вторник, 31 октября 2017 г.

მე რომელს ვგევარ?



ერთი მაგალითი დამამახსოვრდა. გემებზე, ნავებსა და სხვა სახის წყლის ტრანსპორტზე. ამ სატრანსპორტო საშუალებებმა შეიძლება აირეკლოს ჩვენი, როგორც მორწმუნე ადამიანების, ქრისტიანების ბუნება. 

ბიბლია ჩვენ შეგვახსენებს, რომ «რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე» (იაკობი 2:14-26). 

პირადად ჩემი მხრიდან უბრალოდ იმის აღიარება, რომ ღმერთი არსებობს ან რომ მისი ძე ჩემთვის მოკვდა, საკმარისი არ არის (იაკობი 2:19). აუცილებელია ვავლენდე ჩემს რწმენასა და სიყვარულს ღვთისადმი და მოყვასისადმი «არა [მხოლოდ] სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით» (1 იოანე 3:18). წინააღმდეგ შემთხვევაში იმის საშიშროების წინ ვდგები, რომ ვიქცე «ჟღარუნა თითბრად... ან მჭექარე წინწილად» (1 კორინთელები 13:1). 


არანაკლებ მნიშვნელოვანია ქრისტიანისათვის, რომ სათანადო შინაგანი განწყობა შეინარჩუნოს, რომელიც მის სულიერ სიმწიფეზე იმეტყველებს. «ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და შეგნებული? აჩვენოს თავისი საქმეები კარგი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით», - ამბობს ამასთან დაკავშირებით ბიბლია (იაკობი 3:13). იესომაც ამ აზრს გაუსვა ხაზი შემდეგი სიტყვებით: «სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს»(მათე 11:19).

ის, თუ როგორ ვცხოვრობ, როგორ ვემსახურები ღმერთს, როგორ ვექცევი მოყვასს, როგორ ვებყრობი თანამორწმუნეებს, ყველაფერი ეს, ამავდროულად, იმის კარგი ინდიკატორია, თუ რამდენად მოწიფული ვარ რეალურად სულიერი გაგებით. რამდენად ძლიერი და უთვალთმაქცოა ჩემში რწმენა...

ზემოთ მოხსენიებულ მაგალითში გემებსა და ნავებზე, ჩემი თვალსაზრისით, შესაძლებელია ასეთი თავისებურების დანახვა. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გულწრფელი თვითშემოწმების ჩატარება შეეცადოთ და პასუხი გასცეთ შეკითხვას:«მე რომელს ვგევარ?»

მაშ ასე…


კანოე – მოხერხებული და საკმაოდ მსუბუქი ნავია. მაგრამ ამას თავისი მინუსებიც გააჩნია. კანოე - იმდენად მსუბუქი ნავია, რომ ადვილად შეიძლება გადაბრუნდეს ძლიერი დინების დროს, ტალღის დარტყმისას ან წყალქვეშა ქვასთან შეჯახებისას. 



ზოგიერთი ქრისტიანი შეიძლება კანოეს ჰგავდეს. მათ სულიერი სიმყარე აკლიათ. თანაქრისტიანებთან უმნიშვნელო უთანხმოებებიც კი მათში იწვევს წყენას, გაღიზიანებას… სულ პატარა კონფლიქტის დროსაც კი ისინი, ასე ვთქვათ, თავდაყირა ბრუნდებიან – ნაწყენდებიან, უკმაყოფილების ნიშნებს ავლენენ, სხვებს სდებენ ბრალს… ანუ საკუთარ თავს უშნო, არასულიერი მხრიდან წარმოაჩენენ (იაკობი 3:14-16).



სამხედრო გემი – სხვები შეიძლება სამხედრო გემს ჰგავდნენ. ასეთი ადამიანები მიდრეკილები არიან კრებაში კონფლიქტებისაკენ. მხოლოდ მიზეზი მიეცი… ისინი გადამეტებულ კრიტიკულ სულს ავლენენ სხვების მიმართ. ისინი სხვებისაგან რომელიღაც საკუთარი კრიტერიუმებისადმი შესაბამისობას მოითხოვენ და ძალიან დიდ აღშფოთებას გამოხატავენ, როდესაც ასეთ შესაბამისობას ვერ ხედავენ. მათ ახასიათებთ სხვების შეურაცხმყოფელი საუბარი და კრებაში ძმების ერთი ნაწილის, მეორე ნაწილის წინააღმდეგ განწყობა.  შედეგად ქრისტიანული კრება, მშვიდი ნავსაყუდელიდან, შეიძლება გადაიქცეს თანაქრისტიანებს შორის ბრძოლის ველად (გალატელები 5:15,19-21).




ტივი – ყველაზე პრიმიტიული წყლის ტრანსპორტი. მას ცურვა შეუძლია, თუმცა, როგორც წესი, არ შეუძლია დამოუკიდებლად აქტიური გადაადგილება. ის დამოკიდებულია წყლის დინებაზე ან  სხვა გარე ზემოქმედების ფაქტორებზე. 



არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც, როგორც იტყვიან, დინებას მიჰყვებიან. ან უბრალოდ ადგილზე დგანან. სულიერი გაგებით ისინი ნაკლებად აქტიურნი არიან. ისინი გამუდმებით ბიძგს, გამხნევებას, მიმართულების მიცემას საჭიროებენ (1 თესალონიკელები 5:6)
     


ბარჟა – ეს ერთგვარი სატვირთო გემია. ის მძიმე ტვირთების გადატანისთვისაა განკუთვნილი.



ზოგიერთი ძალიან ჰგავს ასეთ ბარჟას. ის გამუდმებით და მთლიანად ყოველდღიურ საქმეებშია ჩაფლული. მას გამუდმებით დროის პრობლემა აქვს. ის გამუდმებით რაღაც გადაუდებელითაა დაკავებული. სამსახური… სოფელი… მოსავალი… «კრება? როგორ, უკვე? ო, დღეს უკვე ვეღარ მოვასწრებ… მსახურება? იცი, ეხლა ძალიან ცოტა დრო მაქვს. მოდი სხვა დროს იყოს…» დამეთანხმეთ, ნაცნობი სიტუაციაა… სადღაც, რაღაც მსგავსი არის მემგონი ბიბლიაში. მ-მ-მ, აა ხო – მართა! (ლუკა 10:38-42).



კატერი – აი კატერი კი სწრაფი და მიზანმიმართულია… მაგრამ… მასაც აქვს თავისი პრობლემა –საწვავის მცირე ზომის ავზი. მას საწვავი დიდხანს არ ჰყოფნის. ამიტომ ხანგრძლივი გადაადგილებისათვის კატერი მაინცდამაინც არ ვარგა. 



ასეთი პირობითი «კატერები» შეიძლება ის ქრისტიანები იყვნენ, რომელთა სულიერი საწვავის ავზიც არასაკმარისად ტევადი აღმოჩნდება. ისინი შეიძლება უცბათ აენთონ, მსახურება დაიწყონ, მაგრამ… სამწუხაროდ, ისინი დიდხანს ვერ "ქაჩავენ". მათი სულისკვეთება მალე ქრება, ინიციატივა ნელდება, კრებაში სხვებთან თანამშრომლობის ინტერესი თანდათან იწურება და… მოკლედ, სამუშაო ბევრი აქვთ (რომაელები 12:11).




იახტა – დღეს იახტა კომფორტისა და ფუფუნების ნიშნად იქცა. ის განკუთვნილია არა იმდენად შორეული მოგზაურობებისათვის, რამდენადაც დასვენებისათვის.



ზოგიერთი ქრისტიანის დამოკიდებულება გართობისადმი ნებით თუ უნებლიედ ასეთი სიმბოლური იახტების მსგავსებს ხდიან მათ. მათთვის გართობა – ყველაფერია! მათ კვირის გრაფიკში გართობას გაცილებით მეტი ყურადღება ექნება დათმობილი, ვიდრე ღვთისადმი თაყვანისმცემლობას. როდესაც ისინი იმის შესახებ ყვებიან, თუ როგორ გაატარეს გასული საღამო ან დასვენების დღეები, მათი თვალები გაცილებით ანთებულია სიხარულით, ვიდრე მაშინ, როდესაც მსახურების ან ბიბლიის კითხვის შემდგომ შთაბეჭდილებებს რომ ყვებოდნენ. სამწუხაროდ… (რომაელები 8:5-8).



წყალქვეშა ნავი – ესეც ნავია. ოღონდ წყალქვეშა. ის გამუდმებით წყალქვეშაა. ამიტომ ის, როგორც წესი, არ ჩანს. დროდადრო ის ამოდის წყლის ზედაპირზე, რათა ჰაერის საჭირო მარაგი აიღოს. შემდეგ კი კვლავ სიღრმეში მიდის. და ის კვლავ არ ჩანს.



ეს მოგვაგონებს ზოგიერთ იმ ქრისტიანს, რომლებსაც ასევე თითქმის ვერასდროს ხედავ. ვერც კრების შეხვედრებზე, ვერც მსახურებაში… ხანდახან ისინი, ასე ვთქვათ, "ზედაპირზე ამოდიან" რომელიმე განსაკუთრებული ღონისძიებების დროს. მაგალითად, კონგრესებზე… ან გახსენების საღამოზე… შემდეგ კი კვლავ იკარგებიან – კვლავ ქვეყნიერების «სიღრმეებში» მიდიან… მაშ ასე – შემდეგ შორეულ «ამოყვინთვამდე»… (იგავები 18:1; ებრაელები 10:24,25).



იალქნიანი გემი – იალქნიანი გემი, რა თქმა უნდა, ლამაზია. მეტისმეტადაც კი! შეხედავ მას – და სუნთქვა გეკვრება ასეთი სილამაზისაგან…  მაგრამ, მას მხოლოდ იალქნები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულიად ქარზეა დამოკიდებული. და ამიტომ ის არც თუ მთლად საიმედოა დამოუკიდებელად მოძრაობისათვის, ვიდრე ჩვენ გვინდა… თუ ქარი არ არის – ის ადგილზე დგას… (იაკობი 3:13).



ზოგიერთი ძმა შეიძლება ასეთ იალქნიან გემებს ჰგავდნენ. მათ ბევრი იციან. ღრმა კომენტარებს აკეთებენ. გამოდიან ბრწყინვალე მოხსენებებით. შეუძლიათ სწორი რაღაცეების სწავლება, რთული ბიბლიური პრინციპების განმარტება… ისინი ძალიან ლამაზი…. "იალქნიანი გემები" არიან!  იმიტომ რომ ამის მეტს, სამწუხაროდ, მათი თანამორწმუნეები მათგან ვერ იღებენ. როდესაც საქმე იმას შეეხება, რომ ძმასთან ან დასთან ერთად იმსახურონ, ძალიან ხშირად ისინი უარს იღებენ. ანდა ხანდაზმულის ან ავადმყოფი ქრისტიანის გასამხნევებლად, მათი სახლში მონახულება – სამწუხაროდ, აღმოჩნდება, რომ ამისთვისაც არ აქვს დრო. და გამოდის, რომ მსგავსი განწყობის მქონე ქრისტიანები უფრო მეტად საკუთარი შესაძლებლობებითა და ცოდნით ბრწყინავენ და არა საქმეებით (1 იოანე 3:18). 



მაშ ასე, ჩვენ რომელს უნდა ვგავდეთ? რომელ გემს ან ნავს? 

ალბათ, ეს ძირითადად ჩვენი ქრისტიანული საქმიანობის სფეროებზეა დამოკიდებული. 

ბიბლია ყველა ადამიანს ორ კატეგორიად ყოფს: «შინაურებსა» და «გარეშეებზე» (1 კორინთელები 5:12,13).

«შინაურები» - ეს ისინი არიან, ვინც ქრისტიანულ კრებაში არიან. ანუ ქრისტეს მიმდევრები, მისი მსახურები.

«გარეშეები» - შესაბამისად, ისინი არიან ვინც ქრისტიანული კრების გარეთ არიან, ქვეყნიერებაში. 

ამიტომ «გარეშეებთან» მიმართებაში, ქრისტიანები უნდა ჰგავდნენ თევსაჭერ ნავებს. იესომ თავის მოწაფეებს დავალება მისცა – «დაეჭირათ სიმბოლური თევზი» – დახმარებოდნენ ადამიანებს სასიხარულო ცნობის მეშვეობით ღვთის სიყვარულის შეცნობასა და მასთან დაახლოებაში (მათე 24:14; 28:19,20).




მაგრამ «შინაურებთან» მიმართებით - ანუ რწმენით ჩვენიანების მიმართ – სულიერად განწყობილი ქრისტიანი შეიძლება ჰგავდეს ბუქსირს. რა არის ბუქსირი?


ბუქსირი – ესაა ერთგვარი მცირე ზომის გამწევი, მიმწოლი, რომელიც პორტში მუშაობს. მის ამოცანას სხვა გემების დახმარება წარმოადგენს. ის მათ ნავსადგურში შესვლაში ეხმარება. ან პირიქით, ნავსადგურიდან გასვლაში. 

ბუქსირი ხელს უწყობს პორტში გემების უსაფრთხო და დალაგებულ მოძრაობას. აუცილებლობის შემთხვევაში ბუქსირი თავთხელზე დარჩენილ და იმ გემებსაც ეხმარება, რომლებმაც დაზიანება მიიღეს. 

ასევე ყინულმჭრელი ბუქსირებიც არსებობენ. ისინი მძიმე გამყინვარების პირობებში გემების გაცილებას უზრუნველყოფენ.  

მოკლედ, ბუქსირი – ნამდვილი მშრომელია, პატარა, შეუმჩნეველი, მაგრამ რომლის გარეშეც წარმოუდგენელია პორტისა და გემების წარმატებული ფუნქციონირება.




სულიერად მოწიფული ქრისტიანი – ეჭვგარეშეა, ზუსტად ასეთი სიმბოლური «ბუქსირია». ის ცდილობს დახმარება გაუწიოს თავის ძმებსა და დებს მათ «პორტში» - კრებაში, - მსახურებაში, ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში. ის მხარში უდგას მათ, აძლიერებს მათში რწმენას და ამდიდრებს მათ სულიერ ცხოვრებას (რომაელები 15:1,2). 

ბიბლია შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული შეხვედრების მიზანია – «ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისათვის» (ებრაელები 10:24,25). თავად ეს აზრი მიუთითებს იმაზე, რომ სულიერად მოწიფული ქრისტიანი კრების შეხვედრებს უნდა უყურებდეს არა როგორც საშუალებას სადაც შეუძლია თვითონ გამხნევდეს, არამედ როგორც ადგილს, სადაც თავად შეუძლია სხვების გამხნევების წყარო იყოს! 





შესაბამისად, ასეთი ქრისტიანი კრებაში ისე იმოქმედებს როგორც მშრომელი-«ბუქსირი». ის შეეცდება თავისი თანამორწმუნეების დასახმარებლად შესაძლებლობები იპოვოს და არა უბრალოდ ჭკვიანურად და სწორად ილაპარაკოს ძმურ დახმარებაზე. არ იქნება მხოლოდ ის, ვისაც ლამაზი მოხსენებების წაკითხვა შეუძლია სცენიდან… ის იქნება ქრისტიანი მოქმედებაში! (1 იოანე 3:18). 

ის გამოავლენს ინიციატივას, რათა დაინახოს, თუ განსაკუთრებულად ვის სჭირდება კრებაში მხარდაჭერა, ვისთანაა აუცილებელი მისვლა, დალაპარაკება, მოსმენა, შექება (გალატელები 6:2; 1 თესალონიკელები 5:14).

ვისთან იქნებოდა სწორი მისვლა გამამხნევებელი ვიზიტით, თუ ასეთ თანამორწმუნეს არ შეუძლია რეგულარულად კრების შეხვედრებზე დასწრება…
ვისთან წავიდეს მსახურებაში, ხოლო მსახურების დროს შესაბამისი კეთილი სიტყვები იპოვოს, რომელიც რწმენას განამტკიცებს…
ითანამშრომლოს ხანდაზმულებთან, უძლურებთან, ახლებთან… მხარში ამოუდგეს დაინტერესებულებს… გაამხნეოს დამწუხრებულები… 




ასეთი უამრავი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. და თუ შენ მართლა გსურს შენი სულიერი მოწიფულობის დამტკიცება, ასეთი «ბუქსირი» იყავი კრებაში (რომაელები 1:11,12; 12:10).

უფრო იმისკენ განეწყვე, რომ აკეთო და არა მხოლოდ ილაპარაკო (1 იოანე 3:18).

უფრო მეტად «გასცე», და არა სხვებისაგან «მოელოდე» (საქმეები 20:35). 

და განა ამაში არაა უდიდესი ბედნიერება?





-----------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

3 комментария:

  1. კარგი თემაა

    ОтветитьУдалить
  2. რაკარგია რო დადეთ Aხალი თემა ძან გთხოვთ ჯვარზე იესო კაცი იყო თუ ღმერთი და ღვთის სახელი ახალAღ თქმაში ეს თემწბი რო გამოაქვეყნოთ მოგვიანებით ძაან აქტუალური თემებია რაც ivanov ის ბლოგზე გამოქვეყნდა

    მადლობა რო ამდენი რესურსი გვაქვს ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი

    ОтветитьУдалить
  3. მადლობა ასეთი კარგი თემისთვის <3

    ОтветитьУдалить