგვარ კავშირს გამოცხადებასა და გონებას შორის და რომელსაც საკუთარი raison d''''''''''''''''etre გააჩნია სუფთა მონოთეიზმისა და ქრისტეს სრული ღვთაებრიობის შენარჩუნებისაკენ სწრაფვაში, დასავლეთში გავრცელდა და საკუთარი გამოხატულება ნახა ეგრეთ წოდებულ ათანასეს სიმბოლოში, რომელიც თანდათანობით იხვეწებოდა სამხრეთ გალიაში 450-დან - 600 წლამდე პერიოდში» (ა. გარნაკი, «დოგმატების ისტორია»). 


«შეგვიძლია ვისაუბროთ ობიექტების კლასზე ან კატეგორიაზე საერთო სახელწოდებით «god» [ინგლისურ ტექსტში განუსაზღვრელი არტიკლით — «a god»]. სმიტის გრამატიკაში «god» მოცემულია როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არტიკლის გარეშე არსებითი სახელის გამოყენება გაგებების კლასის მნიშვნელობებში (განყოფილება 1129: «როდესაც ის სიტყვები, რომლებიც პიროვნებებს ეხება, კლასის აღმნიშვნელად გამოდიან, მათი გამოყენება არტიკლის გარეშე შეიძლება»). ესაა «ღმერთების» განსხვავებული ფორმები — მაგალითად, ცოცხლების ღმერთი დაპირისპირებულია მკვდრების ღმერთთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიღაც «ღმერთის» როლში გამოდის ვიღაცასთან მიმართებაში. იოანეს 10:34-ში იესო ფრაგმენტის ციტირებასაც კი ახდენს ძველი აღთქმიდან, რომელშიც ღმერთი თავისი მცნებების დამცველებს შემდეგი ფრაზით მიმართავს: «თქვენ ხართ — ღმერთები» (თეოი ესტე). აშკარაა, რომ მოცემული ტერმინი ფართო გაგებით გამოიყენება და მოიცავს როგორც «ჭეშმარიტ» ღმერთებს, ასევე «ცრუ» ღმერთებს და ასევე მათაც, ვისაც მიაწერენ იმ თვისებებს, რომლებიც «ღმერთის» შესახებ საყოველთაოდ მიღებულ გაგებებს შეესაბამებიან, — თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს პირები სრულად ფლობდნენ «ღვთაებრიობას», ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. 
როგორც ბერძნულში, ისე ინგლისურ ენაში, სიტყვა «ღმერთი» ორი მნიშვნელობით გამოიყენება — ან როგორც განუსაზღვრელი საზოგადო არსებითი სახელი, ან როგორც განსაზღვრული პირადი არსებითი სახელი. იმ დროს როდესაც ახალი აღთქმის ბერძნულად მოსაუბრე ავტორები ძალიან ფაქიზად იყენებდნენ ამ აზრობრივ განსხვავებებს, ბიბლიის ინგლისურენოვანმა მთარგმნელებმა სრულიად ამოიღეს ის, განუსაზღვრელი ერტიკლის იგნორირებითა და დიდი ასო ბგერა «G»-ს [სიტყვისათვის «God»] უთავბოლოდ გამოყენებით. ეს ქრისტიანი მთარგმნელები, თავისი იუდეველი და მუსულმანი კოლეგების მსგავსად, კატეგორია «ღმერთის» მხოლოდ ერთ წევრზე ფიქრს არიან მიჩვეულნი, რის შედეგადაც გაგებები «God» და «god» მათთვის ერთი მნიშვნელობის მქონე სიტყვებად იქცნენ კონტექსტების უმეტესობაში. თუმცა ბიბლიის ავტორები, იმის გამო რომ თავის მკითხველებში ასეთი აზროვნება არ უგულისხმიათ, საუბრობდნენ ან საერთო კატეგორიაზე — «god», ან კონკრეტულ არსებაზე — «God». მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მკითხველებამდე სწავლებების მნიშვნელოვანი მხარეები მიეტანათ. სიტყვების მსგავსი გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე აღსანიშნავ მაგალითს წარმოადგენს მუხლი იოანეს 1:1, რომელშიც უმნიშვნელოვანესი საკითხი განიმარტება — თუ რა დონემდე უნდა მიგვაჩნდეს ქრისტე ქრისტიანობის ცენტრალურ ფიგურად, რათა ამან ქრისტიანობის მონოთეიზმის პრინციპი არ დაარღვიოს. (დ. ბიდანი, «სიზუსტე და მიკერძოება ახალი აღთქმის ინგლისურენოვან თარგმანებში»).


ენციკლოპედია ბრიტანიკაში The New «Encyclopedia Britannica», 1985 წლის გამოცემის მე-11 ტომში, 928 გვერდზე, სადაც სამების თემა განიხილება, ნათქვამია: «ახალ აღთქმაში არც სიტყვა სამება და არც მის შესახებ სწავლება არ გვხვდება. არც იესოს და არც მის მიმდევრებს, არ ჰქონიათ მიზნად, რომ ისრაელის ძველი აღთქმისეულ წარმოდგენებს შეწინააღმდეგებოდნენ, სადაც ნათქვამია: «ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.» (მეორე რჯული 6:4). შემდეგ ენციკლოპედიაში მოთხრობილია შემდეგი: «ეს სწავლება თანდათან ვითარდებოდა ასწლეულების მანძილზე და უამრავი კონტრვერსიები წარმოშვა [...] ნიკეის კრებამ, რომელსაც ახ. წ. 325 წელს ჰქონდა ადგილი, ამ სწავლების საწყის ტექსტს მისცა დასაბამი და ჩამოაყალიბა სიმბოლო, რომლის მიხედვითაც ძე მამის ერთარსია. ამავდროულად ეს კრება ძალიან ცოტას საუბრობდა წმინდა სულზე [...] მე-4 საუკუნის დასასრულისთვის სწავლებამ სამების შესახებ არსებითადის ფორმა შეიძინა, რომელიც დღევანდელ დღემდე აქვს შენარჩუნებული». 


«New Catholic Enciclopedia»-ს, 1967 წლის გამოცემის, მე-14 ტომის, 299-ე გვერდზე შემდეგი ფაქტები მოჰყავს: «ფორმულირება «სამპიროვანი ერთი ღმერთი» მხოლოდ და მხოლოდ მე-4 საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა და იმ დროისთვის ჯერ კიდევ სრულებით ვერ ჩაიწერა ქრისტიანულ ცხოვრებასა და ქრისტიანულ სწავლებაში [...] მოციქული მამებისათვის ამგვარი გაგება და წარმოდგენა სრულიად უცხო იყო. 


ამგვარად, სწავლება სამების შესახებ აგებულია არა ბიბლიურ საძირკველზე, არამედ ოფიციალურად შემოღებულ იქნა მხოლოდ ახ. წ. 381 წელს კონსტანტინოპოლის კრებაზე. ამ სწავლებით გადმოღებული იქნა წარმართული წარმოდგენა, რომლის ფესვებიც ძველი ბაბილონიდან და ეგვიპტიდან მოდის და რომელიც უძველესი დროიდან ცნობილი იყო სხვა ქვეყნებში. 


ისტორიკოსი უილ დურანტი, თავის ნაშრომში «კაცობრიობის კულტურის ისტორია» აღნიშნავს: «ქრისტიანობას არ დაუნგრევია წარმართობა: მან შეითვისა ის [...] ეგვიპტიდან მომდინარეობს წარმოდგენა გარკვეულ ღვთაებრივ სამებაზე» (Die Geschichte der Menschheit, Sudwestverlag Munchen, 1977, ტ.5, გვ. 161). 


ნაშრომში «An Encyclopedia of Religion», რომელიც 1964 წელს ვირგილის ფერმომის მიერ იქნა გამოცემული, 793-794 გვერდებზე სათაურის ქვეშ «ტრიადა» ბაბილონელთა, ბუდისტთა, ჩრდილოეთ ქვეყნების ინდუსთა, ტაოისტთა და სხვა რელიგიების მიმდევართა ტრიადებთან ერთად ქრისტიანული სამყაროს სამებაცაა მოყვანილი. ამავდროულად ნათქვამია, მაგალითად, რომ ინდოეთში «დიდებული ტრიადა მოიცავს ბრაჰმა-შემოქმედს, ვიშნუ-მფარველსა და შივუ-დამაქცეველს. ისინი ყოველდღიურობის ციკლს წარმოადგენენ, ისევე, როგორც ბაბილონური ტრიადა – ენუ, ენილ და ეა – წარმოადგენენ სიცოცხლისათვის აუცილებელ ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა ჰაერი, წყალი და მიწა». 


ლონდონში, ბრიტანულ მუზეუმში ინახება არტეფაქტები უძველესი ტრიადების გამოსახულებებით – ისისი, ჰარპოკრატი და ნეფტისი. 


ზიგფრიდ მორენცი წიგნში «Agyptische Religion» წერს: «ეგვიპტელი ღვთისმეტყველების ყურადღება პრაქტიკულად მთლიანად სამებაზე იყო მიჯაჭვული... აერთიანებდნენ სამ ღმერთს და მათ ისე ეპყრობოდნენ როგორც ერთ არსებას, მას მხოლობით რიცხვში მიმართავდნენ. ამაში ჩანს პირდაპირი კავშირი ეგვიპტური რელიგიის სულიერ ძალასა და ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას შორის». 


«ბიბლიაში არ არსებობს ნათლად გამოხატული მტკიცებუმება იმის შესახებ, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთნი არიან არსით», – აღნიშნა პროტესტანტმა ღვთისმეტყველმა კარლ ბარტმა თავის ნაშრომში «The New International Dictionary of New Testament Theology».


«სამების შესახებ დავას, რომელიც არიანესა და ათანასეს შორის ბრძოლაში გამოვლინდა, ფესვები წარსულში აქვს გადგმული. ეკლესიის ადრეულ მამებს, როგორც უკვე დავინახეთ, არ ჰქონიათ ნათელი წარმოდგენა ღვთაების სამსახოვნებაზე. ზოგიერთ მათგანს ლოგოსი წარმოეგინა როგორც უპიროვნო გონება, რომელიც პიროვნებად ქვეყნიერების შექმნისას გახდა, სხვები კი მას ისე განიხილავდნენ როგორც პიროვნებას, ისეთივე მარადიულს, როგორიც მამაა და რომელიც იგივე ღვთაებრივ არსს ატარებს, მაგრამ ამავდროულად ისინი მას ისე ხედავდნენ, როგორც მამისადმი დამორჩილებულს. წმინდა სულს მათ განხილვებში საერთოდ არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა. ისინი მის შესახებ ძირითადად გამოსყიდვის შრომასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, რომელიც მორწმუნეთა გულებსა და ცხოვრებაში აღესრულებოდა. ზოგიერთი მას მიიჩნევდა არა მარტო მამის დაქვემდებარებაში მყოფად, არამედ ძისაც. ტერტულიანე იყო პირველი ღვთისმეტყველი, რომელმაც აშკარად დაიწყო ღმერთის სამპიროვნულობისა და სამი პიროვნების ერთიანობის მტკიცება. მაგრამ მანაც კი ვერ შეძლო სამების შესახებ სწავლების ნათლად ჩამოყალიბება» (ლუის ბერკჰოფი «ქრისტიანული დოქტრინების ისტორია»).


"ძველ აღთქმაში ვერსად ვერ ვიპოვით ნათელ მითითებას მესამე პირის შესახებ" ("კათოლიკური ენციკლოპედია" ).


"იუდეველები არასოდეს მიიჩნევდნენ (წმინდა) სულს პიროვნებად; არც იმის არანაირი საფუძვლიანი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ასე ძველი აღთქმის რომელიმე დამწერს მაინც მიაჩნდა. [...] ჩვეულებრივ წმინდა სული სახარებებში და საქმეებში წარმოდგენილია როგორც ღმერთის ძალა ან ძლიერება" (კათოლიკე ღვთისმეტყველი ე. ფორტმანი).


"ძ[ველ] ა[ღთქმაში] არ არის მოცემული წარმოდგენა ღვთის სულზე როგორც პიროვნებაზე... ღვთის სული - ეს უბრალოდ ღვთის ძალაა. თუ ხანდახან ის მაინც აღიწერება როგორც ღმერთისაგან ცალკე მდგარი, ეს იმიტომ ხდება, რომ იაჰვეს სუნთქვა ისე მოქმედებს როგორც გარეშე ძალა". "[ახალი აღთქმის] მუხლების უმეტესობაში ღვთის სული გადმოიცემა როგორც რაღაც და არა ვიღაც; ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ღვთის სულისა და ძალის პარალელიზმში" ("ახალი კათოლიკური ენციკლოპედია").


"საერთო ჯამში ახალ აღთქმაში, ისევე როგორც ძველში, სულზე საუბარია როგორც ღვთის ენერგიაზე ან ძალაზე" ("კათოლიკური ლექსიკონი").


როგორც "კათოლიკურ ლექსიკონშია" აღნიშნული, "მესამე პირი დამტკიცებული იქნა ალექსანდრიის კრებაზე 362 წელს... ხოლო საბოლოოდ მიღებული იქნა კონსტანტინოპოლის კრებაზე 381 წელს", ანუ სამ საუკუნე ნახევრის გასვლის შემდეგ იმ მომენტიდან, რაც ორმოცდამეათე დღეს მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა!


«ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში» ნათქვამია: «ახალ აღთქმაში არ არის არც თავად სიტყვა „სამება“ და არც ნათლად გამოხატული დოგმატი მის შესახებ; იესო და მისი მიმდევრები არ აპირებდნენ „შმა“-ს უარყოფას — ძველი აღთქმის ნაწყვეტს, რომელშიც ნათქვამია: „ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი“ (მეორე რჯული 6:4). [...] ეს დოგმატი ყალიბდებოდა რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში და ცხარე კამათის საგანს წარმოადგენდა. [...]  IV საუკუნის ბოლოს... სამების დოგმამ ის ფორმა მიიღო, რომელიც დღემდე გააჩნია» (The New Encyclopædia Britannica. Micropædia. 1976. ტ. 10. გვ. 126).


«რუსულ ენციკლოპედიურ ლექსიკონში» ნათქვამია: «ტერმინი [სამება] გაჩნდა მე-2 საუკუნის ბოლოს, [სამების შესახებ] სწავლება განვითარებულ იქნა მე-3 საუკუნეში. (ორიგენემ), ცხარე დისკუსიები გამოიწვია ქრისტიანულ ეკლესიაში (ეგრეთ წოდებული ტრინიტარული დავები), სამების დოგმატი მიღებული იქნა 1-ელ (325) და მე-2 (381) მსოფლიო კრებებზე» (М., 2001. წგნ. 2. გვ. 1605).


«მართლმადიდებლური ენციკლოპედია» აღიარებს: «ა[ხალ] ა[აღთქმაში] არ არის სწავლება წ[მინდა] სამების შესახებ» (М., 2002. ტ. 5. გვ. 414).


«კათოლიკურ ენციკლოპედიაში» აღნიშნულია: «თვითონ ტერმინი სამება არ გვხვდება წმინდა წერილებში.» (М., 2002. ტ. 1. სვტ. 623).


«ამერიკულ ენციკლოპედიაში» ნათქვამია: «ქრისტიანობა იუდაიზმის საძირკველზე განვითარდა, იუდაიზმი კი მკაცრად მონოთეისტური რელიგიაა [მხოლოდ ერთი ღმერთის არსებობას აღიარებს]. იერუსალიმიდან ნიკეამდე გზა მთლად სწორი როდი იყო. IV საუკუნის ტრინიტარული შეხედულებები სრული სიზუსტით ვერ ირეკლავდნენ თავდაპირველ ქრისტიანულ სწავლებას ღვთის ბუნების შესახებ; უფრო მეტიც, ისინი ამ სწავლებიდან გადახვევებს წარმოადგენდნენ» (The Encyclopedia Americana. 1956. ტ. 27. გვ. 294L).


ერთ ფრანგულ ლექსიკონში აღნიშნულია: «პლატონის ტრიადა შედარებით ადრეული ტრიადების ელემენტთა კომბინაციას წარმოადგენს, რომლებიც გაცილებით ადრე მცხოვრები ერების რწმენიდან იღებენ სათავეს. როგორც ჩანს, ის წარმოადგენს იმ რაციონალურ ფილოსოფიურ ტრიადას, რომლის შემადგენელმა ნაწილებმაც მისცეს დასაბამი სამ იპოსტასს, ან ღვთაებრივ პირს, რომლებსაც ქრისტიანული ეკლესიები ქადაგებენ. [...] ღვთაებრივი ტრიადის კონცეპცია, ამ ბერძენ ფილოსოფოსს ეკუთვნის [პლატონს, ძვ.წ. IV საუკუნე]... ის ყველა ძველ [წარმართულ]რელიგიებში გვხვდება» (Nouveau Dictionnaire Universel. პარიზი, 1865—1870. ტ. 2. გვ. 1467).


ერთ-ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: «პირთა სამპიროვნება, რომლებსაც ერთი ბუნება აქვთ, აღიწერება ბერძნული ფილოსოფური ტერმინებით „პირი“ და „ბუნება“, რომელიც სინამდვილეში ბიბლიაში არ გვხვდება. ტრინიტარული გაგებები ხანგრძლივი დავების შედეგად გაჩნდნენ, რომელთა დროსაც ეს და სხვა მსგავსი ტერმინები, ისეთები როგორებიცაა „არსი“ და „სუბსტანცია“, ზოგიერთი ღვთისმეტყველის მიერ მცდარად იქნენ გამოყენებული ღმერთთან მიმართებაში» (McKenzie J. L. Dictionary of the Bible. ნიუ-იორკი, 1965. გვ. 899).


«თავისთავად სწავლება იმის შესახებ, რომ ღვთაებრივ დონეზე სამობა და ერთობა გარკვეული აზრით გაიგივებულნი ხდებიან, ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი არ არის; ესაა აბსოლუტურად განსხვავებული რელიგიურ-მითოლოგიური სისტემების მყარი მოტივი (შდრ. ტრიმურტი – ბრაჰმის, შივასა და ვიშნუს სამერთობა – ინდუისტურ მითოლოგიაში; ღვთაებების მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები სამ-სამი ან 9=3X3 – ეგვიპტურ მითებსა და კულტებში; 3 მოირის, 3 ან 9 მუზის სახეები, სამსახოვანი გეკატა – ბერძნულ მითოლოგიაში; «ოჯახური» ტრიადები იუპიტერი – იუნონა – მინერვა და ცერერა – ლიბერა – ლიბერი – რომაულ კულტში და ა.შ.)» (ენციკლოპედია «მსოფლიო ერების მითები»).


--------------------------------------------

ნათარგმნია: jwantibiotic.blogspot.com

1 комментарий:

  1. კარგია რომ სამების საკითხს ეთმობა სტატიები ძალიან სააჭიროა ამYემაზე დამაჯერებელი ფაქტები. და ძალიან გთხოვთ აი იმ წყაროდან ააიდანაც ითარგმანა მომდევნო თემა დაიდო სამებაზე სარჩევიდან გამიმდინარე ძალიან ღიტებული ჩანს და თუშეიძლება რო დადოთ ძაან წაგვადგებავბლოგის მკითხველს და თქვენს ბლოგსაც გაამდიდრებს რუსული არვიცი სათანადოდ და ველი ამ თემას თქვენ ბლოგზე მადლობთ წინასწარ

    ОтветитьУдалить