вторник, 16 января 2018 г.

1 კორინთელების 10:9 - "ქრისტე" თუ "იეჰოვა"?



განვიხილოთ საკითხი: «1 კორინთელების 10:9-ში, საპატრიარქოს თარგმანში წერია ფრაზა «ნურც ქრისტეს გამოვცდით…», ხოლო ახალი ქვეყნიერების თარგმანში წერია – «იეჰოვას». როგორ შეგვიძლია ტექსტებში ან თარგმანებში ასეთი განსხვავების გაგება?»




თუ მოცემული საკითხის არსს ცოტა ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ძველი ხელნაწერები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთს შეიცავენ, კითხვათსხვაობას ავლენენ. შედარებით გვიან წყაროებში ამ ადგილას მართლაც სიტყვა «ქრისტე» დგას. ამ მიზეზით საპატრიარქოს თარგმანი (რომელიც დაფუძნებულია ე.წ. Textus Receptus-ზე, რომლის ყველაზე ადრეული ხელნაწერიც ახ.წ. X საუკუნით თარიღდება) ზუსტად ამ სიტყვას იყენებს. 

მიუხედავად ამისა, შედარებით ადრეულ მანუსკრიპტებში სიტყვა «ქრისტე» არ არის. მის ნაცვლად ამ მუხლში ჩვენ ვხედავთ სიტყვას «უფალი» («κύριον»). 



ამასთანავე, ყველაზე ძველ ხელნაწერებში საკმაოდ საინტერესო ფაქტს ვხვდებით: მოცემულ ნაწყვეტში არ დგას ისეთი სიტყვაც კი როგორიცაა «κύριον»; მის ადგილას ე.წ. "nomina sacra"-ს (ლათ., «წმინდა აღნიშვნა») ვხვდებით ორასოიანი შემოკლების სახით «κς»(«ΚΝ») ზემოდან ჰორიზონტალური ხაზით. ამის მაგალითებს წარმოადგენენ ისეთი ავტორიტეტული მანუსკრიპტები, როგორებიცაა სინაის და ვატიკანის კოდექსები:


 სინაის კოდექსის ტექსტი, 1 კორინთელების 10:9 ("Codex Sinaiticus", ახ.წ. IV საუკუნე)



ვატიკანის კოდექსის ტექსტი, 1 კორინთელების 10:9 ("Codex Vaticanus", ახ.წ. IV საუკუნე) 



ასე რომ, თუ უძველესი მანუსკრიპტების მაგალითს მივყვებით, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ 1 კორინთელების 10:9-ში სიტყვა «ქრისტე» არ გვხვდება. უფრო მეტიც, ჩვენ იქ ისეთ სიტყვასაც კი ვერ ვიპოვით, როგორიცაა «უფალი» («κύριον»). თუ მოცემული მანუსკრიპტების ტექსტს მკაცრად გავყვებით, მაშინ თარგმანში უნდა იდგეს სხვა არაფერი, თუ არა ორასოიანი შემოკლება ბერძნული ასოების სახით «κς». ასეთი ტექსტი დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს: «ნურც κς გამოვცდით…». თანაც, ეს აბრევიატურული პირობა გამოყენებული უნდა იქნეს ახალი აღთქმის სხვა მრავალ ადგილასაც, სადაც უძველეს ხელნაწერებში "nomina sacra" დგას, რადგან ჩვენს მიერ განხილული მუხლი 1 კორინთელების 10:9 ამ მხრივ არანაირად არ წარმოადგენს გამონაკლისს.


რა თქმა უნდა, აქ შეიძლება შეგვეწინააღმდეგონ, თითქოსდა, "nomina sacra"-ში, «κς»-ის სახით ფონეტიკურად შეიძლება ამოიცნობოდეს სიტყვა «κύριον» (ანუ «უფალი»). მიუხედავად ამისა, ასეა თუ ისე, ასეთი ვარიანტი მაინც ვარაუდის ჩარჩოში დარჩება და არა საბოლოო ფაქტისა. თუმცა, მოცემულ გარემოებაში სხვა საკითხი უფრო მნიშვნელოვანია: კონკრეტულად რა სიტყვები იდგა ბიბლიის ამ ადგილებში თავდაპირველად? რადგანაც სრულიად ნათელია, რომ ახალი აღთქმის წიგნების მწერლები არ დაიწყებდნენ მსგავსი აბრევიატურების გამოყენებას, ჩვეული და გასაგები სიტყვების ნაცვლად!

ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნა შესაძლებელია, თუ გავიხსენებთ, რომ ბიბლიის ტექსტის ზუსტად ასეთივე რედაქცია მოხდა ძველ აღთქმასთან დაკავშირებით. უფრო სწორად, სეპტუაგინტის ტექსტთან დაკავშირებით (ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი). თანაც ეს დროის იმავე პერიოდში მოხდა, რომელშიც ახალი აღთქმის ხელნაწერების გადამწერების მიერ მოხდა ანალოგიური რედაქცია. ახ.წ. II საუკუნის დასაწყისში ქრისტიანმა გადამწერებმა სეპტუაგინტაში ანალოგიური აბრევიატურული ფორმებით "nomina sacra" ტეტრაგრამატონი – ღვთის სახელი («იეჰოვა») ჩაანაცვლეს. ამგვარად ძველი აღთქმის ქრისტიანული ასლების ტექსტებში სახელი იეჰოვას ნაცვლად ტიტული «უფალი»-ს გამოყენება დაიწყეს, რისი შედეგების ხილვაც ბიბლიის მრავალ თარგმანებში შეგვიძლია დღევანდელ დღემდე.

ლოგიკა გვკარნახობს, რომ თუ ერთი და იმავე დროს გადამწერების მიერ ბიბლიის ტექსტებში ერთმანეთის მსგავსი რედაქცია იქნა განხორციელებული (სეპტუაგინტაში კი ასეთი პირობითი აბრევიატურებით ჩანაცვლებული იქნა ტეტრაგრამატონი), მაშინ ახალი აღთქმის ასლებშიც (სადაც იგივე აბრევიატურები გაჩნდა) "nomina sacra"-ს ადგილებზე ტეტრაგრამატონი შეიძლება მდგარიყო. 

ამ დასკვნას შეგვიძლია ან დავეთანხმოთ ან არა, მაგრამ თუ დავუბრუნდებით თავდაპირველ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომელი სიტყვა უნდა იდგეს 1 კორინთელების 10:9-ის თარგმანში – «ქრისტე» თუ «იეჰოვა» - მაშინ გაცილებით საფუძვლიანს მეორე ვარიანტი უფრო წარმოადგენს. ახსნა უბრალოა: ფრაზა «ქრისტე» არცერთ უძველეს მანუსკრიპტში არ არის, რომელიც ამ მუხლს შეიცავს. ამავდროულად, ამ ტექსტის შემცველი ყველაზე ადრეული წყაროები შეიცავენ "nomina sacra"-ს პირობითი აბრევიატურის სახით «κς», რომელიც აშკარად გადამწერების მიერაა დამატებული, თანაც, იმავე დროს, როდესაც ებრაული წერილების ბერძნულ ტექსტში იქნა შეცვლილი ანალოგიური აბრევიატურით ტეტრაგრამატონი (იეჰოვა). ამ ფაქტის გათვალისწინებით, 1 კორინთელების 10:9-ში სიტყვა «იეჰოვას» გამოყენება გაცილებით საფუძვლიანი ჩანს.  

შესაძლოა, ზუსტად ამ მიზეზის გამოა შესაძლებელი ახალი აღთქმის რიგ ებრაულ თარგმანებში ტეტრაგრამატონის ხილვა. კერძოდ, ამაში დარწმუნება შესაძლებელია ისეთი თარგმანების ხილვით, როგორებიცაა:

"ახალი თარგმანი" ახალი აღთქმა "ისრაელის ბიბლიური საზოგადოება"




1877 წლის თარგმანი, გამოცემული 1937 წელს პროფესორი ფრაც დელიჩის მიერ





----------------------------------------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.ru

5 комментариев:

  1. ძალიან კარგი სტატიაა სასიამოვნოა ბიბლიური სწავლებების და ახალი ქვეყნიერების თარგმანის ესე დაცვა და თქვენი შრომა რო დებთ მადლობა

    ОтветитьУдалить
  2. გაიხარეთ ძალიან ძლიერი თემებია გამდიდრებულია საიტი ასეთი არგუმენტებით
    ძალიან გთხოვთ ეს თემა რო დადოთ ქართულად ძალიან ბევრს საუბრობენ რომ იესო არა სულიერ სხეულში არამედ ხორციელში აღდგაო აბა სადგაქრა მისი სხეულიო და ასე შემდეგ ამ საკითხზე ეს თემა რო დადოთ ძალიან წაგვადგება ქართველ მკითხველს

    http://sergeiivanov.blogspot.nl/2013/07/blog-post_1199.html?m=1

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა. აუცილებლად დავდებ, როგორც კი დროს გამოვნახავ.

      Удалить
    2. ძმაო, анонимный, მათთვის, ვინც ქრისტეს სხეულზე დავობს, გამოგადგებათ 1 კორინთელთა 15:50-52, სადაც პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, რომ ს ი ს ხ ლ ი და ხ ო რ ც ი ზეცას ვ ე რ დ ა ი მ კ ვ ი დ რ ე ბ ს(იესო კი აღდგომის შემდეგ ზეცაში დამკვიდრდა) და ცხებულები ქრისტეს დაბრუნებისას თვალის დახამხამებაში შ ე ი ც ვ ლ ე ბ ი ა ნ( უკვდავი, სულიერი სხეულებით შეიმოსებიან)გარდა ამ მუხლებისა,აგრეთვე, წაადგებათ იესოს აღდგომის შესახებ მუხლები, როდესაც მას მოწაფეები ვ ე რ. ც ნ ო ბ ე ნ(თუ სხეულში აღდგა, მაშინ ყველა მოწაფე უკლებლივ იცნობდა!!!) და როდესაც ის დაკეტილ ოთახებში შედის.(ამ ბოლო ფაქტზე, შესაძლოა შემოგედავონ,რადგან ზოგს სწამს, რომ ხორციელი ადამიანებიც გადიან კედლებში :)) , თუმცა, სიმართლისადმი სწორად განწყობილი ადამიანები დაფიქრდებიან...) და კიდევ, როდესაც კითხულობენ, სად გაქრა იესოს სხეულიო, თქვენც კითხვითვე შეგიძლიათ უპასუხოთ,რომ თავად გიპასუხონ, თუ სად გაქრა მოსეს სხეული ან ენოქის სხეული...

      Удалить
  3. სალამი.მადლობა ძმაო.ჩემი სხელი გივი
    მადლობარო დადეთ იესოს სხეულზე ასევე მინდა ერთიც გთხოვოთ .ეს ეხება სიმბოლოების მიღებას ზიარებას რომეძახიან ესენი. ვიცნობ ბევრს მვისაც არმოწონს მარტლმადიდებლლური სწავლება მაგრამ იმიტო დადის ეკლესიაში რომ ეზიაროს სიმბოლოებს ესენიც არწმუნებენ რო აუცილებელია რომ მიიღონ ყველამ რადგან იოანეში წერია ვინცარ ჭამსო და არ სვამსო სისხლს არექნება სიცოცხლეო. ნუ აქტუალური თემაა ძმაო და როცა მოგიხერხდებათ ეს თემა რომ დადოთ. http://sergeiivanov.blogspot.com/2013/07/blog-post_3827.html?m=0
    რათქმაუნდა თქვენუკეთ იცით რომელს დადებთ მაგრამ თუ შესაძლებელია თხოვნა მექნება რო ამსაკითხზეც იყოს თან დიდი თემა არაა

    ОтветитьУдалить