четверг, 5 апреля 2018 г.

ტეტრაგრამატონი სეპტუაგინტაში



თავდაპირველად სეპტუაგინტაში ტეტრაგრამატონი ეწერა
პირველი ქრისტიანები და ტეტრაგრამატონი
ტეტრაგრამატონი სეპტუაგინტიდან ახ.წ. II საუკუნეში იქნა ამოშლილი
ტეტრაგრამატონი ქრისტიანი გადამწერების მიერ იქნა ამოშლილი
რატომ არ შეიცავს დღეს ბიბლიის მრავალი თარგმანი ღვთის სახელს?
იუდეველების რეაქცია სეპტუაგინტის დამახინჯებაზე
დასკვნა


სეპტუაგინტა - ებრაული წერილების (ძველი აღთქმის) ყველაზე ადრეული თარგმანი ბერძნულ ენაზე, რომელზე მუშაობაც ეგვიპტის ალექსანდრიაში დაიწყო ძვ.წ. 280 წელს და ძვ.წ. I საუკუნემდე გრძელდებოდა. სახელი სეპტუაგინტა ითარგმნება როგორც "სამოცდაათი", ზუსტად ამიტომ წერენ მას ხშირად ლათინური რიცხვებით «LXX».




არც თუ იშვიათად, როდესაც საუბარი ბიბლიის თანამედროვე თარგმანებში ღვთის სახელის არარსებობას შეეხება, შეიძლება მოვისმინოთ სიტყვები, თითქოსდა, იუდეველებმა ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში შეწყვიტეს ბიბლიურ ხელნაწერებში ტეტრაგრამატონის (სახელი იეჰოვა, יהוה) გამოყენება, რის მაგალითსაც თითქოს სეპტუაგინტის თარგმანი წარმოადგენსო. ამგვარი მოსაზრების თანახმად, სეპტუაგინტაში თავიდანვე იქნა შეცვლილი ტეტრაგრამატონი ბერძნული სიტყვით "კირიოს" ("უფალი"). ასე რომ, თუ წმინდა წერილის არაებრაულ ენაზე პირველ თარგმანში ტეტრაგრამატონი წაშლილი იქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი უკვე არ თვლიდა აუცილებლად ადამიანების მიერ მის გამოყენებას. ზუსტად ამ მიზეზის გამო, თანამედროვე ბიბლიის თარგმანებიც არ არიან ვალდებული, რომ ღვთის სახელი გამოიყენონ და ამიტომ ცვლიან მას სიტყვებით "უფალი" ან "ღმერთი". 

მოცემულ საკითხში სავსებით საგულისხმო ისაა, რომ საკმაოდ ბევრ მორწმუნე ადამიანს მართლა გულწრფელად ასე მიაჩნია. ისინი დარწმუნებულები არიან, თითქოსდა სეპტუაგინტა თავიდანვე ტეტრაგრამატონის გამოყენების გარეშე იყო ნათარგმნი. როგორც მინიმუმ, მათ ასე ასწავლეს. მაგრამ შეესაბამებიან თუ არა მსგავს განაცხადებს ფაქტები?

მოცემულ სტატიაში ამ საინტერესო საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას. ჩვენ გავნიხილავთ მეცნიერების, ისტორიკოსებისა და ბიბლიის მკვლევარების დასკვნებს და გამოვარკვევთ შეიცავდა თუ არა სეპტუაგინტა თავდაპირველად ტეტრარამატონს? თუ დიახ, მაშინ დროის რომელი მონაკვეთიდან დაიწყო სეპტუაგინტის ხელნაწერებიდან ღვთის სახელის ამოშლა? და ასევე, ვინ იყო წმინდა წერილების ტექსტის ასეთი დამახინჯების ინიციატორი?  



თავდაპირველად სეპტუაგინტაში ტეტრაგრამატონი ეწერა


ცნობილი ფაქტები იმაზე მოწმობენ, რომ სეპტუაგინტის მთარგმნელებს არანაირად არ შეუცვლიათ ღვთის სახელი ბერძნული სიტყვებით "უფალი" ან "ღმერთი", არამედ თანმიმდევრულად ტოვებდნენ ტეტრაგრამატონს წმინდა წერილების ყველა იმ ადგილას, სადაც ის თავდაპირველად ეწერა ებრაულ ტექსტში.
 

"ებრაული ენციკლოპედიის" თანახმად, სეპტუაგინტის შედარებით ადრეულ მანუსკრიპტებში ტეტრაგრამატონი ებრაული ასოებით გადმოიცემოდა (Tetragrammaton / Jewish Encyclopediaruen. — Funk & Wagnallsruen, 1905. — Vol. 12. — P. 120.)


«ცოტა ხნის წინანდელმა ტექსტუალურმა აღმოჩენებმა ეჭვები გააჩინა იმ იდეასთან დაკავშირებით, რომ LXX-ის [სეპტუაგინტის] შემდგენლებმა გადათარგმნეს ტეტრაგრამატონი იჰვჰ [יהוה] სიტყვით კირიოს [κύριος (უფალი)]. 
თარგმანი LXX MSS-ის უძველესი ასლები (ფრაგმენტები), რომლებზეც დღეს ხელი მიგვიწვდება, შეიცავენ ტეტრაგრამატონს, რომელიც ბერძნულ ტექსტში ებრაული ასოებითაა ჩაწერილი. მოგვიანებით, ახალი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულებში, ამავე ტრადიციას მისდევდნენ ძველი აღთქმის ებრაელი მთარგმნელები» («ახალი აღთქმის ახალი საერთაშორისო თეოლოგიური ლექსიკონი» /The New International Dictionary of New Testament Theology, ტომი 2, გვ. 512).

«ეხლა ჩვენთვის ცნობილია, რომ ბიბლიის ბერძნულ ტექსტში [სეპტუაგინტაში], რომელიც ებრაელების მიერ იქნა დაწერილი ებრაელებისათვის, ღვთის სახელი არ ითარგმნებოდა სიტყვით კირიოს. ასეთ ხელნაწერებში შემორჩა ტეტრაგრამატონი, რომელიც ებრაული ან ბერძნული ასოებითაა დაწერილი» (თეოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი პაულ კალე "The Cairo Geniza". ოქსფორდი, 1959. გვ. 222).

«ღვთაებრივი სახელი YHWH არ ყოფილა წარმოდგენილი κύριος-ით LXX-ის [სეპტუაგინტის] ორიგინალ ქრისტიანობამდელ ვერსიაში, როგორც ამას ადრე მიიჩნევდნენ […] დღეს ჩვენ ვიცით, რომ LXX-ის ადრეული ებრაული ხელნაწერები არ თარგმნიდნენ ტეტრაგრამატონს. გადამწერები ან უბრალოდ აკოპირებდნენ მას, ან ტრანსლიტერაციას უკეთებდნენ» (ბიბლეისტი, პროფესორი იოხან ლუსტი «მესიანიზმი და სეპტუაგინტა» / Johan Lust «Messianism and the Septuagint», გვ. 74,14,15. 2004 წ).

«[სეპტუაგინტის] თარგმანის ხელნაწერებში ღვთის წმინდა სახელი ებრაული ასოებით აღინიშნებოდა» (დეკანოზი ალექსანდრე მენი «ისაგოგიკა. ძველი აღთქმა». 2000 წ., გვ. 34).

«ბოლო ქრისტიანობამდელი მტკიცებულებების შუქში სამეცნიერო სამყაროში კონსენსუსი მკვეთრად შეიცვალა. ამჟამად დომინირებს თვალსაზრისი და სრულიად აშკარას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ LXX-ის პირველი მთარგმნელები არასოდეს არ გადმოსცემდნენ ღვთის სახელს როგორც kyrios, არამედ შეინარჩუნეს ტეტრაგრამატონი ებრაულ ენაზე ძველ ებრაული დამწერლობით, ან გამოიყენეს ტრანსკრიპცია ΙΑΩ» (მ. პოზელი «ღვთის სახელის ჟღერადობა და თარგმანი მასორეტულ ტრადიციასა და ბერძნულ ხუთწიგნეულში» / M. Rösel, ”The Reading and Translation of the Divine Name in Masoretic Tradition and the Greek Pentateuch”).

«ძვ.წ. მეორე საუკუნიდან - ახ.წ. პირველ საუკუნემდე პერიოდში გამოცემული 
LXX-ის არცერთი ხელნაწერი არ ანაცვლებს ტეტრაგრამატონს kyrios-ით. ჩვენ მასში ვპოულობთ ტეტრაგრამატონს ძველ ებრაული დამწერლობით, არამეული დამწერლობით (יהוה) და ასევე ბერძნული ასოებით ფონეტიკური ტრანსკრიპციით (ιαω, iaō)» (როლფ დ. ფურული «როგორ მოქმედებს ღვთისმეტყველება და წინასწარაკვიატებულობა ბიბლიის თარგმანზე», გვ. 157 / Rolf J. Furuli «The Role of Theology and Bias in Bible Translation», 2011).


«თავდაპირველად სეპტუაგინტაში იყო ღვთის სახელი; ძვ.წ. II საუკუნიდან ახ წ. I საუკუნემდე დათარიღებული LXX-ის აღმოჩენილი ხელნაწერები, ტექსტში ტეტრაგრამატონს შეიცავენ; თანაც ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ის ორიგინალ ებრაულ ტექსტში იყო» (ვ.ა. კაბანოვი «ტეტრაგრამატონი», გვ. 132, 2011 წ.)

«ღვთის სახელის ხელშეუხებლად შენახვისადმი სწრაფვა იმდენად დიდი იყო, რომ ელინისტურმა იუდეველებმა, როდესაც ებრაულ ბიბლიას ბერძნულად თარგმნიდნენ, ბერძნულ ტექსტში უბრალოდ ტეტრაგრამატონის ასოებს წერდნენ მისი პირვანდელი სახით» (B. Metzger — «Manuscripts of the Greek Bible An Introduction to Creek Palaeography» — New York, Oxford, «Oxford University Press». 1991 წლის შესწორებული გამოცემა, გვ. 33).

«თანახის ბერძნული თარგმანის ძველ ხელნაწერებში ტეტრაგრამატონი, როგორც ჩანს, კი არ ითარგმნებოდა, არამედ ბერძნულ ტექსტში ისმებოდა ან პალეოებრაული ასოებით, ან ბერძნული ლიტერებით ΠΙΠΙ, რომლებიც გარეგნულად ტეტრაგრამატონს ჰგვანან კვადრატული დამწერლობით — יהוה, — როგორ ეს შეგვიძლია ვიხილოთ ხელნაწერებში 8HevXIIgr და Papyrus Fouad 266» (რუსლან ხაზარზარი «ძე კაცისა». თავი 8).

«სეპტუაგინტის უძველესი ხელნაწერები – ესენია ძვ.წ. III-II საუკუნეების ეგვიპტური პაპირუსების ფრაგმენტები, ანუ თავად თარგმანის თანამედროვენი. აღსანიშნავია, რომ ღვთის წმინდა სახელი (ტეტრაგრამატონი) მათში ჩაწერილია არა ბერძნული, არამედ ძველი ებრაული ასოებით» (ღია მართმადიდებლური ენციკლოპედია «დრევო»).


დაახლოებით ახ.წ. 245 წელს, ცნობილმა მეცნიერმა ორიგენემ შექმნა ნაშრომი სახელწოდებით გეკსაპლა, ღვთივშთაგონებული ებრაული წერილების ტექსტი, რომელშიც ექვს კოლონად იყო განთავსებული: 1) ებრაულ-არამეული ორიგინალი, 2) ბერძნული ტრანსლიტერაცია, 3) აკვილას ბერძნული თარგმანი, 4) სიმახის ბერძნული თარგმანი, 5) ბერძნული სეპტუაგინტა და 6) თეოდოტეს ბერძნული თარგმანი. ამ ნაშრომის დღეისათვის ცნობილ ფრაგმენტულ ასლებზე დაყრდნობით, პროფესორი ვ. უოდელი წერს: «ორიგენეს გეკსაპლაში... აკვილასა და სიმახის ბერძნულ თარგმანებში და LXX-ში [სეპტუაგინტაში] იჰვჰ გამოიყურება როგორც ΠΙΠΙ; გეკსაპლას მეორე კოლონაში ტეტრაგრამატონი ებრაული ასოებით იწერებოდა» (The Journal of Theological Studies. ოქსფორდი, 1944. ტ. 45. გვ. 158, 159). სხვა სპეციალისტების აზრით, ორიგენეს გეკსაპლას თავდაპირველ ტექსტში ტეტრაგრამატონი ყველა კოლონაში ებრაული ასოებით იწერებოდა. თავად ორიგენე ფსალმუნების 2:2-ის კომენტარებში აღნიშნავს, რომ «ყველაზე სანდო ხელნაწერებში გვხვდება სახელი, რომელიც ებრაული ასოებითაა დაწერილი, მაგრამ არა იმ ასოებით, რომელსაც დღეს იყენებენ, არამედ ყველაზე ძველებით» (Patrologia Graeca. პარიზი, 1862. ტ. 12. სვტ. 1104).

ახ.წ. IV საუკუნეშიც კი, იერონიმე, ვულგატას ლათინური თარგმანის შემქმნელი, სამუელისა და მეფეების წიგნების პროლოგში შენიშნავს: «და ღვთის ოთხასოიან სახელს [ანუ יהוה], რომელიც ძველებური დამწერლობითაა დაწერილი, ჩვენ დღემდე ვხვდებით ზოგიერთ ბერძნულ სიებში» (Papyrus Grecs Bibliques / F. Dunand.-ის რედაქციით. კაირო, 1966. გვ. 47, სქოლიო 4).



ფუადის პაპირუსი (LXXP. Fouad Inv. 266), რომელიც ძვ.წ. 50 წლიდან - ახ.წ. 50 წლამდე თარიღდება, ეგვიპტეში იქნა ნაპოვნი და მეორე რჯულის ტექსტს შეიცავს სეპტუაგინტისეულ თარგმანში. ღვთის სახელი ჩნდება ტეტრაგრამატონის სახით (יהוה, ქვემოთ ნაჩვენებია ისრით)‎ ყველა იმ შემთხვევაში, სადაც ის მის შედარებით გვიან ასლებში შეცვლილია სიტყვებით κύριος (უფალი) და Θεòς (ღმერთი).





Papyrus LXX Oxyrhynchu 3522. სეპტუაგინტა, ახ.წ. I საუკუნის ხელნაწერი, იობის წიგნი, 42 თავი. ტეტრაგრამატონი ჩასმულია კვადრატში. 











პირველი ქრისტიანები და ტეტრაგრამატონი




ადრეული ქრისტიანები ახ.წ. I საუკუნეში აქტიურად იყენებდნენ სეპტუაგინტის ტექსტებს, რომლის ბერძნული ენაც იმ პერიოდში, ფაქტიურად, საერთაშორისო ენა იყო. ხვდებოდნენ თუ არა ისინი იმ თარგმანში ღვთის სახელს, რომელიც ტეტრაგრამატონით იყო წარმოდგენილი? 


«როდესაც ქრისტიანები, რომლებიც ახალ აღთქმას წერდნენ, ძველ ებრაულად დაწერილ ღვთის სახელს ხვდებოდნენ სეპტუაგინტაში, რომელსაც ახალ აღთქმისეული იყენებდა და ციტირებდა, ისინი, ეჭვგარეშეა, რთავდნენ ტეტრაგრამატონს თავის ციტატებში  […]  პირველი საუკუნის ქრისტიანები, ალბათ, კითხულობდნენ: „უთხრა იჰვჰ ჩემს უფალს“ ნაცვლად მოგვიანებით გაჩენილი გაუგებარი და მცდარი ფრაზისა „უთხრა უფალმა ჩემს უფალს...“» (რელიგიათმცოდნეობის პროფესორი, გებრაისტი ჯორჯ ჰოვარდი, "Biblical Archaeology Review", 1978 წელი).





ტეტრაგრამატონი სეპტუაგინტიდან ახ.წ. II საუკუნეში იქნა ამოშლილი



მაშ ასე, თუ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში (ძვ.წ. III საუკუნიდან - ახ.წ. I საუკუნემდე) ტეტრაგრამატონი ეჭვგარეშე იყო სეპტუაგინტის ტექსტში, მაშინ რა მომენტიდან გადაწყვიტეს წმინდა წერილების ხელნაწერების შედარებით გვიანმა გადამწერებმა მისი შეცვლა სიტყვით "კირიოს" ("უფალი")? 



«[შედარებით გვიან] ტეტრაგრამა სეპტუაგინტაში შეცვლილი იქნა სიტყვით «Κυριος», «უფალი» (ღია მართლმადიდებლური ენციკლოპედია «დრევო»).

«ტეტრაგრამატონის სახით სახელი გადმოიცემოდა ახ.წ. 135 წლამდე, და ნაპოვნი არ ყოფილა ბიბლიის 150 წელზე გვიანდელი არცერთი ბერძნული ხელნაწერი, რომელშიც ტეტრაგრამატონის ნაცვლად გამოყენებული იქნებოდა ტიტული "კირიოს"» (ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა», გვ. 129 / «The Name of God Y.eH.oW.aH  Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah:  Its story»).

«LXX-ისა და LXX-ის მსგავსი სხვა ფრაგმენტების ფიზიკური მტკიცებულებები სრულიად ერთმნიშვნელოვანიაახ.წ. მეორე საუკუნის შუა პერიოდამდე არ არსებობს არცერთი ბერძნული ხელნაწერი ფორმით "κς" ("kyrios"-ის შესაძლო აბრევიატურა) ტეტრაგრამატონის ნაცვლად  [...]  გადამწერებმა რაღაც მომენტში LXX-ის ხელწერილების ტექსტს რედაქტირება გაუკეთეს. ხელნაწერი P. Fouad 266-ის გამოცემის კომენტირებისას, პროფესორი გ.დ. კილპატრიკი სამ მნიშვნელოვან ცვლილებას აღნიშნავს, რომლებიც ახ.წ. 70 და 135 წლებს შორის მოხდა: 1) გრაგნილიდან კოდექსზე გადასვლა; 2) ტეტრაგრამატონის kyrios-ით შეცვლა; 3) nomina sacra-სთვის (წმინდა სახელებისათვის) შემოკლებების შემოღება. არანაირი ეჭვი არ რჩება, რომ ვიღაცამ სეპტუაგინტის ტექსტი შეცვალა, ღვთის სახელი წაშალა და მის ნაცვლად nomina sacra ჩასვა» (როლფ დ. ფურული «როგორ მოქმედებს ღვთისმეტყველება და წინასწარაკვიატებულობა ბიბლიის თარგმანზე», გვ. 160,202,203 / Rolf J. Furuli «The Role of Theology and Bias in Bible Translation», 2011).

«სეპტუაგინტის გრანდიოზული «ქრისტიანული» ჩასწორება გაკეთებული იქნა ახ.წ. 100 წელსა და 120—130 (არა უგვიანეს) წლებს შორის. სეპტუაგინტიდან ტეტრაგრამატონის გაქრობაც დაახლოებით ამ პერიოდზე მოდის, რადგან შედარებით ადრეული ასლები ჯერ კიდევ შეიცავენ იეჰოვას სახელს, შედარებით გვიანი კი — უკვე აღარ» (ვ.ა. კაბანოვი «ტეტრაგრამატონი», გვ. 143, 2011 წ.)






ტეტრაგრამატონი ქრისტიანი გადამწერების მიერ იქნა ამოშლილი


მაშ ვინ იდგა წმინდა წერილების თარგმანებიდან ღვთის სახელის ამოღების უკან? იქნებ ეს თავად იუდეველები იყვნენ? მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად წინააღმდეგობას ვაწყდებით: რატომ იყო, რომ იუდეველი მთარგმნელები და შემდგომ ასევე სეპტუაგინტის იუდეველი გადამწერები, საუკუნეების განმავლობაში (!) ზედმიწევნით განაგრძობდნენ ტეტრაგრამატონის გამოყენებას, შემდეგ კი მოულოდმენალ უღალატეს ამ დამახასიათებელ თვისებას? დიახ, იუდაურ-ფარისევლური ტრადიციის თანახმად (რომელიც ზუსტად ფარისევლობის დაბადებისას გაჩნდა), შეწყვიტეს ტეტრაგრამატონის წარმოთქმა წმინდა წერილის საჯაროდ კითხვისას. მიუხედავად ამისა, იუდეველები მას არ ცვლიდნენ წერილებში, ანუ გადაწერისას ტეტრაგრამატონი კვლავ რჩებოდა ხელწერილების ახალ ასლებში. (რაბინების მესამე მცნებისადმი ცრურწმენითი დამოკიდებულება, ეხებოდა უშუალოდ მითითებას "არ წარმოთქვა"). და დღემდეც კი, ბიბლიის ებრაულ თარგმანებში ტეტრაგრამატონი თავის ადგილებზე დგას წმინდა წერილის ტექსტში, რაშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარწმუნება, შესაბამისი თარგმანის გადაშლით (ინტერნეტში მოძიებით). მაშინ ვის ეკუთვნოდა სეპტუაგინტის ტექსტიდან ღვთის სახელის ამოშლის ინიციატივა?


«ბიბლიის ბერძნულ ტექსტში [სეპტუაგინტაში], რომელიც ებრაელებმა დაწერეს ებრაელებისთვის, ღვთის სახელი არ ითარგმნებოდა სიტყვით კირიოს. ასეთ ხელნაწერებში ნარჩუნდებოდა ტეტრაგრამატონი, რომელიც ჩაწერილი იყო ებრაული ან ბერძნული ასოებით. ტეტრაგრამატონი სიტყვა კირიოსით ქრისტიანებმა შეცვალეს, როდესაც ებრაული ასოებით ჩაწერილი ღვთის სახელი, გაუგებარი გახდა მათთვის» (თეოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი პოლ კალე "The Cairo Geniza". ოქსფორდი, 1959. გვ. 222).

«როდესაც ბერძნული შემცვლელების სასარგებლოდ ღვთის სახელის ებრაული ფორმა სეპტუაგინტიდან მოაცილეს, ის ასევე მოაცილეს სეპტუაგინტის ციტატებიდან ახალ აღთქმაში... მალე ღვთის სახელი დაკარგული აღმოჩნდა წარმართთა ეკლესიისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის შემოკლებული სუროგატებით აღინიშნებოდა ან როდესაც ის მეცნიერებს ახსოვდათ» (რელიგიათმცოდნეობის პროფესორი, გებრაისტი ჯორჯ ჰოვარდი "ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა" / "Biblical Archaeology Review", 1978წ). 

«აღმოჩენები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ეგვიპტესა და იუდას უდაბნოში იქნა გაკეთებული, საშუალებას გვაძლევენ თავად ვნახოთ, თუ როგორ გამოიყენებოდა ქრისტიანობამდელ დროში ღვთის სახელი. ეს აღმოჩენები იმითაა ფასეული ახალი აღთქმის კვლევებისთვის, რომ ტექსტუალური მსგავსება გააჩნიათ ყველაზე ადრეულ ქრისტიანულ დოკუმენტებთან და შეუძლიათ აგვიხსნან, თუ როგორ იყენებდნენ ღვთის სახელს ახალი აღთქმის მწერლები… ღვთის სახელი, יהוה …დროთა განმავლობაში შეცვლილი იქნა არატოლფასი κς-ით [სიტყვა კირიოს-ის «უფალი» შემოკლებული ფორმა]. ტეტრაგრამატონის ამგვარმა ამოღებამ, ჩვენი შეხედულებით, დაბნეულობა გამოიწვია წარმართობიდან მოსული პირველი ქრისტიანების გონებაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კავშირი არსებობდა „უფალ ღმერთსა“ და „უფალ ქრისტეს“ შორის, რაც თვით ახალი აღთქმის ტექსტის ხელწერის ტრადიციაშიც აღიბეჭდა» (რელიგიათმცოდნეობის პროფესორი, გებრაისტი ჯორჯ ჰოვარდი «ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალი» / «Journal of Biblical Literature», ტ. 96, 1977, გვ. 63).

«თანახის ბერძნული თარგმანის ძველ ხელნაწერებში ტეტრაგრამატონი, როგორც ჩანს, არ ითარგმნებოდა, არამედ ბერძნულ ტექსტში იწერებოდა ან პალეოებრაული ასოებით, ან ბერძნული ლიტერებით ΠΙΠΙ, რომლებიც გარეგნულად ტეტრაგრამატონს გვანან კვადრატული დამწერლობით — יהוה, — როგორც შეგვიძლია ვნახოთ ხელნაწერებში 8HevXIIgr და Papyrus Fouad 266. თუმცაღა შედარებით გვიან სიებში ის გადმოიცემოდა ბერძნული ტიტულით κύριος. ვულგატაში ღვთის პირადი სახელი ასევე შეცვლილია ტიტულით dominus. იგივეს ვხედავთ ბიბლიებშიც — სლავურ და სინოდალურ თარგმანებში (უფალი)
[…] 
ამიტომ იესოს მოწაფეები ტეტრაგრამატონის ნაცვლად, რომელიც უკვე არ წარმოითქმებოდა, გონებაში ინახავდნენ სიტყვა ადონაის, ანუ «უფალი», და არა «იაჰვე»-ს. და ასეც იქნა ჩაწერილი ახალ აღთქმაში! და, როგორც ჩანს, ზუსტად ქრისტიანებმა, და არა იუდეველებმა, შემოიღეს ე.წ. nomina sacra (როგორც ახალ აღთქმაში, ისე სეპტუაგინტაში), რადგან რა მიზეზით აღნიშნავდნენ nomina sacra-თი ეს უკანასკნელები ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ქრისტე და მით უმეტეს იესო?» (რუსლან ხაზარზარი. «ძე კაცისა». თავი 8)


«LXX-ის ძირითადი ქრისტიანული ადაპტაცია ასევე დოკუმენტების გარეგან ფორმებზეც აისახა… ტეტრაგრამატონი, როგორც წესი, კვლავ გამოიყენებოდა ებრაული წარმოშობის ბერძნულ გრაგნილებში, ქრისტიანულებში კი ის შეცვლილი იყო κύριος-ით… ამ განსხვავებამ ჯერ კიდევ პირველ ასწლეულში დაიწყო გამოვლენა, რაც შესაძლებელს ხდის პრაქტიკულად მომენტალურად განვასხვავოთ ერთმანეთისგან ებრაული და ქრისტიანული ხელნაწერები».(მარტინ ხენგელი, ისტორიკოსი, სპეციალისტი ელინისტური პერიოდის ადრეული იუდაიზმისა და ქრისტიანობის დარგში, «სეპტუაგინტა როგორც ქრისტიანული წერილი: მისი კანონის წინაისტორია და პრობლემა» / Martin Hengel «The Septuagint as Christian Scripture: Its Prehistory and the Problem of Its Canon», გვ. 41).

«ღვთაებრივი სახელი YHWH არ იყო წარმოდგენილი როგორც κύριος LXX-ის (სეპტუაგინტის) ორიგინალ ქრისტიანობამდელ ვერსიაში, როგორც ადრე მიიჩნეოდა […] დღეს ჩვენ ვიცით, რომ LXX-ის ადრეული ებრაული ხელნაწერები არ თარგმნიდნენ ტეტრაგრამატონს. მწერლები მას ან უბრალოდ აკოპირებდნენ, ან ტრანსლიტერაციას უკეთებდნენ. ქრისტიანი გადამწერები კი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდნენ სიტყვების χριστός κύριος გამოყენებაში და ისინი იოლად იყენებდნენ მას იესო ქრისტესთან მიმართებით. ქრისტიანული გარემო, რომელშიც LXX-ი გადაეცემოდა, კეთილგანწყობით ეპყრობოდა ცალკეული ადგილების მესიანურ ინტერპრეტაციას.  თუმცაღა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ებრაულმა გარემომ, რომელშიც დაიბადა LXX, გააკეთა ეს» (ბიბლეისტი, პროფესორი იოხან ლუსტი «მესიანიზმი და სეპტუაგინტა» / Johan Lust «Messianism and the Septuagint», გვ. 74,14,15. 2004 წ).

«განსხვავებების ტექსტოლოგიურ მიზეზებს ასევე უნდა დაემატოს ტექსტების ქრისტიანული ტრანსმისიის პრობლემები. რიგ შემთხვევებში ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკითხავი, რომელიც სეპტუაგინტის ხელნაწერების უმეტესობაშია დამოწმებული, წარმოადგენს არა ორიგინალურს, არამედ ქრისტიანულ გლოსას ან ინტერპრეტაციას… როგორც ჩანს, ასეთი ვარიანტის წარმოქმნა იმით უნდა აიხსნას, რომ სეპტუაგინტის ადრეულ ხელნაწერებში ტეტრაგრამატონს უცვლელად ტოვებდნენ, საკითხავი კი, რომლებიც შემონახულ ხელნაწერებშია დაფიქსირებული, სავსებით შეიძლება უკვე ქრისტიანულ ეპოქაში გამოჩენილიყო» (მ.მ. იუროვიცკაია «მესიანიზმი სეპტუაგინტაში: საკითხის ისტორია და მეთოდოლოგიური პრობლემები»).




«როგორ წერდნენ ადრეული ქრისტიანები ტეტრაგრამატონს ბიბლიის გადაწერისას? საკუთარი ებრაული ფესვების გათვალისწინებით, ისინი აღიარებდნენ ბერძნულ სეპტუაგინტას (რომელიც იუდაურ თარგმანს წარმოადგენდა) და მის გავრცელებას აგრძელებდნენ. თავიდან ისინი, როგორც ჩანს, იუდაურ ტრადიციას მისდევდნენ და სახელს ებრაული ასოებით წერდნენ ბერძნულ ტექსტში, სულ მცირე, ბოლო მოციქულის სიკვდილამდე (იუდაური წარმოშობის) დაახლოებით ახ.წ. 100 წლამდე (2თეს. 2:7). საინტერესოა აღინიშნოს, რომ რაბინი ტარფონი (შაბბატ 116ა) ახ.წ. 90 და 130 წლებს შორის მოიხსენიებს პრობლემას, რომელიც დაკავშირებული იყო ტეტრაგრამატონის შემცველი ერეტიკული (ქრისტიანული) ტექსტების განადგურებასთან. 70 წელს ტაძრის დანგრევისა  და ოფიციალური იუდაიზმის მიერ ქრისტიანთა (იუდაური წარმოშობის) ანათემას გადაცემის შემდეგ დაახლოებით 90-100 წლებში კარდინალური ცვლილებების დრო დადგა. უპირველეს ყოვლისა, ებრაული ენა მეორე საუკუნის შემდეგ ფაქტიურად გამოვიდა ხმარებიდან. ქრისტიანობა საერთაშორისო რელიგია გახდა და წარმართული წარმოშობის ქრისტიანმა გადამწერებმა უარი თქვეს მათთვის გაუგებარ იუდაურ ჩვეულებაზე ჩაეწერათ «პალეოებრაული სიტყვა», რომელიც უნდა წაკითხულიყო როგორც «ბატონი» (ბრძ. «კირიოს»). სავარაუდოდ, 70 და 135 წლებს შორის მათ უბრალოდ, ამ ებრაული გაუგებარი ტეტრაგრამის შეცვლა დაიწყეს სიტყვით "ბატონი"»[…]სწრაფი ცვლილებები ასევე იუდაურ სეპტუაგინტაზეც აისახა, სადაც ღვთის სახელი ებრაული ასოებით ეწერა. ქრისტიანმა გადამწერებმა თავდაპირველად სახე უცვალეს ტეტრაგრამას (ამ დროს יהוה გადაიქცა ПIПI-დ), შემდეგ კი ისინი ბერძნული აბრევიატურით "KC" შეცვალეს  […]  დაახლოებით სადღაც ახ.წ. 100 და 135 წლებს შორის ქრისტიანმა გადამწერებმა, რომლებიც არ იცნობდნენ ივრითს, სწრაფად შეცვალეს ებრაული ტეტრაგრამა ბერძნულ ტექსტში (რასაც ჩვენ მეორე ასწლეულის შემდგომ დათარიღებულ LXX-ის ყველა ასლში ვხედავთ) ტიტულით «ბატონი» (ხანდახან «ღმერთი»)» (ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა», გვ. 150,169,243,244 / «The Name of God Y.eH.oW.aH  Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah:  Its story»).

«ოდესღაც სეპტუაგინტაში იეჰოვას სახელი იყო, შემდეგ კი რატომღაც გაქრა იქიდან. შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს — ვინ და როდის ამოშალა ეს სახელი იქიდან? რაც არ უნდა დამამწუხრებლად ჟღერდეს ეს, როგორც ჩანს, ასეთი ამოშლა თავად ქრისტიანებმა მოახდინეს. რატომ მაინც და მაინც მათ? იმიტომ რომ იუდეველები, თუმცა არ წარმოთქვამდნენ იეჰოვას სახელს, მაგრამ ტეტრაგრამატონს დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და (იმ მომენტში) ვერ ხედავდნენ რელიგიური ტექსტებიდან ღვთის სახელის ამოშლის აზრს» (ვ.ა. კაბანოვი «ტეტრაგრამატონი», გვ. 144. 2011 წ.)

«ამგვარი ჩანაცვლება (ღვთის სახელის - სახელით κύριος) მხოლოდ გვიანდელ ხელნაწერებში გვხვდება, მაშინ როდესაც ორიგენესაგან, გრიგოლ ნაზიანზინისაგან, ევაგრიუსისაგან, წმინდა იერონიმესაგან და იაკობ ედესელისაგან ჩვენ, პირიქით, ვიგებთ, რომ ძველი მთარგმნელები და გადამწერები ბერძნულ ტექსტშიც ინარჩუნებდნენ ღვთის ებრაულ სახელს, როგორც ამას ქალკედონელი მთარგმენელებიც აკეთებდნენ ქრისტეს დროს. მაგრამ ელინები, როგორც ისინი, რომლებიც წარმართობაში რჩებოდნენ, და ასევე ისინიც, რომლებიც ქრისტიანობას იღებდნენ, არ იცნობდნენ ამ ებრაულ ასოებს, ამიტომ, როდესაც მსგავსს ხვდებოდნენ, განსაკუთრებით მაშინდელ ერთფეროვან დამწერლობაში, კიდევ უფრო მსგავს პირველ და მესამე ასოებს (ו י ) სახელში יהוה, ერთსაც და მეორესაც ბერძნულ ასო ι-დ იღებდნენ. იგივე ებრაული ასოების არ ცოდნისა და იმის არ ცოდნის შედეგად, რომ ებრაული მარჯვნიდან მარცხნივ იკითხებოდა, ისინი ასო ה-ს იგებდნენ ბერძნულ II-დ, ხოლო მარცხნიდან მარჯვნივ ისე კითხულობდნენ, რომ მთლიან სიტყვას יהוה წარმოთქვამდნენ ბერძნულად როგორც pipi. აი ზუსტად ამიტომ იყო, რომ ყოველთვის, როდესაც მათ ეს წმინდა სახელი ხვდებოდათ, ისინი ხელნაწერის მინდორზე წასაკითხად აწერდნენ სიტყვას κύριος» (პროფესორი ა.ა ოლესნიცკი «ღვთის უძველესი სახელის შესახებ»).





რატომ არ შეიცავს დღეს ბიბლიის მრავალი თარგმანი ღვთის სახელს?



სხვათა შორის, ბევრ რამეში ზუსტად სეპტუაგინტის წმინდა ტექსტის ეს თვითნებური კორექცია გახდა იმის მიზეზი, თუ რატომ შეიცავს ბიბლიის მრავალი თანამედროვე თარგმანი, ფაქტიურად, ღვთიური გამოცხადების მრავალ დამახინჯებას ღვთის ორიგინალი სახელის, ჩვეულებრივი ტიტული 
"უფალი"-ით ჩანაცვლების სახით. 

«ბიბლიის პირველმა მთარგმნელებმა, რომლებიც სეპტუაგინტაზე შრომობდნენ, ეს პრობლემა იმით აირიდეს, რომ ღვთის სახელი ებრაული ასოებით დატოვეს ბერძნულ ტექსტში. მოგვიანებით წარმართული წარმოშობის ქრისტიანმა გადამწერებმა, რომლებიც არ იცნობდნენ ებრაულ ასოებს, ეს მიუწვდომელი «ნიშანი» ტიტული უფალით ან მისი შემოკლებული ფორმით შეცვალეს, რომელიც ვითომდა ერთგვარი «სიწმინდის» შენარჩუნების მიზნით შექმნეს, რომელიც ღვთის სახელს ახასიათებს. გვიანი დროის მთარგმნელები ხშირად საფუძვლად სეპტუაგინტის დამახინჯებულ ტექსტს იღებდნენ, რითაც, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გამოჩენილიყო, სახელის დავიწყებას უწყობდნენ ხელს» (ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა», გვ. 251 / «The Name of God Y.eH.oW.aH  Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah:  Its story»).




იუდეველების რეაქცია სეპტუაგინტის დამახინჯებაზე



მას შემდეგ, რაც II საუკუნის ქრისტიანებმა სეპტუაგინტა "მოაქრისტიანეს", მისი საკუთარი რედაქციის თანახმად თარგმნით, იუდეველებმა უარი თქვეს მის შემდგომ გამოყენებაზე. მიუხედავად ამისა, იუდაური მხარის ძალისხმევის შედეგი ძველი აღთქმის ახალი ბერძნულენოვანი თარგმანების გამოჩენა გახდა, რომლებშიც ტეტრაგრამატონს კვლავ თავისი კანონიერი ადგილი ეკავა. 


«ქრისტიანებთან დაპირისპირების გამო იუდეველებმა დროთა განმავლობაში უარყვეს სეპტუაგინტის მათი რედაქცია და ახალი თარგმანები შექმნეს: აკვილას (129), სიმახის (165) და თეოდოტიანეს (175?)  […]  ქრისტიანებისაგან განსხვავებით, იუდეველი გადამწერები აუცილებლად გადმოსცემდნენ სახელს პოლეოებრაული დამწერლობით თითქმის 250 წლამდე. მოგვიანებით ისინი თანამედროვე ებრაულ ასოებზე გადავიდნენ ბერძნულ ტექსტში» (ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა», გვ. 169 / «The Name of God Y.eH.oW.aH  Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah:  Its story»).

«იუდეველებმა შეწყვიტეს LXX-ის გამოყენება მას შემდეგ მალევე, რაც ის თავის შეიარაღებაში ქრისტიანულმა ეკლესიამ აიღო. ამაზე სხვებზე მეტად შემდეგმა მიზეზებმა იქონია გავლენა: [...] ადრეულ ქრისტიანებს მიამიტობისა და  გამოცდილების ნაკლებობის გამო LXX-ში საკუთარი შესწორებები შეჰქონდათ» (პროფესორი ალფრედ რალფსი «Septuaginta» — Prof. D. Dr. Alfred Rahlfs, Stuttgart., გვ. 67—68).

«აკვილას თარგმანი, რომელშიც ტეტრაგრამატონი შენარჩუნებულია, უკვე მაშინ იყო გაკეთებული და იუდეველების განკარგულებაში იყო, როდესაც განდგომილმა ქრისტიანებმა სეპტუაგინტიდან ღვთის სახელის ამოშლა მოასწრეს. აკვილას თარგმანის გარდა, ჩვენ ტეტრაგრამატონს ახ.წ. II საუკუნის ბოლოს გაკეთებულ სეპტუაგინტის რევიზიაშიც ვხვდებით, რომელიც ებრაელ სიმახს ეკუთვნის.
ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ სეპტუაგინტის ხელნაწერების ასეთი მაშტაბური დამახინჯებების უკან ნამდვილად არ იდგნენ იუდეველები. პირიქით, ისტორიიდან შემდეგი ფაქტია ცნობილი: იუდეველები სეპტუაგინტას ღვთივშთაგონებულ წიგნად მიიჩნევდნენ და აქტიურად იყენებდნენ მას თითქმის ახ.წ. მეორე ასწლეულის დასაწყისამდე. ამის შემდეგ მათ დაკარგეს მის მიმართ ნდობა და შეწყვიტეს მისი რელიგიური მიზნებისთვის აქტიურად გამოყენება. რატომ? ზუსტად იმიტომ, რომ ქრისტიანებმა უკვე მოასწრეს სეპტუაგინტაში დამახინჯებების შეტანა […] იცოდნენ რა ყოველივე ეს, სრულიად გასაგებია, თუ რატომ დაკარგეს იუდეველებმა სეპტუაგინტისადმი ნდობა, თანაც ვხედავთ — რომ ამისათვის მათ სამართლიანი საფუძვლები გააჩნდათ. ზუსტად ამ მიზეზის გამო გაჩნდა იუდეველთა გარემოში ძველი აღთქმის ახალი, დაუმახინჯებელი ბერძნული თარგმანის მოთხოვნილება. ასეთ თარგმანად კი აკვილას თარგმანი იქცა. ეს თარგმანი ზუსტად იმ პერიოდში გაკეთდა, როდესაც იუდეველებმა LXX-ზე თქვეს უარი — დაახლოებით ახ.წ. 125—128 წლებში, და, როგორც მოსალოდნელი იყო, აკვილას მიერ ამ თარგმანში თანმიმდევრულად იქნა შენარჩუნებული ტეტრაგრამატონი. ამ თვალსაზრისით, აკვილას თარგმანი შეიძლება განხილული იყოს, იუდეველების ერთგვარ ადეკვატურ ზომად ქრისტიანების მიერ LXX-დან ტეტრაგრამატონის ამოშლის საპასუხოდ. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ აკვილას თარგმანი არსებითად წარმოადგენდა რევიზიას, ანუ — სეპტუაგინტის გადახედილ და შესწორებულ ტექსტს» (ვ.ა. კაბანოვი «ტეტრაგრამატონი», გვ. 142, 144. 2011 წ.)


დასკვნა:



1. თავისი გამოჩენის მომენტიდან და რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში სეპტუაგინტა შეიცავდა ღვთის სახელს (იეჰოვა) ტეტრაგრამატონის სახით.

2. ტეტრაგრამატონი სეპტუაგინტაში იყო ახ.წ. I საუკუნის ჩათვლით. ანუ ის წმინდა წერილების ზუსტად იმ ხელნაწერებში იყო, რომლებსაც იესო, მოციქულები და პირველი ქრისტიანები იყენებდნენ.

3. ისტორიკოსთა დასკვნების თანახმად, ტეტრაგრამატონი სეპტუაგინტის შედარებით გვიანი ასლებიდან გაქრა მხოლოდ ახ.წ. I საუკუნის ბოლო და ახ.წ. II საუკუნის შუა პერიოდში.

4. იუდეველები, თუმცა დაქვემდებარებულები იყვნენ ღვთის სახელის წარმოთქმასთან დაკავშირებულ ფარისევლურ-რაბინულ ტრადიციებზე, მიუხედავად ამისა, ზედმიწევნით აგრძელებდნენ ტეტრაგრამატონის გამოყენებას წერილობითი სახით, რაც დოკუმენტალურად დასტურდება. სეპტუაგინტიდან ტეტრაგრამატონის ამოშლაზე პასუხისმგებლობა, სპეციალისტების დასკვნების თანახმად, სეპტუაგინტის ქრისტიან გადამწერებს აკისრიათ.  

5. სეპტუაგინტის "ქრისტიანული" ტექსტუალური რედაქტირების შემდეგ, იუდეველებმა უარი თქვეს მის შემდგომ გამოყენებაზე. ამის შედეგი გახდა ბერძნულ ენაზე წმინდა წერილების ახალი იუდაური თარგმანების გამოჩენა, რომლებშიც ტეტრაგრამატონი შენარჩუნებული იყო.

6. სეპტუაგინტის გვიანი ასლებიდან ტეტრაგრამატონის ამოშლა გახდა იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ წერია ბიბლიის თანამედროვე თარგმანების უმრავლესობაში ღვთის სახელი (იეჰოვა).




მკვდარი ზღვის გრაგნილები, რომლებიც ცნობილია სახელით «მცირე წინასწარმეტყველნი»


Oxyrhynchus 3522, ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი, სეპტუაგინტა (LXX). დათარიღებულია ახ.წ. I საუკუნით. მასში ღვთის სახელი יהוה ებრაული ასოებითაა გადმოცემული.



--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.ru

1 комментарий:

  1. ძალიან აქტუალური თემააა. მადლობა

    ОтветитьУдалить